x
image
თორ ნიკე
Mediator image
მუჰამედი - ისლამის დამაარსებელი
მუჰამედი - ისლამის დამაარსებელი


ვინ იყო ეს პიროვნება, რომლის მიმდევრებიც საუკუნეების განმავლობაში თავის თავს "ალლაჰისთვის მინდობილებად" (მუსლიმი) თვლიან? როგორი ღმერთის თაყვანისცემა შესთავაზა ახალმა წინასწარმეტყველმა მათ? თუ მხოლოდ მცირეოდენ მათგანს შესთავაზა, უმრავლესობას კი თავს მოახვია?

მუჰამედი დაიბადა 570 წელს არაბეთის ნახევარკუნძულზე, ქალაქ მექაში. 12 წლის ასაკიდან იძულებული იყო თავი მწყემსობითა და აქლემების ქარავანთა გამცილებლობით ერჩინა. ამ მოგზაურობებში ხშირად უხდებოდა მას ქრისტიანობასა და იუადაიზმთან შეხება. 25 წლისას ბედმა გაუღიმა და 45 წლის მდიდარ ქვრივ ქალზე იქორწინა.

ხილვები დაეწყო 40 წლის ასაკიდან და ხშირად ვარდებოდა ტრანსში. ფიქრობდა, რომ დემონები სდევნიდნენ და კვირაობით მთებში განმარტოვდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი განმარტოვებისას, იქვე გამოქვაბულში თითქოს ადგილი ჰქონდა გამოცხადებას, რომელიც მას ალლაჰის წინასწარმეტყველად გახდომისაკენ მოუწოდებდა. ამის შემდეგ 13 წელიწადი იქადაგა საკუთარ, მშობლიურ ქალაქში, მაგრამ სულ ასიოდე მიმდევარი გამოუჩნდა. არაბული მრავალღმერთიანობის უარყოფა აღიზიანებდა მის თანაქალაქელებს. თავდასხმის შიშის გამო, მორიგი ხილვის შემდეგ, მუჰამედმა მიატოვა ქალაქი მექა და მიაშურა ჯათბირის ოაზისს (სადაც მოგვიანებით გაშენდა ქალაქი "მედინა" - მოციქულის ქალაქი).


თავიდან მისი მიმდევრები ღარიბები იყვნენ, ისინი მოჯამაგირეობდნენ მედინასა და მის შემოგარენში მყოფ ებრაელების დასახლებებში. უვლიდნენ ამ უკანასკნელთა პალმის ბაღებს. 1 წლის გასვლის შემდეგ მუჰამედს მობეზრდა შეჭირვებული ყოფა და ქალაქ მექასა და ქალაქ დამასკოს შორის მოძრავ ვაჭართა ქარავნებზე თავდასხმები დაიწყო საძარცვავად, რითაც სულ მალე სერიოზულად გამდიდრდა. ალაფი, ქალების ჩათვლით, თავდასხმაში მონაწილე მის მიმდევრებს შორის ნაწილდებოდა. ხოლო ალლაჰისთვის, შესაბამისად მოციქულისთვის - მთელი ნადავლის 20% დადგინდა. მუჰამდი მის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ ბრძოლაში დაღუპვის შემთხვევაში ისინი ავტომატურად სამოთხეში მოხვდებოდნენ და იქ კი ბევრად დიდი ჯილდო ელოდათ.


მუჰამედი - ისლამის დამაარსებელი


ასეთი გზით ნელ-ნელა მუჰამედი სუსტი გავლენის მქონე ერთ-ერთი მქადაგებლიდან, პატარა სახელმწიფოს მეთაურად გადაიქცა. ამასთან ერთად იგი თავის ქვეშევრდომებზე აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მმართველი გახლდათ, ვინაიდან მან ისინი თავის წინასწარმეტყველობაში დაარწმუნა და ძალაუფლება თვით აბსოლუტის (ალლაჰის) მეშვეობით უკიდურესად გაიმყარა. ამის შემდეგ მისი შემდეგი ნაბიჯი იყო თავისი მშობლიური ქალაქისა და ებრაელების წინააღმდეგ გალაშქრება, რომლებიც მედინას გარშემო სახლობდნენ და რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ ემსახურებოდნენ თავიანთი პალმის ბაღების მოვლაში.

მედინადან მუჰამედი იწყებს დაპყრობებს და იპყრობს მთელ არაბეთს. მან და მისმა ქვეშევრდომებმა სულ გადაიხადეს 96 ბრძოლა და არაბებს დაუტოვეს ერთადერთი არჩევანი - ან მიეღოთ ისლამი ან საგანგებოდ გაჩაღებული წმინდა ომის - ჯიჰადის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. საქმე იმაშია, რომ მუჰამედი სულ თავიდან, როდესაც სუსტი იყო და ასიოდე მიმდევარი ჰყავდა, ქადაგებდა რჯულშემყნარებლობას "წმინდა წერილის მფლობელთათვის" ანუ ებრაელებისა და ქრისტიანების მიმართ. მაგრამ მაშინაც კი არ აცხადებდა რჯულშემწყნარებლობას მრავალღმერთიანებისთვის.. (პოლითეისტებისთვის, მაგალითად რაც ახლა არიან მილიარდზე მეტი ინდოელები)...

ამ დროს მუჰამედზე განხორციელებულ ებრაელთა წარუმატებელ თავდასხმას მუსლიმების მიერ სასტიკი შურისძიება მოჰყვა: მათ მთლიანად უსასტიკესად ამოწყვიტეს მედინას ებრაელების ტყვედ ჩაგდებული თემი.

სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა მუსლიმების დგომის მიმართულება ლოცვისას - აღარ იყო ქალაქ იერუსალიმისკენ, არამედ ქალაქ მექისაკენ. მუჰამედის პოლიტიკურ აღმასვლასთან ერთად სრულიად გაქრა რელიგიის შემწყნარებლობის მოტივები მისი შემდგომი ქადაგებებიდან, პირიქით - რადიკალური ტრასფორმაცია მოხდა და ეს ადვილად დასტურდება მექასა და მედინას პერიოდების სურების უბრალო შედარებით, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:


1) აიათი მექანური სურადან - 5:28 - "შენ რომც გამოიწოდო შენი ხელი ჩემ მოსაკლავად, მე არ გამოვიწვდი ჩემს ხელს შენს მოსაკლავად. მე მეშინია ალლაჰის - სამყაროთა მეუფის.

აიათი მედინური სურადან - 9:123 - "იო თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, იბრძოლეთ იმ ურწმუნოთა წინააღმდეგ, რომელნიც თქვენ მეზობლად არიან და აჩვენეთ მათ თქვენი დაუნდობლობა!"



2) აიათი მექანური სურადან - 2:83 - "და კარგი უთხარით ადამიანებს."

აიათი მედინური სურადან - 9:5 - "და როცა აკრძალული თვეები ჩაივლის, დახოცეთ კერპთაყვანისმცემლები, სადაც ნახავთ!"

ძალიან საყურადღებოა, რომ ეს ბოლო პასაჟი ცხადჰყოფს იმ არგუმენტის სიმცდარეს, რომ თურმე ძალადობა ყურანის მიხედვით მხოლოდ თავდაცვისას დაიშვება, ვინაიდან თავდაცვისას ძალადობის გამოყენებას "აკრძალული თვეების ჩავლის დალოდების" ვალდებულება საერთოდ არ ახლავს.



3) აიათი მექანური სურადან - 20:130 - "მოთმინებით აიტანე, რასაც ისინი ამბობენ და ქებით ადიდე შენი უფალი მზის ამოსვლისას და მის ჩასვლისას."

აიათი მედინური სურადან - 8:12 - "ურწმუნოთა გულებში ჩავთესავ შიშს, თავები მოჰკვეთეთ მათ და თითები დააჭერით!"

ამ აიათის გერმანული, რუსული და ინგლისური თარგმანები სწორედ ასეთ ფორმულირებას იძლევა, ხოლო იტალიურში ეს მონაკვეთი უბრალოდ გამოტოვებულია! ქართულში კი "მოკვეთეთ"-ის ნაცვლად წერია: "კეფაში დაჰკარით", ხოლო "დააჭერით"-ის ნაცვლად - "ხელებში ურტყით".



4) აიათი მეანური სურადან - 50:45 - "ჩვენ უკეთ ვიცით რას ამბობენ ისინი და შენ მათი იძულებისთვის არ ხარ დადგენილი."

აიათი მედინური სურადან - 9:14 - ებრძოლეთ მათ. ალლაჰი მათ თქვენი ხელით დასჯის! მათ დაამცირებს, თქვენ კი დაგეხმარებათ მათ წინააღმდეგ.



5) აიათი მექანური სურადან - 5:69 - მათ, ვინც ირწმუნა და აღიარებს იუდეველობას, და საბინიანელები ქრისტიანები, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის და კეთი საქმეებს აკეთებს, არ უნდა იყოს მათზე შიში და არც უნდა დამწუხრდნენ.

აიათი მედინური სურადან - 9:29 - ებრძოლეთ მათ წერილის ხალხიდან, ვისაც ალლაჰი და განკითხვის დღე არ სწამს და ვინც დაუშვებლად არ მიიჩნევს ალლაჰისა და მისი წარგზავნილის მიერ აკრძალულს და ჭეშმარიტების რელიგიას არ ემირჩილება, ვიდრე ისინი დამცირებულები გამოსასყიდს (ჯიზიას) არ გადაიხდიან!



6) აიათი მექანური სურადან - 2:62 - ჭეშმარიტად, მათ ვინც ირწმუნეს და ვინც მოექცა იუდეველად და ქრისტიანები და საბინიანელები, მათ ვინც ირწმუნა ალლაჰი და უკანასკნელი დღე და კეთილს აკეთებდნენ, მათი ჯილდო მათს უფალთანაა, არ არის მათზე შიში და ნუ იქნებიან მწუხარენი.

აიათი მედინური სურადან - 9:30 - იუდეველები ამბობენ - "ესავი არის ალლაჰის ვაჟი", ქრისტიანები ამბობენ - "მესია არის ალლაჰის ვაჟი", ეს სიტყვა მათს პირში ჰგავს იმათ საუბარებს, ვინც უფრო ადრე იყო ურწმუნო (წარმართებისას), ალლაჰის რისხვა მათზე! რაოდენ საძაგლები არიან ისინი!



7) აიათი მექანური სურადან - 2:256 - "არ იყოს იძულება სარწმუნოებაში"

აიათი მედინური სურადან - 2:193 - "და ებრძოლეთ მათ, ვიდრე აღარ დარჩება საცდური და მთელი აღმსარებლობა ალლაჰისკენ არ იქნება მიმართული."



8) აიათი მექანური სურადან - 31:15 - "ამქვეყნიურ საქმეებში სიკეთით მოეპყარით მათ, თუმცა იარეთ იმათ გზაზე, რომელთა გზაც ჩემკენ მოემართება. შემდეგ ჩემთან დაბრუნდებით და მე გეტყვით, თუ რა გააკეთეთ."

აიათი მედინური სურადან - 5:33 - "საზღაური მათი, ვინც ალლაჰისა და მისი წარგზავნილის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და ქვეყანაზე უმართლობას ამკვიდრებს, იქნება მათი მოკვლა ან მათი ჯვარცმა, ან მათთვის ხელ-ფეხის მოკვეთა და ქვეყნიდან გაძევება. ეს იქნება მათი შერცხვენა ამ ქვეყნად, იმქვეყნად კი მათთვის არის უდიდესი სასჯელი."



9) აიათი მექანური სურადან - 43:48-49 - ჰოი, უფალო, ეს არის ხალხი, რომელსაც არ სწამს. ამიტომ უკუდექი მათგან და უთხარი - მშვიდობა! შემდეგ კი გაიგებენ.

აიათი მედინური სურადან - 47:13 - რამდენი დასახლება იყო ბევრად ძლიერი შენსაზე, საიდანაც გამოგაძევეს, რომელიც ჩვენ იავარვყავით და არავინაა დამხმარე მათი.

(ასევე მედინური) - 8:65 - ჰოი, წინასწარმეტყველო, აღანთე მორწმუნენი საბრძოლველად. თუნდაც ოცი გამძლე გყავდეთ, ორასს დაამარცხებენ და თუ ასი გეყოლებათ - ათასს სძლევთ მათგან, ვინც ურწმუნოა, ვინაიდან ეს არის ხალხი, რომელიც შეუგნებელია.



10) აიათი მექანური სურადან - 49:11 - "ჰოი თქვენ, რომელთაც გწამთ, დაე ადამიანებმა მასხრად არ აიგდონ ერთმანეთი. ერთნი მეორეზე უკეთესნი არ არიან!"

აიათი მედინური სურადან - 3:28 - "მორწმუნეებმა ურწმუნოთაგან არ უნდა იყოლიონ მეგობრები, უწინარეს მორწმუნეებისა და ვინც ასე მოიქცევა (და ეყოლება არამუსლიმი მეგობარი ან მეგობრები), მას ალლაჰთან არაფერი აქვს საერთო, იმ შემთხვევების გარდა, როცა შიში გაქვთ მათი (არამუსლიმების)".



11) აიათი მექანური სურადან - 5:48 - "და ალლაჰს რომ მოენდომებინა ერთ თემად შეგქმნიდათ, მაგრამ მას სურს თქვენი გამოცდა იმით, რაც თქვენ მოგეცათ, ამიტომ ეცადეთ ერთმანეთს კეთილ საქმეებში შეეჯიბროთ."

(ისევ მექანური) - 45:14 - "უთხარი მათ, ვინც ირწმუნა, დაე მიუტეონ მათ, ვისაც არა აქვს ალლაჰის სასჯელის შიში. რათა მან მისცეს ხალხს ჯილდო მათი დამსახურებისამებრ."

აიათი მედინური სურადან - 8:60 - და რაც შეგიძლიათ აღჭურვეთ თქვენი მეომრები და მხედრები ალლაჰისა და თქვენი მტრების დასაშინებლად და მათ გარდა იმათი, ვისაც თქვენ არ იცნობთ, მაგრამ ალლაჰი იცნობს."



ორ მონოთეისტურ რელიგიასთან მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, თეოლოგიური საუბრებით სხვადასხვა მორწმუნეთან მოგზაურობის პერიოდში შეხება განაპირობებს ამ რელიგიების საფუძვლების არაზუსტ და ზედაპირულ ცოდნას მუჰამედის მხრიდან. ასე მაგალითად - ბიბლიური პერსონაჟები: აბრაამი, ლოტი, ნოე, მოსე, ფარაონი, სოლომონი, მეფეები, მხედართმთავრები, მამამთავრები და მორწმუნეები, ყველა წინასწარმეტყველად ჰყავს გამოყვანილი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავად უკანასკნელია - წინასწარმეტყველთა ბეჭედი, როგორც თავად ეძახდა თავის თავს. მუჰამედი ამ ცოდნას სახეცვლილი და არაბული სინამდვილისთვის ადაპტირებული სახით უკეთებს კონსტრუირებას. ყურანისთვის ავტორიტეტის მისანიჭებლად ამტკიცებს, რომ იგი მისთვის გაბრიელ (ჯაბრაილ) მთავარანგელოზის მიერ ნაკარნახები ალლაჰის სიტყვაა. მზის დაბნელება, ვარსკვლავების ჩამოცვენა, მთებისა და ცის გაქრობა ქრისტიანული ესქატოლოგიიდან კარგად ცნობილი სურათებია (აპოკალიფსი 16. 12).. ყურანისეული სატანაც - იბლისი, ბიბლიურის ანარეკლია. ასე, ერთ-ერთ სურაში 38:75-76 ვკითხულობთ:


"ალლაჰმა უთხრა, რაო იბლის, ჩემი

ხელთქმნილის თაყვანისცემისგან იკავებ თავს?

ზედმეტად ამაყი ან ამპარტავანი თუ ხარ საამისოდ?

- უკეთესი ვარ, რამეთუ მე შენ მიერ ცეცხლისგან ვარ

შექმნილი. ის კი - მიწისგან!"


ისლამის სწავლებით მუსლიმები წარმოადგენენ რჩეულ ერს, შესაბამისად, უნდა დაიქვემდებარონ სხვა ერები, რომლებიც საბოლოდ ისლამზე უნდა მოექცნენ ან განადგურდნენ.


მუჰამედი - ისლამის დამაარსებელი


როდესაც ვსაუბრობთ მუჰამედზე საჭიროა შევნიშნოთ ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც იერუსალიმის სინდრომი ეწოდება. იერუსალიმის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, მას შეიძლება რელიგიური ფსიქოზიც ეწოდოს. საქმე იმაშია, რომ ადამიანთა ნაწილი იერუსალიმში სტუმრობის შემდგომ იწყებს ფიქრს, რომ ისინი ღვთის მიერ გამოგზავნილი წინასწარმეტყველნი არიან. ცდილობენ ჩამოყალიბონ საკუთარი რელიგიური მიმდინარეობა და მოითხოვენ, რომ ცოდვილებმა მოინანიონ ყველა ცოდვა მათ წინაშე. ზოგჯერ მათი ქცევა უკიდურესობამდე მიდის და საფრთხეს უკვე გარშემომყოფთათვისაც წარმოადგენენ. სწორედ ამ დროს ხდება იძულებითი ჰოსპიტალიზაცია. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად იერუსალიმში ჩასულ პილიგრიმთა რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონია და მათგან სასუალოდ 100 ადამიანს უჩნდება მსგავსი აშლილობა. მსუბუქ შემთხვევაში დაავადება მთლიანად ქრება ქალაქის დატოვებიდან დაახლოებით 2-3 კვირაში, მაგრამ რთულ შემთხვევებში ეს სერიოზულ პრობლელებს ქმნის და საჭიროა ფსიქიატრბის და ფსიქოლოგების დიდხნიანი ჩარევა და მკურნალობა.

სრულიად შესაზლებელია, რომ მუჰამედს ეს დამართნოდა. ის მოგზაურობდა აქლემების ქარავნებთან ერთად და იერუსალიმშიც არაერთხელ გახლდათ ნამყოფი. შესაზლებელია მას აეკვიატა ეს იდეა რთულ ფორმებში, ჰალიცინაციებიც ხშირად დასჩემდა და შესაბამისი მკურნალობის იმ დროში არარსებობის გამო მასზე ამან დიდი გავლენა იქონია და აიძულა შეექმნა ახალი რელიგია - ისლამი. ყველა სიმპტომი რასაც მუჰამედი ამჟღავნებდა საოცრად ჰგავს იერუსალიმის სინდრომს.


საინტერესოა კიდევ ერთი გადმოცემა მუჰამედის ბავშვობის შესახებ, ეს ამბავი წერია ყურანის ქართულ, ლობჟანიძის თარგმანში (გვ. 13-14):

არაბებს ტრადიცია ჰქონდათ, რომ სანამ ბავშვი წამოიზრდებოდა, აძიძავებდნენ უდაბნოში ბედუინებთან. მუჰამედიც მისცეს ერთ ბედუინ ოჯახს გასაზრდელად. მის ძიძას ერქვა ჰალიმა ბინ'თ სადი. ის ჰყვება ამბავს, რომელიც დამოწმებულია ალ-ბუჰარის" ას საჰიჰშიც: "ერთი თვის შემდეგ მუჰამედი და მისი ძუძუმტე ნახირის გვერდით ისხდნენ, ნახირი კი ჩვენი კარვების გვერდით ბალახობდა. უცებ მისი ძუძუმტე მოვარდა და გვითხრა: თეთრებში გამოწყობილმა ორმა კაცმა ჩვენი კურაიშელი (მუჰამედი) წამოაქცია და ტანი გადაუფატრაო. მეც და ჩემი ქმარიც იმ წამსვე წამოვვარდით და გავიქეცით და დავინახეთ, რომ მუჰამედი ფეხზე დგას, ოღონდ ერთიანად გადაფითრებულია. ვკითხეთ რა მოხდაო და გვიამბო, რომ ორმა კაცმა სხეული გაუფატრა და იქ რაღაცას დაეძებდნენ, მაგრამ რას არ ვიციო."

ამ ამბის შემდეგ ბედუინების ოჯახმა მუჰამედი შეპყრობილად ჩათვალეს და მშობლებს დაუბრუნეს. ამ დროს მუჰამედი 5 წლის იყო.


მუჰამედს 14 ცოლი ჰყავდა. მათ გარდა 33-ე სურის 49-ე აიაზე დაყრნობით, მოკლვე ვადით სხვა ქალებზეც "ქორწინდებოდა". (ყურანის ქართული, ლობჟანიძის თარგმანიდან გვ. 40)


ყურანს ქართული, ლობჟანიძის თარგმანიდან გვ. 38 მოგითხრობს, რომ ერთმა მოხუცმა ებრაელმა მუსლიმებზე სასაცილო ლექსი დაწერა. მას აბუ აფფაქი ერქვა. მუჰამედის ბრძანებით ამ კაცს მძინარეს ყელი გამოჭრეს.


სურა 2. აია 92 გვეუბნება, რომ "ალლაჰი მტერია ურწმუნოთა" - რომელ ყველას სიყვარულზეა საუბარი? უზენაესი აბსოლუტი მტრობს ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ მისი. სწამთ სხვა ღმერთების, საერთოდ არ სწამთ, ან "არასწორად" (ისლამური გაგებით) სწამთ. მათ ალლაჰი მტრობს და აგზავნის საუკუნო ცეცხლში სამუდამოდ სატანჯველად. რა სამართალია ეს? და როდესაც შენი ღმერთი ვინმეს მტრობს, განა შესაძლებელია, რომ შენ მასთან იმეგობრო ან იყო კეთილმეზობლობაში?


629 წლის მიწურულს მუჰამედმა ქალაქი მექა აიღო და სიკვდილით დასაჯა მომღერალი ქალი, რომელიც მუჰამედზე სასაცილო ლექსებს თხზავდა ხოლმე (ყურანის ქართული, ლობჟანიძის თარგმანიდან გვ. 51)


ასევე ამონარიდი ყურანის ქართული (ლობჟანიძის) თარგმანიდან (გვ. 37): "ასმა, ავსის ტომის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალი გახლდათ, რომელსაც არ განეცხადებინა უარი თავის რჯულზე და დაწერა სატირული ლექსი მუსლიმების შესახებ. ამის გამო მუჰამედმა წყენა შეატყო მუსლიმებს და თქვა: "და ვინ მომაშორებს თავიდან ამ დედაკაცს?"

ეს სიტყვები გაიგონა ერთ-ერთმა მუსლიმმა, სახელად უმაირმა და როცა ქალს ეძინა, ღამით ყელი გამოჭრა.

მეორე დღეს მუჰამედმა მეჩეტსი შეხვედრისას მკვლელს ჰკითხა:

- შენ მოკალი მერვანის ქალი?

- დიახ, მაგრამ მითხარით, უნდა მეშინოდეს თუ არა ჩემი ამ ცოდვის გამო?

- კაცმა რომ თქვას არა - მშვიდად უპასუხა მუჰამედმა - ეს ისეთიც არაფერია.

შემდეგ მიუბრუნდა იქ მყოფთ და უთხრა:

- გინდათ გიჩვენოთ კაცი, ვინც სამსახური გაუწია ალლაჰსა და მის მოციქულს? აი ისიც - უმაირი.

ასე დაკლეს ახალგაზრდა ქალი მხოლოდ სასაცილო ლექსის დაწერის გამო და მუჰამედმა ეს გაამართლა და მოიწონა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1) ისლამი - მშვიდობის რელიგია თუ თავად ტერორიზმი?

2) ალლაჰი - მთვარის წარმართული ღმერთი

3) ისლამი და პედოფილია

4) შეცდომები ყურანში

5) ქალების დისკრიმინაცია ისლამში

6) ზღაპრები და ფენტეზის ჟანრი ისლამში

7) ისლამი და ყურანი

8) როგორი დამოკიდებულება აქვს ისლამს ქრისტიანებისა და ებრაელების მიმართ?

9) მუჰამედის მიერ გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლები




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
1926
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1926
  
2018, 19 ოქტომბერი, 9:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Ucnobi.-ის კომენტარზე
2018, 18 ოქტომბერი, 17:07
კარგია რომ შენნაირი ჯანსაღი აზროვნების ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყნად თორემ რას ამბობ, მუსლიმებმა ხო არ იციან რელიგია საიდან მოდის და ზერელედ არიან ისლამის მიმდევრები
2018, 10 სექტემბერი, 5:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3