x
image
Culture Express
თაკო ნაცვლიშვილი "ვიქტორია სეკრეტის" ქასთინგის მეორე ტურში ვერ გადავიდა - ნახეთ მოდელის პირველი კომენტარი
image რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელსა თუ სხვადასხვა ვებ საიტებზე განხილვის მთავარი თემაა 19 წლის ქართველი მოდელის - თაკო ნაცვლიშვილის მონაწილეობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ "ვიქტორია სეკრეტის" ქასთინგში.


რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა რომ ქართველმა მოდელმა კასტინგის პირველი ტური ვერ გადალახა, თაკო ნაცვლიშვილს შოუს შესარჩევ ტურში წელს პირველად არ მოუსინჯავს ბედი, გასულ წლებში ის პირველ ტურს წარმატებით ლახავდა ხოლო ფინალურ ტურში არ უმართლებდა, წელს კი სამწუხაროდ ფინალურ ტურში ვერ მოხვდა. image

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თაკო წელს მეტად თავდაჯერებული იყო და მონაწილეთა შორის ერთ-ერთ ფავორიტ გოგონად ითვლებოდა, ის მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა და ემზადებოდა შოუს კასტინგზე გასასვლელად.

ქართველი მოდელი პირველ კომენტარს აკეთებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის:


image

" ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე ყველა თქვენთაგანი მყავს და დანარჩენი არ მაღელვებს.

თქვენ მე მხდით ძალიან ძლიერს!

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

მე გპირდებით რომ არ დავნებდები."

- წერს სუპერმოდელი საკუთარ Instagram-ზე



imageმოდელი ინსტაგრამზე ამ მიმართვასთან ერთად ავრცელებს ვიდეოს საიდანაც ჩანს თუ რამდენი ადამიანი სწერს მას პირად შეტყობინებებში და მხარდაჭერას გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოდელია, ის მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების ჩვენებებზე გამოსულა. image

8
4316
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
4316
  
2018, 5 სექტემბერი, 2:35
ვუი აქ რაამბავი აგიტეხავთ.... ყველას გეთანხმებიტ რაღაცაში... კონკრეტულად ეს გოგო ლამაზია, ძალიან კარგი ტანი აქვს., მაგრამ: ამ
სოუსთვის ჩვეულებრივია, ასევ ტქვათ არ აქვს გარეგნულად რაიმე წამყვანი, ხასიათი, შარმი ის რაც ვიქტორიას უმეტეს გოგონებს აქვთ, თუმცა ვინც აირჩია იქიდან 1-2 გამოირიცხება , ფაქტიურად მათში არაფერი მოგეწონებათ, ტაკო ლამაზია, მაგრამ უბრალოდ ლამაზი. არანაირი განსაკუთრებულობა. ალბატ ასაკის ბრალია ...
2018, 3 სექტემბერი, 19:59
კი, ეს გოგო ლამაზია.
2018, 3 სექტემბერი, 19:35
მესიანიზმი რა შუაშია? არაა ეს გოგო ლამაზი? რა მესიანიზმი, სადმე მიხსენებია ეგ სიტყვა ოდესმე? :დდ
2018, 2 სექტემბერი, 22:59
წარმატებები ქართველ ლამაზ მოდელს
2018, 2 სექტემბერი, 18:55
შეუხედავს და მახინჯს ქალს არც ვაკადრებ, ისევე როგორ მიუღებელია ქალს ვუწოდო - ბოზი, რადგან არ არსებობს არც ბოზი ქალი და არც მახინჯი ქალი.
ამ სიტყვების ნაცვლად - თავისუფალი ცხოვრების მიმდევარი.... მოკრძალებული სილამაზის... ესე უფრო ჯობს.. :)
2018, 2 სექტემბერი, 18:53
მთქმელს გაგები უნდა, მაგრამ ამ პრადვინუტ მოდგმაში მეეჭვება გაიგონ ჩემი რეტროგრადული პოზიცია..
რა მეტყობა დაბოღმილობის, უბრალოდ არ მაქვს ეს ამაღლებული წარმოდგენა და მესიანისტური შეხედულებები ჩემს ერზე ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით.
ჰოო სჯობდა სჯობდა და უეჭველი დაგვჩაგრეს რადგან ქართველები ვართ, მეორედ მოსვლის დროს ხომ მთელი სამყარო აღიქმება ქართველების წინააღმდეგ დასაღუპავად. :დ
-
თუ 2-3 გოგო სჯობდა რატომ არ აირჩიეს? :დ
რუსებს ჰყავთ მოსყიდული ჟიურიც.

გაახილეთ თვალი და ნუ ხართ სუბიექტურები - ის რაც აქ სილამაზედ ითვლება სადაც ნამდვილად სილამაზე იქ ჩვეულებრივია.

დაბოღმილობა არაფერ შუაშია აქ.
გინდა გაიგებ, არ გინდა და არ გაიგებ.
2018, 2 სექტემბერი, 18:13
ქართულ მოდგმაზე დაბოღმილი ჩანხართ. რისი თქვა გინდათ, თაკო შეუხედავია ამ შოუსთვის? მაქსიმუმ 3 გოგო თუ ჯობდა იქ მისულთაგან, არ ვიცით კულისებს მიღმა რა ხდება.
2018, 2 სექტემბერი, 16:10
თორნიკე ფხალაძეს დაუძახეთ, წუხელ რომ ქართველი ქალის სილამაზეზე მეკამათებოდა. :დ
0 1 8