x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წითელი ტრუსის და "შერლოკ ჰოლმსად" ქცეული დედამთილის სახალისო ისტორია

image

ქმართან ერთად დეიდამ დაპატიჟა დისშვილი ახალი საუნის გახსნაზე საკუთარ აგარაკზე, წყვილმაც გადაწყვიტა მიპატიჟება მიეღო და საღამოს წასულიყვნენ ნათესავის აგარაკზე.
წყვილი შეთანხმდა, რომ სამსახურის მერე ქმარი გამოუვლიდა ცოლს და სამსახურიდან პირდაპირ აგარაკზე წავიდოდნენ ცოლის დეიდასთან.
სამსახურის ბოლოს ცოლმა ჩაიხედა ჩანთაში და დაინახა, რომ საუნაში შესასვლელად ტრუსის წამოღება დავიწყებოდა და ქმარს დაურეკა: დიმა, სახლიდან უკვე წამოხვედი თუ ისევ სახლში ხარ?
ქმარმა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ სახლში იყო, ცოლმა სთხოვა გამოეღო კარადაში მისი თეთრეულის უჯრა და ნებისმიერი ტრუსი წამოეღო.
ქმარმა გამოიღო კარადის უჯრიდან მეუღლის ტრუსი და პარკში ჩადების მერე მეუღლისაკენ გაემართა მანქანით.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ცოლმა წამოღებული ტრუსი ნახა და ქმარს უსაყვედურა: დიმა რაღა მაინცდამაინც სტრინგი წამოიღე, ხომ იცი ამ ტრუსს მხოლოდ წითელ კაბასთან ვიცვამ!
დიმამ კი თავი გაიმართლა, შენ ხომ მითხარი რაც ხელში მოგხვდება ის ტრუსი წამოიღეო, მეც ეს ტრუსი ვნახე პირველად და ეს წამოვიღეო!
გაბრაზებულმა ცოლმა ტრუსი მანქანის სალონის უჯრაში შეაგდო და როცა აგარაკისკენ მიმავალ გზაზე მაღაზია დაინახეს, ცოლმა ქმარს მანქანა გააჩერებინა და მოხერხებული ტრუსი შეიძინა საუნაში შესასვლელად.
სტუმრად ყოფნის მერე წყვილი სახლში დაბრუნდა, ტრუსი კი მანქანის უჯრაში დარჩა და არც არავის გახსენებია მისი გამოტანა.
ერთ დღეს დიმამ დედა წაიყვანა საყიდლებზე, ბოსტნეულის ყიდვისას დიმას დედამ ხელი დაისვარა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე მანქანის უჯრა გამოაღო სადაც ხელის საწმენდი ეგულებოდა, გამოაღო უჯრა და წითელი ტრუსის დანახვაზე დიმას "ეტაკა", დიმა შენ რა საყვარელი გაიჩინე?
შვილმა უპასუხა, რომ ეს ტრუსი მის ცოლს ქსენიას ეკუთვნოდა, რაზეც ქალმა პროტესტი გამოხატა: დიმა საკუთარ დედას როგორ ატყუებ? ეს ტრუსი გადაპრანჭული გოგოებისათვის თუ გამოდგება და არა 40 წელს მიღწეული ქსენიასთვის!
ერთი სიტყვით, დედამ დიმას არ დაუჯერა და მანქანაში "ქოთქოთს" მოჰყვა: მე ხომ ვიცოდი ეს შენი მივლინებები კარგად, რომ არ დამთავრდებოდა, საყვარელი გაგიჩენია, შვილო ეს როგორ გაუკეთე ქსენიას?
დიმას თავის დაცვა არ უცდია, იცოდა მაინც ვერ გადაარწმუნებდა დედას და მთელი გზის მანძილზე ხმა არ ამოუღია.
ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო, დედა დიმას ყველგან დაჰყვებოდა ხან მალულად და ხან ღიად, შვილს სახლიდან გასვლისთანავე კვალში მიჰყვებოდა და სახლში დაბრუნებულს მაინც საყვარელზე ეკითხებოდა ქსენიას, რომ არ გაეგო ისე.
ერთხელ როგორღაც ქსენიამაც მოჰკრა ყური დედამთილის და ქმრის საუბარს და გადაწყვიტა ქმარს გასაუბრებოდა.
დიმა, რატომ არ უხსნი დედას, რომ ეს ჩემი ტრუსია და არა დედას ფანტაზიების ნაყოფი საყვარლის?
არა ქსენია, რა საჭიროა?-უპასუხა ქმარმა. ამ მომენტამდე დედა სულ მოწყენილი იყო, ახლა ამ წითელი ტრუსის გამო "შერლოკ ჰოლმსობას" ეწევა. ახლა მოწყენილი არაა და რა საჭიროა მისთვის "ჯაშუშის" როლის დაკარგვა?
იაროს ჩემს კვალდაკვალ, სიმართლე ჩვენ ხომ ვიცით, დედა კი "ჯაშუშის" როლში ისეა შეჭრილი, მისთვის სიმართლის გაგება დამთრგუნველი იქნება იყოს ასე, როგორც არის!

0
551
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0