x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ტრაგედია ფოთში-ერთი დაღუპული და სამი დაშავებული(ვიდეო)
image

დღეს დილით ფოთში გამთენიისას დაახლოებით 7 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა რომან სიჭინავა, ხოლო 3 დაშავებული ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ აფეთქებამდე ახალგაზრდებმა ახლოს მდებარე მარკეტში ალკოჰოლური სასმელები შეიძინეს. ოდნავ მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა.



დადგინდა, რომ გამოყენებული იყო F-1 ტიპის ხელყუმბარა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთ დაშავებულს ეკუთვნოდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები უარყოფენ ამ ფაქტს.



დღეს დილიდან ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობდნენ, აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 124-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.


image


იხილე ვიდეო

0
179
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0