x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სკანდალური არქეოლოგიური აღმოჩენები - მთის ბროლის თავის ქალა
უკვე რამდენიმე ათეული წელია, არ წყდება კამათი მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალი და უცნაური არტეფაქტის - ბროლის თავის ქალას და მასთან დაკავშირებული მისტიკური ამბების შესახებ.



image


1924 წელს ცნობილი ინგლისელი მოგზაურისა და არქეოლოგის, ალბერტ მიტჩელ-ჰეჯესის ექსპედიცია იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში აღმოჩენილი უძველესი ქალაქის გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა (თანამედროვე ჰონდურასის ტერიტორია). 33 ჰექტარი ტყის მასივი, რომელიც ძველ ნაგებობებს ფარავდა, გადაწვეს, რათა გათხრითი სამუშაოები გაეიოლებინათ. როცა ცეცხლი ჩაცხრა და კვამლი გაიფანტა, არქეოლოგებს თვალწინ გადაეშალათ პირამიდების ქვის ნანგრევები, უძველესი ქალაქის კედლები და ათას ადამიანზე გათვლილი უზარმაზარი ამფითეატრი.

რამდენიმე თვის შემდეგ მიტჩელ-ჰეჯესი ისევ ჩავიდა ჰონდურასში და თან წაიყვანა თავისი ქალიშვილი ანა. დანგრეული საკურთხევლის ქვეშ სწორედ ანამ იპოვა გამჭვირვალე კვარცისაგან დამზადებული, საოცრად ოსტატურად გაპრიალებული ნატურალური ზომის თავის ქალა.




image


იმ დღეს ანას დაბადების დღე იყო: იგი 17 წლის გახდა და ერთ-ერთ ადგილს წმენდდა ქვებისგან. ეს ადგილი, არქეოლოგების აზრით, საკურთხეველი უნდა ყოფილიყო. ანამ პირველმა იპოვა ბროლის თავის ქალა – ეს საოცარი აღმოჩენა იყო, მისი თვალის ბუდეები საოცრად ანათებდნენ. ქალას სიგანე 124 მმ, სიმაღლე 147 მმ, სიგრძე 197 მმ, ხოლო წონა 5, 13 კილოგრამი იყო. მას არ ჰქონდა ქვედა ყბა, თუმცა ორი თვის შემდეგ ამ ადგილის სიახლოვეს ისიც იპოვეს. აღმოჩნდა, რომ თავი ქალას ეს ნაწილი იკიდებოდა საოცრად კარგად დამუშავებულ საკისრებზე და მოძრაობაში მოდიოდა ხელის სულ მცირე შეხებაზეც კი.



imageფოტოზე: მიტჩელი ანასთან ერთად



მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ძველ ინდურ თქმულებებში ნახსენებია ბროლის 30 თავის ქალა "სიკვდილის ღმერთისა'', რომლებიც ერთმანეთისაგან განცალკავებულად ინახებოდა და რომელთაც მეთვალყურეობდნენ ქურუმები და სპეციალური მეომრები. დაიწყო აქტიური ძებნა ამ თავის ქალებისა. ძიებამ მალე მოიტანა შედეგი: ბროლის თავის ქალები აღმოჩნდა რამდენიმე მუზეუმში და კერძო კოლექციებში, თუმცა არც ერთი მათგანი არ ყოფილა ისეთი სრულყოფილი და იდეალურად დამუშავებული, როგორც მიტჩელ-ჰეჯესისა. ისინი გაცილებით უხეშად იყო დამზადებული. შესაძლებელია, ეს იყო მცდელობა, შეექმნათ მიახლოებითი ასლი იმ იდეალური თავის ქალისა, რომელიც ოდესღაც ღმერთებმა უბოძეს ადამიანებს.



image


ნაპოვნი თავის ქალას შესწავლა და გამოკვლევა ხელოვნებათმცოდნე ფრენკ დორდლანდმა ითავა. საფუძვლიანი დათვალიერების დროს ფრენკმა ნივთზე ლინზების, პრიზმების და არხების სისტემა აღმოაჩინა, რომელიც გასაოცარ ოპტიკურ ეფექტს ქმნიდა. ამ სისტემის წყალობით თვალების ფოსოები ანათებდა, როცა მათ ქვეშ სინათლის წყაროს დადგამდნენ. დორდლანდმა ნაკეთობის თაბაშირის ასლები გააკეთა და უამრავი ფოტოსურათი გადაიღო მიკროსკოპის გამოყენებით. მკვლევარი შეძრა იმან, რომ იდეალურად გაპრიალებულ ზედაპირზე მიკროსკოპის ქვეშაც კი არ ჩანდა დამუშავების არანაირი კვალი. ამოცანის ამოსახსნელად მეცნიერმა ფირმა "Hewlett Packard''-ს მიმართა, რომელიც კვარცის გენერატორებს უშვებდა და ყველაზე ავტორიტეტულად ითვლებოდა კვარცის დამუშავების სპეციალობაში.

გამოკვლევა 1964 წელს ჩატარდა Hewlett Packard - ის ლაბორატოირიაში. ექსპერტების დასკვნით, თავის ქალა დამზადებულია გაცილებით დიდი ხნით ადრე, სანამ ამერიკის ამ ნაწილში პირველი ცივილიზაცია გაჩნდებოდა. ამოცანად დარჩა მისი დამზადების ადგილი: არც მექსიკაში, არც ცენტრალურ ამერიკაში არაა მთის ბროლის არც ერთი საბადო. მისი ერთადერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო კალიფორნიის კვარციანი ადგილები, თუმცა ასეთი მაღალი ხარისხის კვარცი იქაც არ გვხვდება.





მაგრამ ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ საკმაოდ დიდი ზომის თავი ქალა დამზადებულია მთის ბროლის მთლიანი კრისტალისაგან, თან ფიზიკის ყველა კანონის გათვალისწინებით. ფირმის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ექსპერტმა ასე ჩამოაყალიბა თავისი პასუხი:"ჩვენ თავის ქალა შევისწავლეთ სამი ოპტიკური ღერძის მიხედვით და მივედით დასკვნამდე, რომ ის შედგება 3-4 შენაზარდისაგან. როცა ამ შენაზარდების ანალიზი ჩავატარეთ, გამოირკვა, რომ ქალა დამზადებულია მთის ბროლის ერთი დიდი კრისტალისაგან. მოოსის შკალის მიხედვით, მთის ბროლს გააჩნია ძალიან მაღალი სიმტკიცე და მისი გაჭრა ალმასის გარდა სხვა რამით შეუძლებელია, მაგრამ უძველესი ცივილიზაციის ოსტატებმა მაინც შეძლეს მისი დამუშავება და გამოჭრა... და არა მარტო თავის ქალა: იმავე კრისტალისაგან მათ დაამზადეს ქვედა ყბა და საკისრები, რომელთა საშუალებითაც ის მოძრაობაში მოდის. აქ რაღაც ამოუცნობი საიდუმლო იმალება და აი, რატომ: კრისტალებში, რომლებიც ერთზე მეტი შენაზარდისაგან შედგებიან, არის მაღალი ძაბვა. როდესაც ასეთ კრისტალს საჭრისით დავაწვებით, ის ძაბვის გავლენით ნამსხვრევებად იშლება, მაგრამ ვიღაცამ ეს თავის ქალა გამოკვეთა კვარცის ერთი კრისტალისაგან ისე ფრთხილად, თითქოს მას სულაც არ მიჰკარებია ჭრის პროცესში. ქალას ზედაპირის გამოკვლევის დროს ვნახეთ, რომ ის გაპრიალებულია რაღაც უცნობი, ძალიან დახვეწილი ხელსაწყოთი. თავის ქალას უკანა მხარეს ამოტვიფრულია პრიზმისმაგვარი ფიგურა, ისე, რომ ნებისმიერი სხივი, რომელიც თვალის ბუდეში შედის, აირეკლება ამ პრიზმაში. "



image


ადამიანები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ თავის ქალასთან, ამტკიცებენ, რომ მას მისტიკური თვისებები აქვს. მაგალითად, მას შეუძლია გამოიწვიოს სიზმრები და მხედველობითი ჰალუცინაციები ათასეულობით წლების წინ მცხოვრები ინდიელების შესახებ, ის დროდადრო ანათებს და ივსება თეთრი ღრუბლით, მის შიგნით ჩნდება ადამიანების, მთების, ტყეების, ტაძრების გამოსახულებები.


დღეისათვის ეს უნიკალური თავის ქალა ამერიკელი ინდიელების მუზეუმში ინახება და მის ნახვა იქ მოხვედრილ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. არსებობს შედარებით უფრო გვიან დამზადებული მისი რამდენიმე ასლი, თუმცა მათი გამოკვეთის ტექნოლოგია ასევე საიდუმლოებითაა მოცული. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობითაც კი მათი გამოჭრა კვარცის კრისტალებიდან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

არსებობს უამრავი ლეგენდა, დაკავშირებული ბროლის თავის ქალასთან. ერთ-ერთის მიხედვით, 30 ღვთისმსახურს ერთდროულად უნდა ჩაეხედა თავიანთ თავის ქალაში. ლეგენდა ამბობს, რომ ამ რიტუალით კერპმსახურებს (ქურუმებს) შესწევდათ უნარი, დაენახათ და გამოეცნოთ ნებისმიერი საიდუმლო - არა მარტო ის, რაც იმ მომენტში სხვა ადგილას ხდებოდა, არამედ ენახათ წარსულში მომხდარი ამბები, განეჭვრიტათ მომავლის ნებისმიერი დეტალი ქვეყნის აღსასრულამდეც კი. მითი გვიამბობს იმასაც, რომ ქურუმებს ბროლის თავის ქალაში ჩახედვით შეეძლოთ ღმერთის დედამიწაზე ჩამობრძანების ზუსტი თარიღის გამოცნობა.


ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს აზრს, რომ ნაპოვნი თავის ქალები დამზადებულია ატლანტიდაში და სასწაულებრივად გადაურჩა კატასტროფას, ხოლო კოსმოსური პალეოკონტაქტების მომხრეები ამ საგანს უცხოპლანეტელებს მიაწერენ.



image


მეცნიერები იმ აზრამდეც მივიდნენ, რომ ძველი ხალხები ბროლის თავის ქალებს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ. მაგალითად, არქეოლოგი ჯოან პარკსი, რომელსაც ეს ნივთი ტიბეტელმა ბერმა აჩუქა, ამტკიცებს, რომ ტიბეტელი მისი საშუალებით კურნავდა ადამიანებს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს ნაკეთობა მართლაც უცნაურად მოქმედებს იმ ადამიანზე, ვინც მას მიაუხლოვდება. ერთნი განიცდიან დისკომფორტს და შიშს, მეორენი კარგავენ გონებას, რის შემდეგაც უვითარდებათ დროებითი ამნეზია, სხვები კი, პირიქთ, მშვიდდებიან და ნეტარების მდგომარეობაშიც კი ვარდებიან. ცხადია, რომ ყველა, 30-ვე ქალა დამზადდა გარკვეული მიზნით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ გააჩნია რთული ოპტიკური სისტემა, ისინი არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მორთულობა ან უბრალოდ ხელოვნების ნიმუში. ერთ-ერთი ვერსიით, ქალების ოპტიკურ სისტემას ძალა შესწევდა, გაეხსნა პარალელურ სამყაროში გამავალი კარიბჭე.


შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ის არნახული საფრთხე, რომელიც მოდის მექსიკის ჯუნგლებში დამალული მაიას ლეგენდარული განძიდან. ამ მისტიკურ მიწას არქეოლოგები ფრთხილად უვლიან გარს: წლების განმავლობაში ვერ იპოვეს იმ 16 მკვლევარის კვალი, რომლებიც ჯერ კიდევ 1974 წელს გაუჩინარდნენ მაიას უძველესი ქალაქის გათხრების დროს.





ამ ისტორიის გაგრძელება მეტად სევდიანია: 1997 წელს იუაკატანის ნახევარკუნძულზე ჩაფრინდა რვა იტალიელი მოგზაური, რომლებმაც ამ ტერიტორიაზე შეიძინეს მიწის ნაკვეთი გათხრების საწარმოებლად იმ იმედით, რომ მაიას ცივილიზაციის მიერ დამალულ განძს მიაგნებდნენ. სამუშაოს გასაიოლებლად მუშებმა ტყის ნაწილი გადაწვეს. როცა ცეცხლი ჩაქრა და კვამლი გაიფანტა, იტალიელებმა დაინახეს პირამიდების ნანგრევები და ძველი ქალაქის ნაშთები, თუმცა პირველი შთაბეჭდილებით გამოწვეული აღფრთოვანება მათ შიშით შეეცვალათ, როცა ახლოს მივიდნენ და დაინახეს ირგვლივ გაფანტული ადამიანის ჩონჩხები ( მათი ზუსტი რაოდენობა 16 იყო), ზოგიერთ მათგანზე ტანსაცმელიც კი იყო შემორჩენილი. ახლომახლო გარდაცვლილების პირადი ნივთები იყო მიმობნეული. სწორედ ამ ნივთებში იპოვეს ცეცხლგამძლე პაკეტში შეფუთული ექსპედიციის ხელმძღვანელის პირადი დღიური. მასში აღწერილი იყო ის იდუმალი მოვლენები, რაც ექსპედიციის წევრებს გადახდათ თავს.

ისინი დაკავებული იყვნენ სასწაულმოქმედი ბროლის თავის ქალას ძებნით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, იხილოს შორეული წარსული და მომავალი. დღიურის მიხედვით, ბრიტანელებმა ის იპოვეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაუთვალისწინებელი ამბები. თავდაპირველად ექსპედიციის წევრებს რაღაც უცნაური ძალის მოქმედებით გაუქრათ ყველა სამუშაო ინსტრუმენტი და სურსათის მარაგი, შემდეგ კი დაიწყო ადამიანების დახოცვა უნებლიეთ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ''- ჩვენ გარშემო აღიმართა ხეების და შხამიანი მცენარეების კედელი, რომლის გადალახვა შეუძლებელი იყო, - ეწერა დღიურში, - ხაფანგში მოქცეულებს და დაუძლურებულებს არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ყოველდღე გვიკვდებოდა ერთი ადამიანი. ვიღაც უხილავი მოდიოდა ღამ-ღამობით და თავს კვეთდა მათ, შემდეგ კი თავმოჭრილ სხეულს ამფითეატრში სვამდა. უკუნ სიბნელეში არაფერი არ ჩანდა. როგორც ჩანს, მზის ღმერთმა გადაწყვიტა, შური ეძია ჩვენზე, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნი თავის ქალა ისევ იმ ადგილზე დავაბრუნეთ, საიდანაც ავიღეთ - საკურთხევლის ქვეშ... ჩვენ უკვე ხუთნიღა დავრჩით".. - დღიური აქ წყდებოდა.


იტალიელებს შეეშინდათ და გადაწყვიტეს, მყისვე დაბრუნებულიყვნენ უკან, თუმცა ბოლოს მაინც ცნობიმოყვარეობამ სძლიათ და მოინდომეს ერთხელ მაინც შეეხედათ ჯადოსნური თავის ქალასათვის. ის ხომ ისევ იმ ადგილას იდო - საკურთხევლის ქვეშ. ეს იყო ადამიანის თავის ქალას ზუსტი ასლი, დამზადებული მთის ბროლისაგან და გარედან მოოქრული.



image


მოგზაურებმა მყისვე დაივიწყეს ის საფრთხე, რის შესახებაც პროფესორი წერდა თავის დღიურში და განცვიფრებულნი ათვალიერებდნენ ამ საოცარ ნაკეთობას. უცებ ქალამ ფოსფორულად დაიწყო ნათება, მის ზედაპირზე პატარა უჯრედები გაჩნდა, რომლებშიც აღიბეჭდა ცოცხალი სურათები. ცნობისმოყვარეობა საბედისწერო გახდა მოგზაურთათვის: ექსპედიციის არც ერთ წევრს თავის სამშობლოში დაბრუნება არ ეწერა - მათი გვამები თავმოკვეთილი იპოვეს ძველი ქალაქის ამფითეატრში.






4
397
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
397
  
2018, 6 სექტემბერი, 16:31
:) მადლობა თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ სხვებს უფრო ვენატრები და მირჩევნია თავისუფალი დრო მათ დავუთმო
2018, 6 სექტემბერი, 16:28
ჰოდა დაბრუნდი და წერეეეეეე..მოგვენატრეეეე :)
2018, 6 სექტემბერი, 16:26
ოდესღაც მეც ხომ ვცდილობდი რაღაცების წერას ......
2018, 6 სექტემბერი, 16:26
ჩემი სტატია გამახსენდა :)
0 1 4