x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
4 წლის ბავშვის დაუგეგმავი "მოგზაურობა" მსუბუქი მანქანის საბარგულით. რეალური ისტორია

image ცხოვრება, რომ კურიოზებითაა სავსე სიახლე არაა, მაგრამ ის რაც მოხდა ჩემს სოფელში გუშინ მოხდა, კურიოზების კონკურსი, რომ იყოს პირველ სამეულში დაიკავებდა ადგილს.
4 წლის ბიჭი (პირობითად გიგა) თავის პატარა ძმას "დამალობანას" ეთამაშებოდა, ვინაიდან უმცროს ძმას უფროსები გულშემატკივრობდნენ გიგას მალე პოულობდნენ და გიგამაც გამოსავალი იპოვა-ეზოში მდგარი მამის ბიძაშვილის გერმანული ბრენდის მანქანის სალონში შეძვრა.
მოგეხსენებათ ბევრ მანქანაში უკანა სავარძლები იკეცება, გიგამაც ამით ისარგებლა სავარძელი გადმოწია და საბარგულში შეძვრა, სავარძელი კი თავის პოზიციას დაუბრუნა.
გიგა ვერ იპოვეს და როცა გიგას ბიძაშვილის ბავშვს ჰკითხეს გიგა სადააო, დაუყოვნებლივ უპასუხა აქააო. ბავშვმა იგულისხმა აქვეა და "დამალობანას" თამაშობსო!
ყველამ თავისი საქმე გააგრძელა და გიგა არავის გახსენებია, რადგან გიგა გვერდით მეზობლის ბავშვებთან ბევრჯერ გადასულა სათამაშოდ.
მანქანის მფლობელს უმცროსმა ძმამ სთხოვა მანქანა მათხოვე, სავაჭრო ცენტრში ინტერნეტის ფულს ჩავრიცხავო, დაქოქა მანქანა და წავიდა, გიგას კი ამ დროს მანქანის საბარგულში მშვიდად ეძინა.
სავაჭრო ცენტრში ფულის ჩარიცხვა ვერ მოახერხა და გზა სოფლის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტისაკენ გასწია, სადაც ფული ჩარიცხა.
რადგან საწვავის მაჩვენებელი წითლად ციმციმებდა გადაწყვიტა ქალაქში გასულიყო და ხარისხიანი საწვავი ჩაესხა მანქანაში, გავიდა ქალაქში და მანქანაში საწვავი ჩაასხა.
უკან მობრუნებულს გზაში მეგობრები შეხვდა და მათთან საუბარშიც საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ამასობაში გიგას ძებნა დაუწყეს, ვერც მამის ბიძაშვილის სახლში იპოვეს ვერც გვერდით მცხოვრები მეზობლის ეზოში და მესამე მეზობლის სახლში გადავიდნენ, სადაც გიგას ძმაკაცი ცხოვრობდა.
ვერც იქ იპოვეს და უბანში საყოველთაო "განგაში" გამოცხადდა, სწორედ ამ დროს დაბრუნდა მანქანით სახლში გიგას მამის ბიძაშვილი, რომელმაც ეზოში შეიყვანა მანქანა და ის იყო უნდა გადმოსულიყო, უკანა ხედვის სარკეში დაინახა პატარა ხელი, რომელიც უკანა სავარძლის გადმოკეცვას ცდილობდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელობისაგან ისეთ ხმაზე იყვირა ყველა მისკენ გაიქცა, ამასობაში გიგას სავარძელი გადმოეკეცა და და მანქანის კარს ეჯაჯგურებოდა გასაღებად, როცა დაინახეს.
"განგაში" მალე საერთო მხიარულებით შეიცვალა, 4 წლის გიგას კი მეტსახელად უკვე მეორე დღეა "მოგზაურს" ეძახიან.

2
180
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180
  
2018, 4 სექტემბერი, 23:51
ცეცხლივით ბავშვია, მოუსვენარი და უბედური ენის პატრონი. :)))
2018, 4 სექტემბერი, 16:54
მაგარი კაცი ყოფილა მოგზაური :)
0 1 2