x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2018 წლის კვლევა და შედეგები: ა)ქართველი მოზარდები უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან სტუდენტები, სხვა ევროპელებთან შედარებით. ბ)ყველაზე მოთხოვნადი და არაპოპულარული ფაკულტეტები.
ჩვენს ქვეყანაში, ყოველწლიურად, დაახლოებით 40 000 აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს, თუ რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. საქართველოში სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება საშუალო განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების ყველაზე მიღებული ფორმაა. შესაბამისად, როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მიხედვით, ქართველი სტუდენტები ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდები არიან. კერძოდ, კვლევის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანაში, სტუდენტების თითქმის ნახევარი 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. ქართველი სტუდენტებისთვის კი, საშუალო ასაკი 22 წელია. ქალი სტუდენტები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობას შეადგენენ. გამონაკლისი მხოლოდ თურქეთი და გერმანიაა.imageქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი ნაწილი სოციალური მეცნიერებებისა
და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს (36, 8%),
ყველაზე ნაკლები (1, 9%) - განათლების მიმართულებით.


მიუხედავად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ქალი სტუდენტების ზოგადი სიმრავლისა, განსაკუთრებით საგრძნობია გენდერული დისბალანსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში. ამ სფეროში ქალი სტუდენტების ყველაზე მცირე ნაწილი იღებს განათლებას. ეს პრობლემა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, მწვავედ ეხება საქართველოს იგივე მიმართულების საუნივერსიტეტო პროგრამებს.

ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი ნაწილი სოციალური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს (36, 8%), პოპულარულია ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სამართლის (13, 8%), ასევე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელებაც (13, 5%).


image

ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე არაპოპულარული სფერო განათლებაა (1, 9%). ამ სფეროში გენდერული ბალანსი ყველაზე დარღვეულია - განათლების მიმართულებით მამრობითი სქესის სტუდენტების უკიდურესად მცირე რაოდენობა სწავლობს (სტუდენტთა საერთო რაოდენობის 0, 1%).


თქვენთვის საინტერესო თემები

ა) 10 განსაკუთრებული წიგნი 10 განსხვავებული ქვეყნიდან

ბ) გასაოცარი, აქტიური და საინტერესო ფეისბუქ და სხვა სოციალურ მედიათა სტატისტიკა

გ) '' X ფაქტორის '' გამარჯვებულმა, ავთო აბესლამიძემ, ყაზახეთის “ვოისში'' რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და „ასტანის ხმა“ მოიგო

დ)10 განსაკუთრებული წიგნი 10 განსხვავებული ქვეყნიდან

ე)მსოფლიოში არსებული 5 დიდებული ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა მკითხველის ოცნებაა


6
100
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
100
  
2018, 6 სექტემბერი, 1:11
მადლობა
2018, 6 სექტემბერი, 0:45
ისწავლი ნელ-ნელა.. როცა გინდოდეს, მკითხე, რაც დაგაინტერესებს. დაგეხმარები, თუკი შემეძლება :)
2018, 6 სექტემბერი, 0:29
არა, რჩევა როგორ მეწყინება. ხო სათაურები დასახვეწი მაქვს
2018, 6 სექტემბერი, 0:05
და კიდევ: ეცადე სათაური მოკლე იყოს, ლაკონური და ცოტათი დამაინტრიგებელი, რომ მკითხველი დააინტერესოს. :) იმედია, არ გეწყინება, ცოტაოდენ რჩევას თუ მოგცემ.
2018, 5 სექტემბერი, 23:34
სათაურის ბოლოს წერტილი არ უნდა.
0 1 6