x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2019 წლიდან "ქაჯის ციხე" ტურისტებისთვის გაიხსნება

image
ქართული ციხესიმაგრე "ქაჯის ციხე", რომელიც ართვინის მუნციპალიტეტში მდინარე ჭოროხის სანაპიროსთან მდებარეობს და ამჟამად თურქეთის საკუთრებაა ტურისტებისთვის 2019 წლიდან გაიხსნება.

რადგან ციხე სამხედრო ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს, ტურისტებს ადგილზე სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, იუწყება თურქული გამოცემა En Son Haber-ი.

image

გარემოსდაცვითი რეგულაციის შემდეგ, 2004 წლიდან ქალაქ ართვინის( საქართველოს ისტორიულ მხარე ნიგალის ხეობაში, ბათუმიდან 50 კილომეტრში) მუნიციპალიტეტის ინიციატივით დაიწყო ამ მხარეში ისტორიული ციხე სიმაგრეების რესტავრირება.

image

კულტურულ ძეგლთა ფონდის გენერალურმა დირექტორმა იალჩინ კურტმა (Yalçın Kurt), განაცხადა, "რომ "ქაჯეთის ციხე" არის კლდეზე აგებული ბრწყინვალე არქიტექტურული სტრუქტურა".

ტურისტებს ძეგლის მონახულების გარდა "შეეძლებათ ითევზაონ, ამის გარდა სპეციალურად მოეწყობა ბილიკები და მოხდება გარემოს გამწვანება"-დასძინა კურტმა.

image

ქაჯის ციხესიმაგრე პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება, როგორც "ქარმანი" ისინი მას "ურჩხულთა ციხეს" ეძახდნენ. შემდეგ იგი მოხსენიებულია ძველ ბერძნულ წყაროებში ძვ.წ. მე-6 საუკუნის ანონიმი ავტორი მას ახასიათებს როგორც მსოფლიოს უმძლავრეს ციხეს.

image

1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი.

ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯისციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური.

image

image

ართვინი ფეოდალური საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ქალაქი იყო. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუ-ქალაქს (არზრუმს), ბაიბურთს, არტაანს, არტანუჯსა და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. მდ. ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველთაგანვე კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან, ართვინი სამხრეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზეა.

1918-1921 წლებში ართვინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნდა. თუმცა 1921 წლიდან ართვინი ისევ თურქეთის საკუთრებაა.

0
748
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0