x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სიღნაღის მერიაში ღატაკების თანხების მითვისებისთვის სუს-მა კომისიის მდივანი ქალი დააკავა

image

.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პაპუაშვილი პასუხისგებაში მისცა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობას, თაღლითობას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან.
.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათია პაპუაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სულ თაღლითური გზით მითვისებულია 1450 ლარი.
.
ფაქტი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახმაურდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებით დაზარალებული მოქალაქეები კონკრეტულად საუბრობდნენ იმაზე, რომ თანხები თავად მერიიდან დაიკარგა.
.
გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).
.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
0
82
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0