x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
24 წლის ქართველ მამაკაცს 27 წლის ქალი თურქეთში ჩემოდნით გადაჰყავდა
image

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს 24 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩემოდნით 27 წლის უზბეკი ქალი გადაჰყავდა.


როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი საპასპორტო კონტროლს გადიოდა, ქართველ მებაჟეებს დიდ შავ ჩემოდანზე ეჭვი შეეპარათ.

არალეგალური მგზავრი აღმოჩნდა 27 წლის უზბეკეთის მოქალაქე.როგორც საბაჟოს თანამშრომლებმა დაადგინეს, ახალგაზრდა ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო და იქ შესვლა 5 წლით ეკრძალებოდა.



აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე მოხდა.მაგალითად: 2017 წლის სექტემბერში, 47 წლის საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტზე ჩემოდნით 27 წლის ანგელინა სამუსენკოს გადაყვანას ცდილობდა.

გასული წლის დეკემბერში კი თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის გოგო იპოვეს, რომელსაც თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა და ამ გზით ცდილობდა ქვეყანაში შეღწევას.

0
89
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0