x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მსოფლიოში არსებული 5 დიდებული ბიბლიოთეკა, რომელთა ხილვაც ყველა მკითხველის ოცნებაა

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ლამაზ და მომაჯადოებელ ბიბლიოთეკას სხვადასხვა ქვეყნიდან.

1) ჯორჯ პეაბიდის სახელობის, ბალტიმორის, ბიბლიოთეკა - აშშ


imageბალტიმორში მდებარე ეს გასაოცარი ბიბლიოთეკა ნეოკლასიკური ლიტერატურის/წიგნების ''საკათედრო ტაძრად'' მიიჩნევა. იგი 1878 წელს გაიხსნა და ყველა ლიტერატურული ჟანრის 300 000-მდე კოლექციიას მოიცავს.

2) შტუტგარტის ბიბლიოთეკა - გერმანია


imageბიბლიოთეკა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს.

ფართობი - 3201 კვადრატული მეტრი.

სქემის ავტორი კორეელი არქიტექტორი Eun Young Yi’s -ა. მისი აშენება დაახლოებით 80 მლნ. ევრო დაჯდა. ბიბლიოთეკის მონოთოლური კუბური სართულები მიწისქვეშაც კი არსებობს, რაც შეეხება თავად ბიბლიოთეკას თუ მიწისქვეშა სართულებს არ ჩავთვლით 9 სართულით შემოიგფარგლება. მთე­ლი შე­ნო­ბა ნა­თელ ფე­რებ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ფე­რა­დი დე­ტა­ლი კი წიგ­ნე­ბის ყდე­ბია. შუ­შის ბლო­კე­ბის­გან შემ­დგა­რი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფა­სა­დი შო­რი­დან ბა­დეს წა­ა­გავს. კუ­ბის მაგ­ვა­რი შე­ნო­ბის აგე­ბა შტუტ­გარ­ტის ევ­რო­პუ­ლი კვარტლის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ნა­წი­ლია. კედლებზე პარალალურად განთავსებულ თაროებსა და წიგნებს თან უამრავი კიბე ახლავს. აღსანიშნავია რომ ბიბლიოთეკა აერთიანებს 170-მდე ქვეყნის სხვადასხვა სახის ლიტერატურას.

3)პორტუგალიური სამეფო ბიბლიოთეკა, რიო დე ჟანეირო - ბრაზილია

image1837 წელს რიო-დე-ჟანეიროში პორტუგალიელმა ემიგრანტებმა გადაწყვიტეს პორტუგალიის ბიბლიოთეკის შექმნა ახალ ქვეყანაში. ორმოცდაათი წლის შემდეგ მათ იდეა განხორციელდა. იგი დღეს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა სამხრეთ ამერიკაში 350 000 კოლექციით.

4) ოქსფორდის ბიბლიოთეკა - დიდი ბრიტანეთი

imageნეოკლასიკური არქიტექტურის ეს ნიმუში 1602 წელს გაიხსნა. შენობა 11 მილიონზე მეტ წიგნს იტევს, მათ შორის უიშვიათეს ინგლისურ გამოცემებს.

5)წმინდა გალენის სახელობის სამონასტრო ბიბლიოთეკა - შვეიცარია

imageდაარსდა 719 წელს. ეს არის უძველესი სამონასტრო ბიბლიოთეკა მსოფლიოში. აქ ინახება უამრვი ხელნაწერი, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზეც შეიძლება.

იხ. აგრეთვე:

10 განსაკუთრებული წიგნი 10 განსხვავებული ქვეყნიდან

გასაოცარი, აქტიური და საინტერესო ფეისბუქ და სხვა სოციალურ მედიათა სტატისტიკა

თუ მოგეწონათ სტატია მოიწონეთ და გააზიარეთ!

0
130
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0