x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
რა იზიდავს სინამდვილეში მამაკაცს ქალის გარეგნობაში?
image

ქალის სხეული მაცდური ძალაა, რომელიც მამაკაცებს ნუსხავთ. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ყოველთვის აინტერესებთ კონკრეტულად რა იზიდავს მათ გარეგნობაში მამაკაცებს.

უმრავლესობის მოსაზრებით, ლამაზი მკერდი და საჯდომი ისაა, რაც მამაკაცებს მოსწონთ, და თუ მათ ლამაზ ფეხებსაც დავუმატებთ-წარმატება გარანტირებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ასე მარტივადაა ყველაფერი.

სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით, რომელიც ფსიქოლოგებმა და ურთიერთობების სპეციალისტებმა ჩაატარეს, გაირკვა, თუ ქალის სხეულის რომელი ნაწილი მოსწონთ მამაკაცებს ყველაზე მეტად.


ფაფუკი მკერდი და მრგვალი საჯდომი-ეს ცდუნების სწრაფი იარაღია. მათ ზემოქმედების ხანმოკლე ეფექტი აქვთ. კვლევის დროს მეცნიერებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს: რაც უფრო ღარიბია მამაკაცი, მით უფრო დიდმკერდიანი ქალები მოსწონს და პირიქით, შეძლებულ მამაკაცს პატარა მკერდის მქონე ქალი უფრო მოსწონს.

გრძელი და ლამაზი ფეხები მამაკაცთა უმრავლესობას მოსწონს, მაგრამ ფეხები მხოლოდ ყურადღებას იქცევენ და ესთეტიურ ტკბობას არ იწვევენ. იგივე ეფექტი აქვთ გამოკვეთილ ლავიწის ძვალს, ხელის მტევნებს და ვიწრო წელს.

აი, ნამდვილ აღტაცებასა და “სახურავის დაცურებას" კი მამაკაცებში ქალის ზურგი იწვევს-ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერიმენტის მკვლევარები.

image

ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს სთხოვდნენ არ ეჩქარათ, ისე გაეაზრებინათ ქალის სხეული და შემდეგ ეპასუხათ. შედეგად, მამაკაცთა უმრავლესობამ ქალის ზურგი დაასახელა. ეს ქალის სხეულის ის ნაწილია, რომელიც მამაკაცში ძლიერ ინტერესს და გატაცებას აღძრავს.

ე.წ. ვენერას ღრმულები კი ქალის ზურგს განსაკუთრებულ შარმს მატებს და ერთერთი მოთხოვნადია პლასტიკურ ქირურგიაში.

სწორედ ამიტომ, ტონუსში არა მარტო ფეხები და მკერდი, არამედ ზურგიც უნდა შეინარჩუნოთ. ლამაზი ზურგი, ვენერას ღრმულები და ხერხემლის მკაფიო ხაზი არცერთ მამაკაცს არ დატოვებს გულგრილს. ხოლო კაბები და ბლუზები, ამოღებული ზურგით, ყველაზე მაცდურ და მომგებიან სამოსად ითვლება.

0
775
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0