x
დედამიწაზე შესაძლოა გამყინვარება დაიწყოს
image

დედამიწაზე უახლოესი წლების მანძილზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ 2018 წელს უკვე დაფიქსირდა ისეთი 133 დღე, როდესაც მზეს ლაქები თითქმის არ ქონია. ხოლო, ჯერ მხოლოდ 241 დღეა გასული. ეს კი სოლარული მინიმუმის ნაადრევად დაწყების ნიშანია.

მზეს 11 წლიანი ციკლი აქვს, სადაც ის აღწევს სოლარულ მინიმუმსა და მაქსიმუმს. მაქსიმუმის დროს მეტ სითბოს გამოყოფს და ლაქებიც ბევრი აქვს. მინიმუმის დროს კი მზედან წამოსული მაგნიტური ტალღები მცირეა. ბოლოს სოლარული მინიმუმი 2009 წელს მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 2020-ში უნდა განმეორდეს. თუმცა, სოლარული მინიმუმის დაწყების ნიშნებს უკვე 2018 წელსაც ვხედავთ, რაც ცუდია. შესაძლოა, ამ პროცესმა ჩვეულებრივზე დიდხანს გასტანოს.

უკანასკნელად ხანგრძლივი სოლარული მინიმუმი 70 წლის მანძილზე გაგრძელდა. ამან კი გამოიწვია მინი გამყინვარება. დაიწყო 1645-ში ხოლო დასრულდა 1715 წელს. იმ პერიოდში დედამიწაზე გლობალური ტემპერატურა 1.3 გრადუსით დაეცა და საჭმლის მარაგებიც შემცირდა.


სოლარულ მინიმუმზე წერენ მეტეოროლოგიული ვებსაიტები Space Weather და Vencore Weather.


Space Weather გვეუბნება: „ მზე კვლავ ლაქების გარეშეა. უკვე 133-ე დღეა, რაც ის კვლავ სუფთაა. მზგავსი წლის საპოვნელად, როდესაც მზეს რამდენიმე ლაქა ქონდა, უნდა დავუბრუნდეთ 2009 წელს. ამ დროს მან საუკუნეში ყველაზე დიდი სოლარული მინიმუმი განიცადა. სოლარული მინიმუმი დაბრუნდა. ამან კი მოგვიტანა დამატებითი კოსმიური სხივები, ხანგრძლივი ხვრელები მზის ატმოსფეროში და უცნაურად ვარდისფერი ნათება“.


Vencore Weather გვეუბნება: „ დაბალი სოლარული აქტივობა ცნობილია, რომ გავლენას ახდეს დედამიწის კლიმატსა და ამინდზე. ასევე, კავშირშია კოსმიური სხივების ზრდასთან, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილებში აღწევენ. სუფთა მზე სოლარული მინიმუმის მოახლოების ნიშანია და შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე ისეთი დღეების რაოდენობა გაიზრდება, როდესაც მზეს ლაქების ნაკლებობა აქვს“.

0
623
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე
ზაზა მიროტაძე
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0