x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ეშმაკის მიერ აგებული მისტიკური ხიდი გერმანიაში
მსოფლიოში უამრავი მომაჯადოებელი და მისტიკური ადგილია. ერთერთი მათგანი გერმანიის ქალაქ ჰაბლენცში, საქსონიაში მდებარეობს. ეს რაკოცბრუკეს ხიდია, რომელიც 1860 წელს აიგო და მას უამრავი მისტიური ლეგენდა უკავშირდება. ამ ხიდს ეშმაკის ხიდსაც უწოდებენ.

imageimageეს უჩვეულო ხიდი ბაზალტისგანაა აგებული. ეს მასალა ამ ადგილებში არასოდეს ყოფილა, ამიტომ მისი მოტანა შვეიცარიიდან და ბოჰემიიდან მოუხდათ. ამავე მასალისგან შექმნეს კლდეები, გროტები და პირამიდები, რომლებიც დღემდე ალამაზებენ პარკის ტერიტორიას.

image

არქიტექტორის სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა. ამბობენ, რომ მშენებლობის დროს მან გარიგება დადო ეშმაკთან: ეშმაკს უნდა დაესრულებინა ხიდის მშენებლობა და სამაგიეროდ ხიდზე პირველი გამვლელის სულს მიიღებდა. არქიტექტორმა იეშმაკა და ხიდის დასრულებისას, მასზე ძაღლი გაუშვა პირველად. მოტყუებული ეშმაკი განრისხდა, წყალში გადაეშვა და აღარ გამოჩენილა. აქედან გაჩნდა სახელწოდება “ეშმაკის ხიდი".


image

ხიდი 35 მეტრი სიგრძისაა და ტბაში საკუთარ ანარეკლთან ერთად იდეალურ წრეს ქმნის, თანაც მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხრიდან უყურებთ.image

როცა ამ წრეს უყურებთ, გეჩვენებათ, რომ ის გაჰიპნოზებთ და სხვა განზომილებაში გადაყავხართ.

image
ზოგიერთის მოსაზრებით ეს ხიდი ერთგვარი პორტალია პარალელურ სამყაროში. 1983 წელს პარკში ორი შვედი ტურისტი გაუჩინარდა, რომლებიც უკანასკნელად სწორედ ამ ხიდთან ნახეს.

imageთუ მისტიკის არ გჯერათ და ხიდზე მაინც ახვალთ, ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ დაგაჯარიმებენ. ხიდზე სიარული აკრძალულია და მას უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს, ვიდრე პრაქტიკული.imageამის მიზეზი კი ძალიან ბანალურია:თუ ბაზალტის ხიდზე რეგულარულად ივლის უამრავი ტურისტი, ის მალე განადგურდება.


თუმცა, მათ, ვისაც სოციალური ქსელებისთვის ლამაზი ფოტოს გადაღება სურს, ვერავითარი აკრძალვა და საშიში ლეგენდა ვერ აჩერებთ.

image

image

ამ ვიდეოთი შეგიძლიათ ვირტუალურად გაისეირნოთ და “ეშმაკის ხიდი" ნახოთ.

3
750
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
750
  
2018, 5 სექტემბერი, 13:30
აჭარაში მანახეს მეგობრებმა, მართლაც საოცრებაა...
2018, 5 სექტემბერი, 13:28
კი, მართლაც. ჩვენთან ასეთი თაღოვანი ხიდები, მათ შორის თამარის ხიდი, საუკუნეებით ადრეა აგებული და დღემდე შემოინახა.
2018, 5 სექტემბერი, 12:40
სულ მიკვირს, უძველეს დროში ასეთ ხიდებს როგორ აგებდნენ!
ან რა აჩერებს თაღოვან ხიდებს, ახლა საყრდენები აქვს და იმ დროში მხოლოდ დაბოლოებაში ჰქონდა მხოლოდ ორი საყრდენი...
0 1 3