x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 წარმოუდგენელი ტექნოლოგია წარსულიდან, რომელთა საიდუმლო დაიკარგა
აღმოჩენები და ცოდნები, უძველესი დროიდან გადაეცემოდა თაობებიდან თაობებს და თუ ეს ჯაჭვი შემთხვევით გაწყდებოდა, მაშინ შრომა სრულიად დაკარგული იქნებოდა.


image


დღევანდელ სტატიაში წარსულის სწორედ იმ 6 წარმოუდგენელ ტექნოლოგიაზე მინდა გესაუბროთ, რომელთა საიდუმლო საიდუმლოდ რჩება, რადგან "რეცეპტი" დაიკარგა.



1. Lycurgus Cupლიკურგას პარაფინირებული თასი.image



ეს არის უძველესი რომაული თასი, რომელიც ასახავს მეფე ლიკურგას გარდაცვალებას. მისი გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იცვლის ფერს სინათლისა და სითხის გავლენის შედეგად. ჩრდილში ის მწვანე ფერისაა, სინათლეზე კი წითელი; თუ წყალს ჩავასხამთ, ლურჯდება; ხოლო თუ ზეთს ჩავასხამთ, ოქროსფერ–წითელ ფერს იღებს.


მეცნიერები მიიჩენევენ, რომ სასმისი შექმნილი იყო სპეციალურად იმისათვის, რომ მასში მოთავსებული სითხე თუ მინარევები გამოაშკარავებულიყო. თასი-ინდიკატორი შექმნილია ოქროსა და ვერცხლის მინარევებისგან, რაც იმას მოწმობს, რომ უწინაც იყვნენ სწავლულები, რომელთაც დღეს ჩვენ ნანოტექნოლოგებს ვუწოდებთ, თუმცა დღეს მსგავსი რამის შექმნა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო და მისი ტექნოლოგიის პროცესი საიდუმლოდ დარჩა.





2. თავისუფალი ენერგია. image


ნიკოლა ტესლა გენიალური გამომგონებელი იყო, რომელმაც მრავალი ფანტასტიკური რამ შექმნა. 1901 წელს მან ააშენა ვარდენკლიფის კოშკი, რომელსაც შეეძლო ენერგიის მიწოდება დედამიწის ნებისმიერ წერტილში და უზრუნველყოფდა ადამიანებს თავისუფალი ენერგიით (უფასო ენერგიით). სამწუხაროდ ტესლას ლაბორატორიის დაფინანსება შეწყვიტეს და კოშკიც გაანადგურეს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჩანაწერები გაურკვეველ ვითარებაში გაქრა და დაიკარგა.





3. Hypogeum Hal Saflieni - უძველესი მიწისქვეშა საკურთხევლი. image


ყველაზე საინტერესო ნაწილი უძველეს მიწისქვეშა საკურთხეველში კი არის "ორაკულას ოთახი", საიდანაც მამრის მკაფიო ხმა, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, ვრცელდება მთელს შენობაში.


მეცნიერები დღემდე ცდილობენ დაადგინონ ხმის ძალა, რადგან მისი რეზონანსი იმდენად მაღალია, ადამიანები გრძნობენ ვიბრაციას მთელს სხეულში. ეს ეფექტი კი იწვევს ცნობიერების შერყევას და ჰალუცინაციებს.





4. მოქნილი მინა.image


მე -14 და 37-ე წლებს შორის ცხოვრობდა მინათმცოდნე, რომელმაც აღმოაჩინა ნივთიერება, რაც განაპირობებდა მინის მოქნილებას. მოქნილი, დრეკადი მინის თასი სპეციალურად იმპერატორ ტიბერიუსისთვის გაკეთდა. ტიბერიუსმა დალია რა სასმისი და თასი ძირს მოისროლა, გაოცებული დარჩა, რადგან ის არ გატყდა და არც ფორმა შეიცვალა. ამით შიშობდა, რომ ოქროს და ვერცხლის ჭურჭელს ამ მიგნების გამო ფასი დაეკარგებოდა, ამიტომ მისი ბრძანებით მინათმცოდნე სიკვდილით დასაჯეს და ეს საიდუმლოც მასთან ერთად მოკვდა.





5. ბერძნული ცეცხლი.image


ბერძნულ ცეცხლს უწოდებდნენ საწვავ მინარევს, რომელიც ბიზანტილების მიერ საზღვაო ბრძოლებში გამოყენებოდა ხოლმე. სპილენძის მილი, საიდანაც 25-30 მეტრში ცეცხლოვანი ნაკადი გამოედინებოდა, გამოიყენებოდა საზღვაო ბრძოლების დროს, რადგან მას წყალიც ვერ აქრობდა. დროთა განმავლობაში მისი რეცეპტიც დაიკარგა, თუმცა თანამედროვე ბრძოლებში ის დენთმა ჩაანაცვლა.





6. უნივერსალური ანტიდოტი. image


პონტოს მეფე მითრიდატე VI-ე მეფობდა 63-120 წელს ძვ. წ.ა. მას იმდენად ეშინოდა მოწამვლის, რომ 7 წლის მანძილზე აჩვევდა ორგანიზმს სხვადასხვა სახის შხამებს. 54 ინგრედიენტის შერევით, მან მიიღო უნივერსალური ანტიდოტი. გარდაცვალების შემდეგ კი ექიმები ამბობდნენ, რომ მის ორგანიზმს იცავდა დაავადებებისა და მოწამვლისგან სწორედ ეს ანტიდოტი, თუმცა მისი რეცეპტი მითრიდატესთან ერთად მოკვდა.





3
361
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
361
  
2018, 7 ოქტომბერი, 12:55
მადლობა :*
2018, 7 ოქტომბერი, 1:23
საინტერესო იყო.
2018, 4 სექტემბერი, 14:06
ძალზე საინტერესო სტატიაა, ბევრი რამ ვიცოდი აქედან, მაგრამ უმეტესობაზე ინფორმაცია ამ სტატიიდან მივიღე.
ქართულ რეალობაში იყო ცნობილი მკურნალი გვარად ლიქოკელი, რომელიც ტრეპანაციასაც კი აკეთებდა სახლის პირობებში, მის მიერ დამზადებული ნაყენი პაციენტს არ აძინებდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ამზადებდა ოპერაციისათვის და სრულ გაუტკივარებას ახდენდა.
დასტაქარი პაციენტს ტრეპანაციის დროსაც კი ესაუბრებოდა, სამწუხაროდ ნაყენის მომზადების რეცეპტი დაიკარგა ლიქოკელის გარდაცვალების მერე.
0 1 3