x
image
nago123
10 რამ, რაც ეგვიპტელებმა გამოიგონეს

ეგვიპტე, მის ხსენებაზე ყველას უდიდესი პირამიდები, ფარაონები, მდინარე ნილოსი და გრანდიოზული ტაძრები გვახსენდება. ცივილიზაცია, რომელმაც ამდენს მიაღწია, რა თქმა უნდა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგამდა. მათ უამრავი ისეთი რამ გამოიგონეს, რასაც დღესაც კი დიდი მონდომებით ვიყენებთ. ქვემოთ ყველაზე პოპულარულ ეგვიპტურ “გამოგონებებს” გაგაცნობთ.

image
თვალის ჩრდილები და ლაინერი
ალბათ, ძალიან არ გაგიკვირდებათ როდესაც გაიგებთ, რომ თვალის გარშემო ჩრდილები სწორედ ეგვიპტელების მიერაა პირველად ფართოდ გამოყენებული. დაახლ. ძვ.წ. 5000 წელს, უკვე დასტურდება თვალის შავი ლაინერის არსებობა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მწვანე და შავი ფერები იყო, რომლებსაც მალაქიტისა და ტყვიის შემცველი მადანისაგან ამზადებდნენ.

image
პაპირუსი
დაახლ. ძვ.წ. 3000 წელს, ძველმა ეგვიპტელებმა სასწაული აღმოჩენა გააკეთეს, მათ ისწავლეს მცენარე პაპირუსისასგან როგორ გაეკეთებინათ საწერად ვარგისი ქაღალდი. ეგვიპტე პირველი ცივილიზაცია იყო, რომელმაც თხელი ქაღალდის მსგავსი მატერია გამოიყენა საწერად. უკვე, ძვ.წ. 1000 წელს, ეგვიპტიდან პაპირუსის ქაღალდები დასავლე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გაჰქონდათ. რა თქმა უნდა, თხელი პაპირუსი საწერად უფრო იოლი იყო, ვიდრე თიხის ფირფიტები.

image

365 დღიანი კალენდარი

ზემოთ სურათზე რასაც ხედავთ, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კარნაკის ტაძრის კედელზე გამოსახული კალენდარია. დიახ, ეგვიპტელები 360 დღიანი კალენდრით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც 12 თვედ იყოფოდა, თვე კი 30 დღისაგან შედგებოდა. დაახლ, ძვ.წ. 4000 წელს, კალენდარს დამატებითი 5 დღეც დაურთეს და მზის კალენდარს სრული სიზუსტით მიჰყვებოდნენ. ძვ.წ. 238 წელს კი ყველა გააოცეს და ნაკიანი წელიც დაამატეს

image
ხარებშებმული გუთანი
ნილოსის ნაპირები მოსავლის მოსაყვანად ძალიან ნოყიერი იყო, თუმცა სჭირდებოდა კარგი დამუშავება და დასათესად მიწის მომზადება. ძვ.წ. 2500 წელს, ეგვიპტელებს უკვე ჰქონდათ გუთანი და ხარების მეშვეობით შეეძლოთ მიწის მოხვნა და სათესად მისი გამზადება.

image

პიტნის სავლებები პირის ჰიგიენისათვის
სამწუხაროდ, ეგვიპტელებს მაინც და მაინც მოწესრიგებული პირის ღრუ არ ჰქონიათ. თანამედროვე კვლევებითა და მუმიების შესწავლით დადგინდა, რომ თვით დედოფალი ჰატშეპსუტი და რამზეს დიდიც კი, კბილის ინფექციამ გადაიყოლა. ნუ, რამზესზე ვიტყვით მაინც, დრომ უწიაო, 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა, მაგრამ ჰატშეპსუტმა ფრიად ახალგზრდამ დატოვა კემეტის ქვეყანა.
კბილებისა და პირის ღრუს ასეთი ცუდი მდგომარეობა საკვებით იყო გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ქვიშის ნამცეცები საჭმელზე ხვდებოდა. ხორბალს ქვის დოლაბებით ფქვავდნენ, რაც ფქვილში ქვის ნაწილაკების მოხვედრას იწვევდა, ასეთი ფქვილისგან გამომცხვარი პური კი, კბილების ცვეთას და შემდგომ გაფუჭებას იწვევდა, საბოლოოდ ჯამში, პირიდან არც თუ სასიამოვნო სურნელი ამოსდიოდათ. ამიტომაც, პატარა პიტნის გრანულები შექმნეს, რომელსაც დარიჩინს, კომიფორას (იგივე მურის ხე) და თაფლს ურევდნენ, ლოყებთან ითავსებდნენ და უსიამოვნო სუნიც ქრებოდა

image

თმებისა და ნებისმიერ თმის მოცილება
ეგვიპტელი კაცებისა და ქალებისთვის, თმის მოცილება სხეულის ნებისმიერ ადგილას საკმაოდ დამკვირდებული ტრადიცია იყო. მათ სჯეროდათ, რომ სხეულზე თმა ბარბაროსობისა და უსუფთაობის ნიშანი იყო. ამიტომაც, უძველესი დროიდან, დიდი მონდომებით იპარსავდნენ თმებს, თავზეც და ტანზეც.

image
კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი
ქვიშისა და პურში მოხვედრილი ქვიშის ნამცეცებისაგან, ეგვიპტელებს კარგი კბილები არ ჰქონდათ, თუმცა ცდილობდნენ მაინც რომ კბილებზე ეზრუნათ. მსოფლიოში პირველად, სწორედ ძველმა ეგვიპტელებმა გამოიყენეს კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისაგან ამზადებდნენ.

image
პარიკი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად იდეალური საშუალება იყო, მას იყენებდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები. პარიკს ამზადებდნენ ადამიანის თმებისაგან.

image
მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი
ყველაზე ადრეული ფატქი, რომელიც ამტკიცებს რომ ეგვიპტელები მაღალქუსლიან ფეხსამელებს ხმარობდნენ, ძვ.წ. 3500 წლით თარიღდება. ასეთ ფეხსაცმელებს, მაღალი კლასის ადამიანები ატარებდნენ, ქალები და კაცებიც. დაბალი კლასის ხალხი, რომელიც ყოველდღე მიწასთან მუშაობდა, მსგავს ფეხსაცმელს ნამდვილად ვერ ატარებდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი პროფესია – ყასაბი, მათ მიერ მაღალი ქუსლის ტარება პროფესიული მიზნით ხდებოდა, რომ დაკლული ცხოველის სისხლში არ გასვროდათ ფეხი.

image
ლერწამის კალამი და შავი მელანი
პაპირუსის გამოგონებასთან ერთად, ძველი ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინც 5200 წლის წინ ლერწამის ღერი კალმად გამოიყენეს, წყლისა და ჭვარტლის ნაზავისაგან კი მელანი შექმნეს.

0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:nago123
nago123
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0