x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ნუ მოუკლავ, ნიკოს მეგობარს!

image

დილის სიმყუდროვეს, მხოლოდ “ცოცხის’’ ხმა არღვევს, რომელიც, თითქოს უკვე, დამოუკიდებლად აკეთებს თავის საქმეს, რადგან უკვე წელზე მეტია, რაც ამ საქმეშია. მისი პატრონი კი, ჩვეულ ფიქრებში გართულა, მაგრამ ნიკოს დღეს სულ სხვა ფიქრები აწუხებს. ის ფიქრობს რა ჩაიცვას ხვალ, ძმის ქორწილში. ახალსაც ვერაფერს იყიდის, რადგან თვის ბოლომდე საარსებოდ აღარ ეყოფა გასამრჯელო...არა, არა წაუსვლელობაც არიქნება, რადგან იცის ამით ძმას ძალზედ აწყენინებს, ფიქრობს, ფიქრობს...

ცოცხი კვლავ განაგრძობს, გაცხოველებულ ხალხთა ნამოქმედარის გამოსწორებას. ამ ყველაფრით დაიღალა, ჰო, ჰო, ძალზედ დაიღალა, მაგრამ ხათრს ვერ უტეხავს მეგობარს, თუმცა იცის, რომ მისი აღსასრულიც მალე მოვა, სულ რამოდენომე ღეროც და დაიღუპავს თავს!

- ჰო, აი გამახსენდა, სადღაც პერანგი უნდა მქონდეს, აი ის, სამი წლის წინ, ვანიუშას ნათლობაში, რომ მეცვა.

რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით კი, ცოცხის მაგივრად, ავტომობილის გრუხუნი არღვევს, გამეფებულ სიმშვიდეს, შფოთვით აღსავსე ქალაქში. და აი ის ჩერდება, მეპატრონე გადმოდის, რომელსაც გლახაკი ეგებება, ფულის სათხოვნელად. ბატონი გურამი უარის ნიშნად თავს აქნევს და სახლში შედის. მას უბრალოდ, მიტრიალება დაეზარა, ავტომობილის კარის გაღება და იქიდან გროშების ამოკრეფა, თუმცა რა გასაკვირვია, ის დაღლილია. ჰო დაღლილია, დღეს დილით სამსახურში წავიდა, მერე კი სავახშმოდ, უცხოელ სტუმრებთან ერთად. უნდა მოასწროს გამოძინება, ხვალ ხო, ნიკოს ძმის ქორწილშია თამადად.

ცოცხი კვლავ თავის საქმეს აკეთებს, ამასობაში კი, ერთი გაზულუქებულ კაცის ნამოქმედარს, მისივე ტოტი ეწირება. სულ რამოდენიმეღა დარჩა, სულ რამოდენიმე და ისიც მოკდება, სხვების მსგავსად...

ნიკომ ერთი საფიქრალი მოიშორა, მაგრამ ახლა კვლავ წარსულის მოგონებებმა შეახსენეს თავი, არიცის ეწტყინოს თუ გაუხარდეს, რადგან თან დაიღალა ამ ფიქრებით, თან კიდევ, მეტიც აღარაფერი დარჩენია მოსაგონარი და გასახსენებელი.

აგონდება სიყმაწვილე, გატარებული ტკბილი წლები, სწავლა რუსეთში, შემდეგ წარმატებული ბიზნესი საქართველოში, გერმანიაში ასპირანტურა და კვლავ უზრუნველი ცხოვრება ...

“ცოცხი“ პატარავდება;

უკვე ქორწილია; ბატონი გურამი, განსხვავებული სასმისებით სვამს სადღეგრძელოებს. პერანგიც თითქმის სულ დაუსველდა. ბაგეებიდან ჩამოსულ ღვინის წვეთებს, გორაკამდე მიუხწევიათ და ქვემოთ ვეღარ ლამობენ ჩასვლას!

ოჰ აი, საქართველოს სადღეგრძელოსაც სვამს, ბოლოს, ალბათ გაჭირვებულ ხალხსაც გაიხსენებს ...არ დაეზარება არა, უფრო დიდი ყანწით შესვამს, ამ სადღეგრძელოს, ბატონი გუამი!

ნიკოს თვალებში, სიხარულისა და სიმორცხვის გრძნობა ერთად იკითხება. უჰ რამდენი ხანია, რაც ასეთ სუფრაზე აღარ მჯდარა, რამდენი ხანია რაც მის “სტომაქს“ აღარ უგრძვნია გემო ხორცისა, მაგარმ ვერც ახლა იგრძნობს კარგად, ვერ იგრძნობს, რადგან ნიკო არმისცემს ამის უფლებას...

კვლავ დიალოგი, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე, კვლავ პოლემიკა საქართველოს ევროპულ მომავალზე... ბატონი გურამი არ ცხრება, ხარჯავს მთელ ცოდნასა და ენერგიას, იმასაც ამბობს რც არიცის კარგად, მაგრამ ამბობს, რადგან სხვას ვერ დაუთმობს, მწვავე პოლემიკის ასპარეზს!

ნიკო ზის მორცხვად და ისმენს გურამის მოსაზრებებს (ტყუილ-მართალს) შენიშვნებსაც კი აძლევს და ებმება დაუცხრომელ აზრთა ჭიდილში, მაგრამ ჩუმად, ისე ჩუმად რომ ამას ვერავინ იგებს, გარდა მისი და მეორე “მესი’’ იგივე გურამ ბატონის.

ვერ იღებს ხმას, არა იმიტომ, რომ არიცის რა თქვას, არა პირიქით, მას ამაზე და ბევრ სხვა თემაზე შეუძლია საუბარი, თან დარწმუნების თეორიის გამოყენებით, მაგრამ, უბრალოდ ართვლის საჭიროდ რაიმეს თქმას, რადგან ეს ბაგეების ტყული მოძრაობა და სიტყვების ფლანგვა იქნება, მას ხომ არავინ მოუსმენს, არა მოუსმენენ, მაგრამ ყურად არავინ იღებს ნათქვამს... ის მაისური ჯერ კიდევ სამი წლის წინ ეცვა, ახლა ძალზედ მოძველებული სტილისაა, ძალზედ მოძველებული!

ახლა მხოლოდ, ცოცხს ესმის მისი და ის ემსახურება, როგორც მეგობარი, მეგობარი, რომელიც არასდროს დატოვებს, ვიდრე ბოლო ტოტიც არ შემოატყდება, თუმცა, ალაბთ ესაც არაფერია, მას ხომ ახალ მეგობარს აჩუქებენ, მაგრამ ასეთივე გამოდგება ნეტა, როგორც ეს წინა?

და აი ბატონი გურამიც, დაუზარებლად ლოცავს გაჭირვებულებს, მხნეობას, გამძლეობასა და ყოველდღიურ საარსებოს უსურვებს!

ლხინი დასასრულს უახლოვდება;

ნიკო, სახლში მიდის ნაადრევად, სულ რამოდენიმე საათში ხომ, მის მეგობარს უნდა შეხვდეს.

ნიკომ არიცის, რომ მეგობარი ხვალ მოუკვდება, ის თავს, ბატონი გურამის მიერ გადაგდებულ სიგარეტის “კოლოფს“ შეაკლავს.

გლახაკი, კვლავ ეგებება ბატონ გურამს, მაგრამ ბატონ გურამს, კვლავ ეჩქარება... ხვალ ისევ დიდი დღეა მისთვის!

გლახაკი, შიმშილით კვდება, მაგრამ მას ხვალ, ბატონი გურამის სადღეგრძელო გააძლიერებს!

თუმცა, რა ეშველებათ ნიკოს მეგობრებს?!

ნიკო კვლავ ასუფთავებს ქუჩას, მის ახალ მეგობართან ერთად!

4
86
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გაგი ჩოხელი
გაგი ჩოხელი
86
  
2018, 7 სექტემბერი, 16:31
კარგი მოკლედ გეტყვი. შეიძლება რთული გასაგებია,მაგრამ ამ ჩანახატს აქვს შემდეგი მორალი:
1)ნიკოს ცხოვრებაში ,,არ გაუმართლა“ მიუხედავად იმისა, რომ განათლებული ადამიანია და ერთ დროს კარგათაც ცხოვრობდა,რაც შეეხება მის ძმას,კი გეთანხმები ის შეძლებუული ადამიანია,მაგრამ ნიკოსთან არაქვს კარგი დამოკიდებულება, რაც ნიკოს სოციალურ მდგომარეობაში აისახება.(ქორწილში დაპატიშება,უბრალო ვალდებულებაა მისი ძმის)
2) ცოცხის ტოტების მტვრევა კი მიგვანიშნებს (აქ), რომ გარემოს მგავუფრთხილდეთ, ამ შემთხვევაში ნიკოს მეგობარს.
3)ნიკომ მიუხედავად იმისა,რომ ბევრი იცის არ საუბრობს, რადგან არავინ მოუსმენს მაინც- სამი წლის წინ შეძენილი პერანგის ამარაა4)
4) არსებობენ თვალთმაქცი ადამიანები, რომელთა როლსაც, აქ გურამი ასრულებს.
თუ კარგად,დაკვირვებით წაიკითხავთ,მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია,როგორც აქ ისე რეალირ სამყაროში.
აქ მოცემულია ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის ცხოვრებ (დაწვრილებით კიდევ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს)
პ.ს. გმადლობთ უკუკავშირისთვის.
2018, 7 სექტემბერი, 15:58
არ მითქვამს რომ რაღაც ვერ გავიგე, უბრალოდ სათაურიდან დაწყებული ცოტა გაუგებარი და ზეტმეტად სინტიმენტალურია.
ცოცხები ცვდება და ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, ცოცხიც ცვდება, მუხლის ძვალიც, მოგონებებიც და ა.შ.
ცოცხზე ნაღვლიანი თემა ის უფრო უნდა იყოს რომ ბატონი ნიკო მისი წარმატებული წარსულის მიუხედავად (გერმანია, ასპირანტურა და ამბები ) ესეთ სავალალო სიტუაციაშია, თანაც სავარაუდოდ ძმაც არ უნდა ჰყავდეს მთლად გაჭირვებული, ქორწილით და წარმატებული მეგობრებ-თამადით.
ერთი სიტყვით ჩვენი ნიკო დიდ ცხოვრებისეულ ალოგიკურ გაუგებრობაშია და ეს ყველაფერი ისე დრამატულ-რომანტიკულად არის აღწერილი დოსტოევსკის შეშურდებოდა.
პ.ს. უკაცრავად თუ წინა კომენტარი ცოტა ცინიკური გამომივიდა,
2018, 6 სექტემბერი, 15:58
აბა კონკრეტულად თქვი, რა ვერ გაიგე და გაგარკვევ
2018, 5 სექტემბერი, 18:32
გაფიცებ საიდან მოიტანე ეს, არც კი ვიცი რა დავარქვა...
ვანიუშას მემუარებიდან ხომ არაა?
0 1 4