მსოფლიო ვინ მოკლა ზახარჩენკო? 2018, 3 სექტემბერი, 18:03 უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარება ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოში, ვინაიდან ეს ორი ქვეყანა ერთი და იმავე სცენარით განვითარებული რუსეთის აგრესიის მსხვერპლი აღმოჩნდა. ყველაზე დიდ ინტერესს კი აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში განვითარებული მოვლენები იწვევს - როგორ და როდის მოგვარდება კონფლიქტი? ეს არის კითხვა, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ანაღვლებთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს. ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერის" ალექსანდრე ზახარჩენკოს გარდაცვალებამ კი დამატებითი დაძაბულობა გააჩინა.
რატომ ააფეთქეს ზახარჩენკო, ვინ დგას
ზახარჩენკოს აფეთქების რამდენიმე ვერსია არსებობს. ოფიციალური კიევის აზრით, ზახარჩენკო ან დონეცკის მმართველი წრის შიდა გარჩევის მსხვერპლი გახდა, ან მოსკოვმა მოიშორა. მოსკოვი ამ ყველაფერში კიევს ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისიც განაცხადა, რომ ზახარჩენკოს მკვლელობა არის
რამდენად არის ეს განცხადებები სანდო?
ზახარჩენკოს მკვლელობის საქმეში ეჭვს აჩენს ის, რომ ის არ არის პირველი, რომელიც ამბოხებული ლიდერებიდან დაიღუპა. დონეცკის ყოფილი "ლიდერი" ვლადიმირ მაკოვიჩი მცირე ხნით იყო ამბოხებულთა ასამბლეის ვიცე-სპიკერი, ის 2014 წელს გაუჩინარდა და უკვე 2017 წელს 54 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
ამბოხებულების კიდევ ერთი ლიდერი მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი" 36 წლის ასაკში მოკლეს - მის ოფისს დონეცკში რაკეტა ესროლეს. განაგრძეთ კითხვა 130 1-ს მოსწონს
|