x
ბოროტების მიზეზი ისლამში და ქრისტიანობაში
image
ქრისტიანების და მუსულმანების შეხედულება მინდა მოვიყვანო ბოროტების არსებობის წარმომავლობაზე.


ქრისტიანული სწავლებით ღმერთი სიყვარულია და მასში ბოროტება არარსებობს და როცა ღმერთმა შქმნა ყოვლელივე, ქმნილება იყო კეთილი და მოსაწონი (დაბ 1.31 დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე. ) და თუ ყოველივე კეთილი და კარგი იყო საიდან იწყება ბოროტების სათავე?


ბოროტება როგორც ქმნილება არარსებობს, ბოროტება მხოლოდ დანაკლისია ნათლის. მაგალითად მოვიყვანოთ დოქი: როცა ღმერთმა შექმნა დოქი, იგი არა მარტო მოიცავდა დოქის ფორმას, არამედ შიგნითაც ანათებდა და ყველაფერი ნათლით იყო როგორც გარეთ, ასევე შიგნითაც. ამიტომ მისცა რა თავისუფალი ნება აერჩია - სურდა ღმერთთან ყოფილიყო ან ღმერთის გარეშე.


ამიტომ დოქი შებრუნდა რა ღმერთისგან საპირისპირო მხარეს, ანუ ნათლისგან მეორე მხარეს. აღმოჩნდა რა დოქის შიგნით სიბნელე, რადგან მიბრუნებისას მოაკლდა ნათელი. ამიტომ მიზეზი ბოროტების ღმერთი კი არ გახდა, არამედ ადამიანი საკუთარი ნებით.



ღმერთმა ყოველივე კეთილი შექმნა, ამიტომ თუ რამე ბოროტება ხდება მუდამ ადამიანის ნებით არის გამოწვეული, ხოლო ღმერთს სურს ყველა გადარჩეს და მისი ნება მხოლოდ გადარჩენაა (1 ტიმ 2.4 რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.)


ახლა შევეხოთ ისლამს. ისლამი გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა და ადამიანთან ერთად შექმნა ბოროტება. ამიტომ ბოროტების მიზეზი ადამიანი კი არ გახდა, არამედ ღმერთი. ამიტომ თუ რამე ბოროტება ხდება, ღმერთის მიერ არის გამოწვეული და მიზეზი ყველა ბოროტებისა ღმერთი გამოდის, რადგან მან შექმნა ისეთი ბოროტება, რის მიმართაც ინტერესის სურვილი გაჩნდა და არ გვაქვს ძალა გამკლავებისა.


ალაჰი თუ მოინდომებს, ვისაც უნდა მას მისცემს ძალას დაამარცხოს ბოროტება თუ პირიქით დაექვემდებაროს მას (სურა 35.8 უეჭველად ღმერთი აცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და დაადგენს სწორ გზაზე ინებებს ვისაც. მაშ მათ გამო არგალიო სული შენი მწუხარებით უეჭველად ალახი უწყის რასაც ისენი აკეთებენ) ამიტომ ყურანი ნათლად გვეუბნება, რომ ალაჰი ცდის ადამიანებს (სურა 2.155 და უეჭველად ჩვენ გცდით, თქვენ ცოტა შიშით და შიმშილით, ქონების სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით და შენ ახარე მომთმენთ)

16
133
2-ს მოსწონს
ავტორი:აკოაკო700
აკოაკო700
133
  
2018, 19 ოქტომბერი, 16:00
არავინ მეწავიკითხე.ციტატები სტატიაში წერია ყურანიდან.?
2018, 18 ოქტომბერი, 17:12
ავტორო მართლა ძალიან მაინტერესებს,აი ცნობისმოყვარეობა მკლავს ისლამში არსებულ ცნებაზე ბოროტების შესახებ ინფორმაცია ვინ მოგაწოდა.?????
2018, 3 სექტემბერი, 12:04
მადლობა
2018, 3 სექტემბერი, 11:39
ავტორს ვთხოვ გაითვალისწინოს მართლწერის შეცდომები, რამდენადაც შესაძლებელი იყო შევასწორე, სხვა დროს ასეთი სტატია აღარ გამოქვეყნდება.
2018, 2 სექტემბერი, 23:01
სანამ ახალ აღთქმას შევეხები თვითონ სიტყვა გეუნება ახალი აღთქმაო .რაც შეხება ახალი აღთქმის მიცემას უფალი იდზახის
იერემ 31 .31 31.აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
გაიხსენე რასიდზახის უფალი იმიტომ მოვედი რათა აღვასრული რჯულიო
მათე 5.17 17.ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.

ხოლო სიკვდილის წინ იდზახის რომ აღსრულდა
იოან 19.23 30.როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
ხოლო ის რომ ახალი რჯული მისცა .კიდევაც ეუნება ახალ მცნებებს
იოან 13.34 34.ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.
ასევე ეუნება რომ ეს არი ახალი აღთქმა რათა ასრულებდეთო
მათე 26. 28 28.ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.
ფარისევლებსაც კი უკვირდათ ეს რა ახალი მოძღვრობაო
მარკ 1.27 27.განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?
კიდევა უფალი ახალ მცნებებს უდევს და ეუნება
მათე 5. 1
ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
2.განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:3.ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.4.ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.5.ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.6.ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.7.ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.8.ნეტარ არიან წმიდანი გულ
ითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.9.ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.10.ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.11.ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.12.გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან
2018, 2 სექტემბერი, 18:40
ვის უნდა დაუჯერო მოციქულს თუ იესოს? იესო ამბობს, რომ არ ვაუქმებ და არასოდეს გაუქმდება სანამ არ გადავა ცა და მიწაო და სადაა გარდასული და განადგურებული დედამიწა დამანახეთ... თან ვიმეორებ - თვითონ ბიბლიის შემადგენელი ნაწილია და და იწოდება ქრისტიანულ თეოლოგიაში როგორც ღვთის სიტყვა - ღვთის სიტყვას კი ყავლი არ გასდის. თუ ისეა, როგორც შენ ამბობ, მაშინ ამოიღონ ის ქრისტიანულმა ეკლესიებმა და ნუ უწოდებენ ღვთის სიტყვას, არამედ უწოდონ ის, რაც რეალურად არის - ებრაელების მიერ მოგონილი და დაწერილი წიგნების კრებული.
2018, 2 სექტემბერი, 18:23
ცდები მეგობარო .ძველი აღთქმა ქრისტემდე მოუთხრობდა ქრისტეს მოსვლა და ქრისტე რომოვიდა აღასრულა ,ამიტომ რჯულისგან გაგვათავისუფლა რომ 7.6 ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით..ებრ 7.18-19 უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,19.რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.

ესეც შენი სიცრუე ვისდაუჯეროთ შენ თუ მოციქულს
2018, 2 სექტემბერი, 18:13
მათეს სახარება. თავი მე-5.

17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.

18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

ძველი აღთქმა არ გაუქმებულა როგორც
ქრისტეს ამ სიტყვებიდან ვხედავთ. სწორედ ამიტომაა ის შემადგენელი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა და იწოდება ქრისტიანულ თეოლოგიაში როგორც ღვთის სიტყვა - ღვთის სიტყვას კი ყავლი არ გასდის.
2018, 2 სექტემბერი, 18:12
ცდებით მეგობარო ახალი აღთქმიდან მომიყვანეთ მაგალითი რადგან ძველი აღთქმა უსუსური და გაუგებარია 2 კორ 3.15 და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.14.მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.15,ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.16.მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.

ებრ 7.18-19 უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,19.რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.

გალ 4.9 ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?
2018, 2 სექტემბერი, 18:09
ახალი აღთქმიდან მომიყვანეთ მაგალითი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10