x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ აისახება თუთიის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმზე
თუთია ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედისთვისაა აუცილებელი. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედულ მეტაბოლიზმში, იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში, ჭრილობების შეხორცებასა და რეპროდუქტიული სისტემის ჯანმრთელობაში. თუმცა, რატომღაც, თუთიაზე უფრო ხშირად, ადამიანები კალიუმსა და მაგნიუმზე უფრო ლაპარაკობენ. უნდა აღინიშნოს, რომ თუთიის დეფიციტის განსაზღვრა ადვილი არაა, რადგან მისი ნიშნები ძალიან ჰგავს სხვა მინერალებითა თუ ვიტამინებით გამოწვეული დეფიციტის ნიშნებს.

თუთია კვების ბევრ პროდუქტშია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ხამანწკებში, ცხვრის ხორცში, მდინარის თევზსა და ფრინველის ხორცში. ამ ელემენტის დეფიციტი ხშირად აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დიეტაზე არიან ან დაუბალანსებლად იკვებებიან. რისკის ჯგუფში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ კალციუმს, რადგან კალციუმი თუთიის შეთვისებას უშლის ხელს.imageექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუთიის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს ვეგეტარიანელობის, დიაბეტის, ონკოლოგიური დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, ყავისა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების, მოწამვლის, პოსტოპერაციული პერიოდის და ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივად მიღების დროს.

imageთუთიის დეფიციტის სიმპტომები ასაკთან ერთად იცვლება. მაგალითად, ბავშვებში აღინიშნება ზრდაში ჩამორჩენა, მადის დაკარგვა, ცუდი განწყობა. ხანდაზმულ ადამიანებს აღენიშნებათ იმუნიტეტის დასუსტება და თავის ტვინის მუშაობის დასუსტება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია 45 წლის შემდეგ დროგამოშვებით სისხლის ანალიზის ჩაბარება, რათა ამ მიკროელემენტის დეფიციტი დროულად იქნას გამოვლენილი.

imageმეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუთიის ნაკლებობასა და მამაკაცებში პროსტატის ადენომის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. გარდა ამისა, თუთიის დეფიციტის დროს უარესდება სპერმის ხარისხი და რაოდენობა, იკლებს ტესტოსტერონის დონე, რაც შესაძლოა უნაყოფობისა და იმპოტენციის მიზეზი გახდეს.


თუთიის დეფიციტის დროს ორგანიზმში ხშირად თავს იჩენს სახსრების დაავადება. ავთვისებიანი სიმსივნეც თუთიის დეფიციტის დროს უფრო სწრაფად ვითარდება.

თუთიის დეფიციტის ნიშნები ორგანიზმში

1. პატარა ჭრილობების და ნაკაწრების ხანგრძლივად შეხორცება.

2.ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა.

3.ხელების კანკალი.

image4. ნევროზულობა, გაღიზიანება და სწრაფი დაღლა.

5. ცუდი კოორდინაცია.

6. ყნოსვისა და მადის დაქვეითება.

7. ხშირია სტომატიტი.


image8. ღამის მხედველობის გაუარესება.

9. ალერგიული გამონაყარი ხელებზე.

10. მადის გაუარესება და კუჭის მოქმედების მოშლა.

image

ვიტამინები B2 და B6 ხელს უწყობენ ორგანიზმის მიერ თუთიის შეწოვას და ხელს უშლიან მის გამოყოფას საშარდე გზებიდან. კალციუმი კი პირიქით, ხელს უშლის თუთიის შეთვისებას.

ვიტამინების კომპლექსის უმეტესობა შეიცავს თუთიას, ამიტომ, 45 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი პერიოდულად მიღება, თუმცა მანამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, რომ თქვენთვის შესაფერისი ვიტამინების კომპლექსი შეარჩიოთ.


0
1073
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1073
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0