x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
იცოდით რატომ გვაქვს ადამიანებს სისხლის სხვადასხვა ჯგუფი?
სისხლი განსაკუთრებული თხევადი ქსოვილია და გულის მეშვეობით ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციას, რითიც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს, იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/3–ს შეადგენს. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება, მისი თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში მრავალი უჯრედია. სისხლი შეიცავს 45% პლაზმას და 45% ფორმიან ელემენტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10%-ცილებს, ცხიმებს, ნახირწყლებსა და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და სისხლის შედედება. ფორმიანი ელემენტები კი შეიცავენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს. ერითროციტებს წითელ შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.




image



სისხლს ერთმანეთისგან გამოარჩევს იმუნოლოგიური მახასიათებლები — ერითროციტებში განსაზღვრული ანტიგენების, აგრეთვე პლაზმაში შესაბამისი ანტისხეულების არსებობა ან არარსებობა. სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს-დადებითი და რეზუს-უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის — რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეულ ამ ტიპს კიდევ ოთხ ჯგუფად ყოფენ ჰემაგლუტინაციის რეაქციის მეშვეობით (ABO სისტემა). ადამიანში სისხლის 4 ძირითადი ჯგუფია: O, A, B, AB ანუ I, II, III, IV. სისხლის ჯგუფი, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფის სისხლის გადასხმები, თუმცა ასევე შესაძლებელია სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლის გადასხმა გარკვეული წესით.



image





რატომ გვაქვს ადამიანებს სისხლის სხვადასხვა ჯგუფი?


მეცნიერები უხსოვარი დროიდან იკვლევენ სისხლის სტრუქტურას და მის შესახებ უკვე ბევრი რამ ცნობილია, თუმცა არის კითხვები სისხლზე, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელია. ჯერ კიდევ არ არის პასუხი იმაზე, თუ რატომ არის მისი ჯგუფები განსხვავებული და არსებობს მოსაზრება, რომ ეს ევოლუციის შედეგია.



image



ცნობილია, რომ სისხლის ჯგუფები, სისხლში შემავალი უჯრედების ანტიგენებით განსხვავდება, ანტიგენები კი ანტისხეულების სიგნალს ასრულებენ– ანადგურებენ სისხლში უცხო უჯრედებს. სწორედ ამის დადგენა ვერ მოხერხდა აქამდე, თუ რატომაა სისხლში ეს ანტიგენები განსხვავებული, თუმცა მოსაზრებების თანახმად უთუო კავშირი აქვს დაავადებებთან და იმუნიტეტთან. მაგალითად: მე–III ჯგუფის სისხლი ძალზედ მგრძნობიარეა ნაწლავური ჩხირების მიმართ; I ჯგუფის კი გამოირჩევა სრული იმუნიტეტით მალარიის მიმართ.



იხილეთ აგრეთვე:


ჰემოგლობინის ნორმა თქვენი ასაკის მიხედვით- გაითვალისწინეთ!image

2
459
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
459
  
2018, 5 სექტემბერი, 12:53
მადლობა, გუჯა ;)
2018, 5 სექტემბერი, 12:44
ძალზე საინტერესოა მაკა, სიმართლე გითხრა არც კი ვიცოდი თუ რა იყო მიზეზი. :)
0 1 2