x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
გაღვიძებულისგან
image

შენ შენში ბევრს ითავსებ...

შენ შენს თავს უწოდებ კარგს, კეთილს, სუფთას, სულიერს.

არა, შენ ცოცხალი ხარ.


შენ არ შეიძლება დადებით ან უარყოფით კონცეფციამდე იყო დაყვანილი.

ნუ შენიღბავ ცოცხალ არსს სიტყვებით.


შენში მკვლელი ცხოვრობს, მოძალადე, ტერორისტი, რომელიც მზადაა მსოფლიო გაანადგუროს.

შენში წმინდანი ცხოვრობს, მაშველი, ცოდვილი, ჯარიკაცი, მეომარი, რომელიც მართალი საქმისთვის იბრძვის, პაციფისტი, დედა, მამა, და, ძმა, საყვარელი, მკურნალი....

შენში მრისხანება და მწუხარება ცხოვრობს, აღფრთოვანება და სასოწარკვეთა...


ლომი ბუდობს შენში, და ირემი, და ლომთევზა, და ოკეანის ყველა ბინადარი.

ყველა ბოსტნეული და მინერალები, ყველა ვარსკვლავი, ყველა ოცნება, რომელზეც ოდესმე გიოცნებია, ყველა ცხოვრება რომელიც კი გიცხოვრია.


შენ ყველაფერ ამას მოიცავ. ყველა პოტენციალს, ყველა შესაძლებლობას, ყველა ისტორიას.


შენი გული სცენაა, სადაც ყველა მოთამაშე დადის და რომელ მოთამაშეს წამოწევ წინ? რომელ მოთამაშეში იქნები შენ? რომელს უარყოფ ან რომელს გაანადგურებ? ვინ შეგარცხვენს და ვინ გაქცევს გმირად? და ვის წინაშე მოიყრი მუხლს?


როდესაც გსურს განსაზღვრო, შენ შეგიძლია იყო ყველა ეს არსება და აგრეთვე არც ერთმათგანი.


შენ შეგიძლია არ დაეთანხმო მათ, გიყვარდეს ის, რაც უყვართ მათ, მაგრამ შენ გაუგებ მათ გატეხილ გულს, მათ შიშებს, მათ მარტოობას, მათ კოშმარებს, მათ უპასუხო ლოცვებს.


შენ დაინახავ, თუ როგორ ებრძვიან ისინი ტკივილს, რომელსაც ვეღარ იკავებენ საკუთარ თავში, როგორ ჩაფიქრდებიან იმაზე, რაზეც არასოდეს დაფიქრებულან.


შენ კარგად იცი, რომ ისინი ეძებენ ჭეშმარიტებას რაღაც გარეგნულში, რაღაც ფიქსირებულში, და რომ მათ დაივიწყეს მათი ნამდვილი, ჭეშმარიტი ბუნება.


შენ იცინებ და იტირებ მათდაგვარად, და არც ერთი მათგანი არ იქნება შენთვის უცხო.


უკვე აღარ იქნება "ჩვენ" და "ისინი". არ იქნება რომელიმე მხარე, არ იქნება მოყვარე და მტერი. არ იქნება იმის შეგრძნება, რომ შენ დაიბადე უკეთესი, ვიდრე სხვა არსება.


შენ გაიღვიძე.

ეს უბრალოდ სიზმარი იყო.

ისუნთქე მეგობარო, იგრძენი შენი ფეხები მიწაზე.

დატოვე სცენა და არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდეს, რომ შენ ცხოვრებაში შენი ყველა როლის თამაში მოგიწევს.

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0