x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დინამო-არარატი-3:0-როგორ აიღო თბილისის "დინამომ" პირველად საბჭოთა კავშირის თასი
image

1976 წლის 3 სექტემბერს პირველად ისტორიაში თბილისის "დინამომ" მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ფინალში დაამარცხა ერევნის "არარატი" ანგარიშით 3:0


"დინამო" და "არარატი" თასის ფინალში პირველად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, მანამდე ტურნირის სხვადასხვა დროს და ეტაპზე 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც 2-ჯერ "დინამომ" გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ ერევნის "არარატმა".

image


ფინალში გასვლამდე "დინამომ"1/16 ფინალში სტუმრად მოუგო ზაპოროჟიეს "მეტალურგს", ძირითადი დრო 1:1(პენალტებით 5:4), 1/8 ფინალში შინ დაამარცხა ლენინგრადის "ზენიტი" 3:0. ისევ შინ მოუგო ლვოვის "კარპატს(1/4 ფინალი), ბოლოს კი სტუმრად სძლია დონეცკის "შახტიორს"-2:0


საბჭოთა კავშირის ფინალური თამაში მოსკოვის "ლუჟნიკის" სტადიონზე გაიმართა, თამაშს 45 000 მაყურებელი ესწრებოდა.


"დინამოს" შემადგენლობა:დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ალექსანდრე ჩივაძე

მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი

დავით ყიფიანი( შეცვალა 75- წუთზე ზურაბ წერეთელმა), ვახტანგ კოპალეიშვილი.

მთავარი მწვრთნელი:

ნოდარ ახალკაცი

image

თამაში თავიდანვე მწვავედ დაიწყო, ხორენ ოგანესიანი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი გადაცემა ჩააწოდა ნაზარ პეტროსიანს, თბილისელთა კარი ძელმა იხსნა, მე-7 წუთზე უკვე თბილისელებმა შეუტიეს და რევაზ ჩელებაძის 11 მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა კარს.


პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, 27-ე წუთზე ჩელებაძემ ჩააწოდა საჯარიმოში და დავით ყიფიანმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.


მეორე ტაიმს დასაწყისში ძირითადად ერევნელები აკონტროლობდნენ, ცდილობდნენ შეტევის ორგანიზებას, მაგრამ საჯარიმოში შესვლას ვერ ახერხებდნენ, თბილისელები კი ეფექტურ კონტრიერიშებს ახორციელებდნენ (ყიფიანი-გუცაევის ტანდემი).ერთ-ერთ ასეთი შეტევის დროს ერევნელებმა საჯარიმოში წააქციეს გუცაევი, მსაჯმა დანიშნა თერთმეტმეტრიანი, 64-ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა(2:0), ოთხი წუთის შემდეგ ჩელებაძემ კარგად გამოიყენა "არარატის" მცველის შეცდომა და ანგარიში 3:0 გახადა.


თბილისის "დინამომ" ისტორიაში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი.მანამდე 6-ჯერ იასპარეზა "დინამომ" ფინალში და ექვსივეჯერ თასის გარეშე დარჩა.

image


ამავე წელს თბილისის "დინამო" არაოფიციალურად საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონიც გახდა, საქმე იმაშია, რომ 1976 წელს ექსპერიმენტის სახით( პირველად და უკანასკნელად!) ჩემპიონატის სეზონი დაიყო ორად:საგაზაფხულო და საშემოდგომო, ორივე სეზონში თბილისის "დინამომ" მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა ჯამური წლის შედეგების მიხედვით გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.

imageimage
ასევე დაგაინტერესებთ

ავიაკატასტროფაში დაღუპული გუნდი და თბილისის "დინამოს" კეთილშობილური ჟესტი

image

1981 წლის 13 მაისი-35 წელი უდიდესი საფეხბურთო გამარჯვებიდან

image

გასართობი ტესტი:რამდენად კარგად გვახსოვს თბილისის "დინამოს" ისტორია?

1
468
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
468
  
2018, 7 სექტემბერი, 17:00
აი ესენი იყვნენ ნამდვილი ვაჟკაცი ქართველი ფეხბურთელები. დღეს დატკბით გურანდა კაშიას თამაშით
0 1 1