x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მოდელები, რომლებიც ''ვიქტორია სეკრეტის'' ჩვენებაზე პირველად გაივლიან

image''ვიქტორია სეკრეტის'' მოდების ჩვენება ყოველთვის აღტაცების საგანია. შოუს შარშან 5 მილიონი კაცი ადევნებდა თვალს (აშშ-ს live-ში); ამ ბრენდისთვის ეს დაბალი მაჩვენებელია. პოდიუმზე გამოსვლას წინ სირთულეები ახლავს; აქ მოხვედრა რჩეულთა ხვედრია. შესარჩევი ტური არ საჯაროვდება. ქასთინგისას მოდელები ირგებენ შავ ბიუსტჰალტერს, ქუსლიან ფეხსაცმელს და გადიან ჟიურის ოთხი წევრის წინ. მოდელი ცდილობს დაიმსახუროს სიმპათია (გაიღიმოს, იმოძრაოს, წარმოაჩინოს შინაგანი ქარიზმა). მას რამდენიმე კითხვას უსვამენ (მაგ. რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა? პირველად ხარ?''). ჟიური აზრს გამოთქვამს მოდელის თითოეულ მხარეზე - სხეული, დგომა, საუბარი, მიმიკა. ამ ამაღელვებელ წუთებს ყველა გოგონა ვერ უძლებს, ცრემლებად იღვრებიან. იქვეა გადამღები ჯგუფი, მცირე აუდიტორია და VS-ს ანგელოზი მოდელები. ყოველ წელს დაახლოებით ასი მოდელი ცდის ბედს. შარშან პოდიუმზე 60-მდე მოდელი გავიდა (ანგელოზები, ნაცნობი მოდელები და ახალები). მძიმე ფიზიკური დატვირთვა, წონის კონტროლი - ეს ყველაფერი გოგონებს უღირთ ''სახელის'' და კომპენსაციის მოსაპოვებლად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, პაპარაცებთან თავი ღირსეულად გეჭიროს. მოდელებისთვის ესეც ერთ-ერთი გამოცდაა.

წლევანდელი ქასთინგი დასრულდა. ვნახოთ ის ახალბედა მოდელები, რომლებიც პირველად გაივლიან ''ვიქტორია სეკრეტის'' ჩვენებაზე, ნიუ-იორკში:

კელსი მერიტი - 21 წლის ფილიპინელი მოდელი. სიმაღლე:173 სმ.image

მაია კოტონი - 19 წლის ზელანდიელი მოდელი. სიმაღლე:173 სმ.image

ჯოსი კანსეკო - 21 წლის ამერიკელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ.image

ლორენა რეი - 24 წლის გერმანელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ.image

ალანა უოლტონი - 18 წლის ავსტრალიელი მოდელი. სიმაღლე: 175 სმ.image

უოლოი ჰენდი - 19 წლის ბრიტანელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ.image

მირტ ბოლტი - 19 წლის ჰოლანდიელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ.image

სოფია როვენსტინი - 19 წლის ბრიტანელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ.image

ჟასმინ უინალდუმი - 20 წლის ჰოლანდიელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ.image

მელი ტიაკო - ფრანგი მოდელი. სიმაღლე: 175 სმ.image

სედი ნიუმენი - 24 წლის ამერიკელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ.image

ჩეიენ მაია - 18 წლის ბრიტანელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ.imageლეშა ჰოდჯისი - ამერიკელი მოდელი. სიმაღლე:180 სმ.
image

დაქი თოტი - 22 წლის ავსტრალიელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ.image

ისლიდა მორეირა - პორტუგალიელი მოდელი. სიმაღლე:178 სმ.image

უინი ჰარლოუ - 24 წლის კანადელი მოდელი. სიმაღლე:175 სმ.image

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
image 19 წლის ქართველი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი მშვენიერი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, კონკურსს გამოეთიშა. ამის მიზეზად ''ვიქტორია სეკრეტის'' კომერციული გათვლა სახელდება: უპირატესობა ისეთ მოდელებს მიანიჭეს, რომელთაც აქვთ აქტიური სოციალური ცხოვრება, ჰყავთ აუდიტორია და ეს მიმდევრები VS-ს შოუს მაყურებლებად გადაიქცევიან, რეიტინგი აიწევს. რამდენი ადამიანი უყურებს შოუს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი საყვარელი ადამიანი გამოდის? თაკო განაგრძობს სამოდელო სფეროში წინსვლას და პორტფოლიოს გამდიდრებას. ახალგაზრდა გოგონას შეუძლია კიდევ 10-ჯერ იბრძოლოს ანგელოზის ტიტულისთვის. VS-ს ისეთი ცნობილი მოდელებისთვის უთქვამს უარი (წლების წინ), როგორიცაა ჯიჯი და ბელა ჰადიდები, სარა სამპაიო, ჟასმინ თუქსი, კარა დელევინი, ალის ტეილორი, ჯორჯია ფაულერი, იზაბელ გულარტი, ბრიჯიტ მალკოლმი, შანინა შეიკი, ჰეილი ბალდვინი. ''მოდა არ ჩერდება, შესაბამისად, არ გვაქვს ყოველ წელს ერთნაირი პრიორიტეტები''- ამბობს VS-ს გენერალური დირექტორი.image პ.ს. თაკოს შემდეგ ჩემი ფავორიტები იყვნენ ანა დე პაულა, ევა ადამსი და ქეით ლი. imageimageimage

0
528
3-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0