x
image
გემი დალანდი
,,18 წელი მამაჩემის ტყვე ვიყავი"- მოდ ჟიულენის საშინელი ისტორია
ზეადამიანის შექმნის იდეა მეცნიერებს ყოველთვის ჰქონდათ. ჩვეულებრივ, ასეთი ექსპერიმენტები სავალალო შედეგით სრულდება ხოლმე. ბევრად უარესია, როცა ასეთი იდეით ახლობელი ადამიანია შეპყრობილი.

მოდ ჟიულენს სამწუხაროდ არ გაუმართლა. ის მამამისის ექსპერიმენტებისთვის გაჩნდა, რომელიც სწორედ ამ იდეით იყო შეპყრობილი.

image

მოდი 1957 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ჩრდილოეთ საფრანგეთში. მამამისს, ლუი დიდიეს, სწორედ მაშინ შეუსრულდა 50 წელი, დედა, ჟანინი-22 წლის იყო. ეს უცნაური წყვილი მხოლოდ შეცბუნებას იწვევდა გარშემომყოფებში.


შეძლებულმა, ცნობილმა მამაკაცმა ცოლად თავისივე აღზრდილი შეირთო. ჟანინი ღარიბი მაღაროელის ქალიშვილი იყო. ის აღმერთებდა თავის ქმარს და მას “ბატონო დიდიე"-თი მიმართავდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუი ზეადამიანის შექმნაზე ოცნებობდა და სწორედ ამ მიზნით წამოიყვანა 6 წლის ჟანინი ღარიბი ოჯახიდან. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ზეადამიანის აღზრდა მისი დაბადების მომენტიდანვე უნდა დაეწყო. ამიტომ, მოგვიანებით ის ჟანინზე დაქორწინდა და უცდიდა როდის დაიბადებოდა პატარა, რომ თავისი ექსპერიმენტი განეხორციელებინა.

imageლუი დიდიეს პასპორტი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ფრანგული წინააღმდეგობის წევრი იყო და ებრაელებს ეხმარებოდა.

პატარა მოდს თავისუფალი დრო 5 წლის ასაკში წაართვეს. მამამისი დაუღალავად ასწავლიდა გოგონას, ცდილობდა მისი ტვინი მაქსიმალურად განევითარებინა. გოგონას აკრძალული ჰქონდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.მას სახლიდან არ უშვებდნენ და ურთიერთობა თითქმის არავისთან ჰქონდა.მისი მეგობრები შინაური ცხოველები იყვნენ, შეეძლო იხვთან, ძაღლთან ან პონისთან ელაპარაკა, რადგან მამამისი თვლიდა, რომ ზეადამიანს ცხოველებთან ურთიერთობა უნდა შესძლებოდა.

imageსასწავლო პროგრამის დიდი ნაწილი მუსიკას ეკავა. ლუი დიდიე თვლიდა, რომ მის ქალიშვილს ყველა ცნობილ ინსტრუმენტზე დაკვრა უნდა შესძლებოდა. გოგონას ბევრი ლაპარაკიც აკრძალული ჰქონდა, რადგან მამამისის მოსაზრებით ლაპარაკი ადამიანს აზროვნების უნარს უკარგავდა და ტვინის განვითარებას აფერხებდა. ბავშვური ტიტინი უბრალოდ აკრძალული იყო, სამაგიეროდ, ნებადართული იყო “რაიმე ჭკვიანურის" ლაპარაკი. პატარა მოდი უამრავ აკრძალვას აწყდებოდა და არჩევდა სულ ჩუმად ყოფილიყო, რადგან “ჭკვიანურს" სხვა დანარჩენისგან ჯერ ვერ არჩევდა.

მოდის დედას ეშინოდა მეუღლე არ გაენაწყენებინა და მის ექსპერიმენტებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. გარდა ამისა, მას დანაშაულის გრძნობა სტანჯავდა, იმის გამო, რომ თავის დროზე ბატონ დიდიეს ზეადამიანთან დაკავშირებული გეგმები თავად ვერ გაუმართლა. ახლა კი დიდიე მთელ იმედებს მათ პატარა გოგონაზე ამყარებდა.

ლუი გამუდმებით აკვირდებოდა მოდს და მის სუსტ მხარეებს ინიშნავდა, რომ შემდეგ მათ წინააღმდეგ ებრძოლა და აღმოეფხვრა. ერთხელ მან შეამჩნია, რომ პატარა მოდს მღრღნელების ეშინოდა. მან ფეხშიშველი მოდი ბნელ სარდაფში ჩაკეტა და უბრძანა უძრავად მდგარიყო სარდაფის შუაში. იმისთვის, რომ გოგონა დამორჩილებოდა, ის ვირთხებით დააშინა, რომლებიც ვითომდა მას პირში ჩაუძვრებოდნენ, თუ შეეშინდებოდა და იყვირებდა.

imageპატარა მოდი მამამისთან ერთად

ის ღამე და გადატანილი შიში სამუდამოდ ჩაიბეჭდა მოდის მეხსიერებაში. აცახცახებული გოგონა მხოლოდ დილით გამოიყვანა დედამ სარდაფიდან და მაშინვე სამეცადინოდ გაგზავნეს. ლუი დიდეს თქმით, ეს “ტესტი" იყო. მომდევნო წლებში მოდმა სხვადასხვა გამოცდა გაიარა:

* ღამე გაატარა ვირთხებით სავსე სარდაფში. ტანსაცმელზე კი პატარა ეჟვნები ჰქონდა შებმული, რომელთა წკარუნიც მღრღნელების ყურადღებას იქცევდა.

* ხელში ეკავა სადენი, რომელშიც დენი გადიოდა.

* კვირაობით იყო სრულ მდუმარებაში.

* სწავლობდა გაძლებას საკვების და სითბოს გარეშე.

imageმოდი ჟიულენი იმ სახლთან, რომელშიც იზრდებოდა

მოგვიანებით, მოდი იხსენებდა, თუ როგორ ევედრებოდა იმ წლებში უფალს, რომ მისთვის სიკვდილი გამოეგზავნა და მამისგან ეხსნა.

სასტიკი ექსპერიმენტატორი თვლიდა, რომ ზეადამიანის თვისება არა მხოლოდ განვითარებული ტვინი, არამედ ფიზიკური ამტანობაცაა. სწორედ ამიტომ მოდი სპარტანულ და დაძაბულ რეჟიმში ცხოვრობდა. მისი ძილის დრო თანდათანობით მცირდებოდა, ოთახი კი არასდროს თბებოდა. ამის გამო გოგონას უხეში ლოგინი გამუდმებით ნესტიანი იყო. მოდი ყოველთვის გაყინული იყო, რადგან თხელი სამოსი და ფეხსაცმელი ეცვა ნებისმიერ სეზონზე.

imageსახლი, რომელშიც მოდი გაიზარდა

ლუი დიდიე მკაცრად ადევნებდა თვალყურს, რომ მისი ქალიშვილის ცხოვრებაში რაიმე სახის სიამოვნების წყარო არ ყოფილიყო, რადგან მისი აზრით ეს ხელს შეუშლიდა ზეადამიანის ჩამოყალიბებას. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, გოგონას მენიუში მხოლოდ უბრალო და უგემური კერძები იყო. ვიტამინები თუ სხვადასხვა გემრიელი რამ ან ტკბილეული გამორიცხული იყო. ზეადამიანის ორგანიზმს საჭირო ნივთიერებები თავად უნდა გამოემუშავებინა.

შეზღუდვებს ბოლო არ უჩანდათ. ბავშვი ცივი წყლით ბანაობდა, ტუალეტის ჰიგიენისთვის მხოლოდ კვადრატული მეტრი ტუალეტის ქაღალდი ჰქონდა გამოყოფილი და მხოლოდ მაგარ ტაბურეტზე დაჯდომა შეეძლო. 9 წლიდან მამამისმა მისი ორგანიზმის ალკოჰოლით გამოწვრთნა გადაწყვიტა და ამიერიდან მას საჭმელთან ერთად ჭიქა რომსაც აძლევდნენ.

ამდენმა აკრძალვამ გოგონა ჩაკეტილი გახადა და ტყუილებიც ისწავლა. მან ბუფეტიდან ტკბილეულის მოპარვა დაიწყო, ერთი კვადრატული ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად ორს იყენებდა, ღამით კი ფანჯრიდან ბაღში იპარებოდა. ერთერთ ასეთ ღამეს ის მებაღემ გააუპატიურა, მაგრამ გოგონას სიტყვა არ დასცდენია.

როცა მოდს 16 წელი შეუსრულდა, მამამისი იძულებული გახდა მისთვის მუსიკის მასწავლებელი აეყვანა, რადგან თავად ასაკის გამო აღარ შეეძლო შვილის მეცადინეობა. მასწავლებელი გაერკვა თუ არა რაც ხდებოდა, დაიჟინა, რომ გაკვეთილები მასთან ჩატარებულიყო სახლში. მალე მან გოგონას მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში მუშაობა შესთავაზა.

ამ მაღაზიაში მოდი პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს რიშარ ჟიულენს.18 წლისა იყო, როცა მას ცოლად გაყვა და სიამოვნებით დატოვა მშობლიური სახლი. ნახევარი წლის შემდეგ ლუი დიდიე ავად გახდა და შვილს უბრძანა სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ მოდიმ მამამისი ბრძანება სიამოვნებით უგულებელყო და ამის გაკეთების არ შეშინებია.imageმოდიმ თერაპია გაიარა და მოგვიანებით თავად გახდა ფსიქოთერაპევტი

მან რეაბილიტაციის რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა. მოუწია ესწავლა ურთიერთოაბ და კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები გამოემუშავებინა. არ იცოდა საზოგადოებაში ქცევის წესები, არ შეეძლო ჩაცმა, ქალაქში ორიენტაცია.

მამამისის სასტიკმა “ტესტებმა" მის ჯანმრთელობაზე იქონიეს ზეგავლენა. არასწორმა კვებამ -კბილები, ალკოჰოლის მოხმარებამ მცირე ასაკიდან კი- ღვიძლი დაუზიანა. გოგონას სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.


მოდი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა სიმართლეს თავისი ბავშვობის შესახებ.მის ქმარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა ჯოჯოხეთში ცხოვრობდა მოდი. ქალმა მას სიმართლე მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ, 1981 წელს გაუმხილა.image მოგვიანებით მან ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომელშიც თავისი ბავშვობა აღწერა. დედამისი, რომელმაც წიგნის ერთი ეგზემპლარი საჩუქრად მიიღო, ძალიან განაწყენებული დარჩა. მისი თქმით, მოდიმ სათანადოდ ვერ დააფასა მამის მონდომება. ჟანინი ყოველთვის ცდილობდა “ბატონი დიდე" გაემართლებინა.

image

ამჟამად ჟიულენი ფსიქოთერაპევტად მუშაობს. საკუთარი გამოცდილება მას პროფესიის არჩევაში დაეხმარა. გაზრდილი “გოგონა ექსპერიმენტისთვის" ახლა სხვებს ეხმარება სულიერი ტრავმის მოშუშებასა და ცხოვრებასთან ადაპტაციაში.


1
386
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
386
  
2018, 5 სექტემბერი, 20:10
მამა კი არა ცხოველი ყოფილა, ფსიქოლოგიურად დეგრადირებული ადამიანი, ასე გგესტაპოელიც კი არ მოექცეოდა საკუთარ შვილს...
0 1 1