x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სანამ კანს შენი სურნელი ასდის
image


სანამ კანს შენი სურნელი ასდის,

სანამ შენს სუნთქვას ცხადად ვგრძნობ ყელთან,

მრავალგზის ნათმენ სურვილებს, ახდილს


აუჩქარებლად ვამშვიდებთ ერთად.


სანამდე შენი ხელები ეძებს

მონატრებული ნაკვთების სითბოს,

სანამ თითები მითვლიან ნეკნებს,

დამახსოვრებას ცდილობენ თითქოს.


გეტყვი, რომ მხოლოდ ერთი რამ მსურდა,

და ვგავდი თვალებს, ლოდინად ქცეულს,

შენი ალერსი სწყუროდა სულს და

შენი ხელები შიოდა სხეულს...


მე ახლა ჩემი სიმშვიდის მჯერა,

გეყრდნობი მკერდით მოთენთილ ზურგზე,

შენი სიჩუმე ჩამესმის ჯერაც

და ღამეს ღია თვალებით ვუმზერ.

1
106
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
106
  
2018, 2 სექტემბერი, 18:05
ახ....სამჯერ გადავიკითხე....უმშვენიერესია...დავდნი..და..
0 1 1