x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამი წლის შემდეგ-ევროპის საიმიგრაციო კრიზისი

სამი წელია ანგელა მერკელს “დედა ტერეზსაც“ კი ადარებენ 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
კერძოდ, საუბარია ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი ათასობით მიგრანტისთვის საზღვრის გახსნაზე.
დღეს მემარჯვენე ულტრანაციონალისტური ძალები, ჰიტლერული სალმით, ქუჩებში გამოდიან და მიგრაციის შეჩერების ითხოვენ.

ცალსახაა კონტრასტი ევროპის ქვეყნებს შორის 2015 წელს სამ მილიონამდე მიგრანტის შემოსვლის შემდეგ და მანამდე.

“ყველა იმ კრიზისს შორის, ევროდან უკრაინამდე, რაც ბოლო დროს ევროპამ განიცადა, საქმე ეხება ყველაზე ძლიერს, რომელიც ჯერ არც არის მოგვარებული“- აღნიშნავს ბულგარელი პოლიტოლოგი ივან კრასტევი, “დაი უესტისთვის“ ბოლო დროს მიცემულ ინტერვიუში., - ის იწვევს უზარმაზარ კონფლიქტს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის, კონსერვატიზმის შემობრუნების ტენდენციას, ნაციონალიზმის გაძლიერებას ყველგან, ეგრეთ წოდებული “დემოგრაფიული კრიზისის“ პანიკისკენ მიდრეკილ ატმოსფეროში“. -განმარტავს პოლიტოლოგი

ბრექსიტი


ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, რის ძირითად მიზეზადაც სწორედ სიმიგრაციო პოლიტიკა დასახელდა, იტალია ირჩევს დასავლეთ ევროპაში პირველ პოლულისტურ ხელისუფლებას, გახშირდა ანტიმიგრაციული მოძრაობები და ანგელა მერკელიც თითქოს შესუსტდა.

ამ მოვლენებს ემატება დონალდ ტრამპის განცხადებაც: “ ძალიან დიდი შეცდომა იყო ევროპის მხრიდან ათასობით მიგრანტისთვის კარის ღიად დატოვება, რომლებმაც ასე ძლიერად და ძალადობრივიად შეცვალეს მათი კულტურა“.

მიგრანტთა საკითხმა გერმანიის მოსახლეობის დიდ ნაწილში მერკელისადმი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს კინაღამ პოსტის საფასურად დაუჯდა“ -წერს ერთ-ერთი გერმანული ყოველდღიური გამოცემა.

კანცლერი კი პოზიციას არ იცვლის და კვლავაც აცხადებს, რომ 2015 წლის 4 სექტემბრის ჰუმანურ გადაწყვეტილებას არ ნანობს, რის შედეგადაც გერმანიაში აღმოჩნდა ათასობით სიერიელი ლტოლვილი.

“ ყველაფერი კარგად იქნება“-არწმუნებდა ის გერმანელებს, ამ ფრაზით მან ცოტახნით შეძლო ამ პროცესის შეკავება.

როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, ბოლო დროს კანცლემაც გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა. 2015-16 წლებისგან განსხვავებით, მილიონობით თავშესაფრის მთხოვნელიდან მხოლოდ 200 000 -მა მიიღო ტავშესაფარი დასავლეთ ევროპის ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში.

ზოგადად, ბოლო წლებში კლების image
ტენდენცია მთელი ევროპის მასშტაბით შეინიშნება, მაგალიტად, გასულ წელს, მთელ ევროპაში მხოლოდ 650 000 თანხმობა გაიცა თავშესაფარაზე.

0
61
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0