x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ულამაზესი მოდელები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს
მსოფლიოს მოდა საშიში და სასტიკია. უსასრულო "კასტინგები", გადაღებები, მუდმივი ზეწოლა პაპარაცებისა და ჟურნალისტებისგან, სასტიკი კონკურენცია - ეს ყოველივე, ძალზედ მძიმეა იმ პატარა გოგონებისა და ბიჭებისთვის, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას მოდის ინდუსტრიას უთმობენ. რეალობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პრიალა ჟურნალებიდან ჩანს.


image


გოგონები, რომლებიც მთელ ცხოვრებას უთმობენ მოდელობას, პროფესიული ცხოვრებიდან გამომდინარე, მუდმივი და უსასრულო გადაღებების გამო ხშირად განიცდიან მძიმე სტრესს, დეპრესიას და ფსიქიკურ აშლილობას. ცხოვრების მსგავს წესს კი ყველა ვერ უმკლავდება და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.



წარმოგიდგენთ ულამაზეს მოდელებს, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.





1. რაუდა ატიფი. image


მოდის ინდუსტრიაში "ყველაზე ლამაზი თვალების" მფლობელი მოდელი - რაუდა ატიფი, 2017 წლის 31 მარტს, სტუდენტების საერთო საცხოვრებლის საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი, თუ რამ აიძულა გოგონა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, დღემდე უცნობია. გამოძიების ოფიციალური შედეგების მიუხედავად, 21 წლის მოდელის მამა მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი მოკლეს.

imageimage





2. დოლ კიმი.image


20 წლის ასაკში, გოგონა, რომელმაც მოდელობის კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო, განიცდიდა ქრონიკულ დეპრესიას, ემოციურ არასტაბილურობას და უძილობას. თვითმკვლელობამდე, ცოტა ხნით ადრე, მან დაურეკა მეგობარს და უთხრა, რომ არ იცოდა როგორ ეცხოვრა შემდეგ...


ექიმები ეჭვობდნენ, რომ გოგონას გაორება ჰქონდა.


დოლი, ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობდა კარიერაში. ის ორჯერ გახდა სამხრეთ კორეაში ჟურნალი Vogue-ს მთავარი სახე, 2007 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო Chanel-ის ჩვენებაში და კარლ ლაგერფელდმა მას თავის მუზა უწოდა.


ზოგიერთი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ გოგონას ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა სახელმა, რომელიც ითარგმნება როგორც "ბევრი მწუხარება" (დოლ კიმი).


დოლი, პარიზში, საკუთარ ბინაში, 2009 წლის 19 ნოემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

imageimage





3. რუსლანა კორშუნოვა.image



მოდელის, ზედმეტსახელად "რაპუნცელის" ტრაგიკული ამბავის შესახებ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო. 21 წლის გოგონას საკმაოდ წარმატებული კარიერით, თუ რატომ უნდა მოსვლოდა აზრად დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, 2008 წლის 28 ივნისს, მანჰეტენზე, საკუთარი ბინის მე-9 სართულიდან გადახტომა, დღემდე გაუგებარია.

imageimage





4. მარგო ჰემინგუეი. image



70-90-იან წლების ცნობილმა მოდელმა, მწერალი ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილმა, მარგო ჰემინგუეიმ ბაბუის მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით, მისივე გარდაცვალების თარიღზე დაასრულა.


მას შემდეგ, რაც მოდის ინდუსტრიაში წარმატება მოიპოვა, მარგომ გადაწყვიტა, ვარსკვლავი, მსოფლიო კინოს ისტორიაშიც ყოფილიყო. რამდენიმე მონაწილეობის შემდეგ, მის როლი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, ამ წარუმატებლობას პლუს ჯანმრთელობის გაუარესება, ორი უიღბლო ქორწინება და მოდელის ფსიქიკურ მდგომარეობას მაშინვე შეეტყო. 1996 წლის 1 ივლისს, მარგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

imageimageimage






5. რეგინა ზბარსკაია.image
თუ ისტორიის სიღრმეში ჩავიქექებით, მაშინ უთუოდ წავაწყდებით რეგინა ზბარსკაიას სახელს. ის 52 წლის ასაკში, 1987 წლის 15 ნოემბერს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სუიციდის მესამე და "წარმატებული" მცდელობით დაიღუპა.


თვითმკვლელობის ვერსიად საყვარელი ადამიანის ღალატს ასახელებდნენ. სავარაუდოთ, მიზეზი წიგნი "ასი ღამე რეგინა ზბარსკაიასთან" გახდა, რომლის ავტორიც რეგინას შეყვარებული (საყვარელი) იყო და წიგნში წერდა მის გულგრილ აღიარებებსა და ინტიმურ დეტალებს, რამაც მოდელის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა და ტიტული "პოდიუმის დედოფალი" დააკარგვინა.


imageimage




2
1359
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1359
  
2018, 4 სექტემბერი, 18:06
მადლობა, გუჯა.
2018, 4 სექტემბერი, 13:59
საინტერესო და ძალზე ტრაგიკული შინაარსის სტატიაა....
0 1 2