x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აი ასე გამოიყურებიან სინამდვილეში ინტიმური ტელეფონის ოპერატორები +13
მსოფლიო ორ სამყაროს შორის მას შემდეგ ცხოვრობს, რაც კავშირგაბმულობა შეიქმნა, თუმცა თავიდან ის სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. დაიხვეწა მიზანი და მასთან ერთად ადამიანის ფანტაზიაც და უკვე წლებია "ინტიმური ტელეფონით" არაერთი მამაკაცი სარგებლობს. "ინტიმური ტელეფონი" ის ვირტუალური სამყაროა, სადაც კლიენტსა და მომსახურე ქალბატონს შორის მყარდება თვითმმართველური ურთიერთგაგება მოტყუების ფონზე. კლიენტის წარმოსახვაში მოსაუბრე სრულყოფილი ქალია ეგზოტიკური გარეგნობით, რომელიც მის ყველა სურვილსა და ფანტაზიას აასრულებს. თუმცა, ვნებებით სავსე წარმოდგენილი ქალღმერთი, სინამდვილეში, ის არ აღმოჩნდება, ვინც თქვენ გგონიათ.



image


მიუხედავად იმისა, რომ დღეს (ალბათ) აღარავინ სარგებლობს ამ მომსახურეობით ბევრი ფაქტორის გამო და უპირველესი მათ შორის არის განვითარებული კომუნიკაციური საშუალებები ვიზუალური თუ ვირტუალური მიზნებისთვის, ზოგადი წარმოდგენისთვის მაინც შემოგთავაზებთ თუ როგორია სინამდვილეში თქვენი ფანტაზიის "ნაყოფი", რომელიც ყველა ინტიმურ სურვილს უმალ გისრულებთ.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimage





გთავაზობთ ნაწყვეტებს, თავისი საქმის პროფესიონალი გოგონების ინტერვიუდან:



"ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მომიწევდა "ნდობის ტელეფონზე" მემუშავა. კლიენტები ხშირად უსვამენ ხაზს ჩემს სექსუალურ ხმას".


"ჩემი პრემიერა ერთ–ერთ შაბათ ღამეს შედგა. მას ბობი ერქვა და მომიყვა თავისი პირველი ინტიმური ურთიერთობის შესახებ. კარგია ვირტუალური სამყარო, ასე თავს კომფორტულად გრძნობ და თან კომპლექსების გარეშე".


"მე ვსაუბრობ ინგლისურ და ესპანურ ენებზე და ვემსახურები მათ, ვუკმაყოფილებ ყველა ფანტაზიას. ხშირად გასჩენიათ სურვილი რეალურ სამყაროშიც შემხვდნენ, თუმცა მე მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ვასრულებ თხოვნებს".


"კოლუმბიის უნივერსიტეტის კულტურული ანთროპოლოგიის ბაკალავრიატი ვარ. ამჟამად 60 წლის და 25 წელია ქორწინებაში ვარ. მამაკაცები სხვადასხვა მიზეზების გამო მირეკავენ– მე ვუხსნი მათ"ოპერატიულ სტრესს". ეს არ არის სექსი - ეს არის ტესტოსტერონის კოქტეზი, რომელიც იზიდავს პორნოგრაფიას, მარტოობას და ქალის ხმას. ვმუშაობ სახლიდანაც, თანხები ჩემს საბანკო ანგარიშზე ყოველდღიურად მოდის".



P.S. სწორედ სექსუალური ხმა და ფანტაზია ამსხვრევს თქვენს (მამაკაცების) გონებაში მათი ცუდი ფიზიკური კრიტერიუმების ყველა სტერეოტიპს.



2
693
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
693
  
2018, 4 სექტემბერი, 17:04
ნამდვილად.
2018, 4 სექტემბერი, 14:00
ამიტომ ჯობია დაოჯახდეთ ან მეგობარი ქალი გაიჩინოთ ბიჭებო და კაცებო, ვიდრე უაზრო საუბარში ფლანგოთ დრო და ფული :)
0 1 2