x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ბებიის დანატოვარ ავტოფარეხში ბიჭმა უნიკალური სპორტული მანქანები აღმოაჩინა

image ახალგაზრდა მამაკაცმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბებიის ძველ ავტოფარეხში ნაპოვნი რარიტეტული, უნიკალური სპორტული მანქანების სურათები.
როგორც აღმოჩნდა ბიჭის ბებია გასული საუკუნის 80-იან წლებში აგროვებდა ექსკლუზიურ სპორტულ მანქანებს და აპირებდა ამ მანქანების გასაყიდი მაღაზია-სალონი გაეხსნა, რაშიც ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მოხუცი იძულებული გახდა ხელი აეღო წამოწყებისაგან, ახლახანს გარდაიცვალა მოხუცი და მისმა შვილიშვილმა გადაწყვიტა ენახა თუ რას ინახავდა ბებია ცალკე მდგარ, მიტოვებულ და ჩაკეტილ ავტოფარეხში.
ნანახმა კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭი მილიონერი გახდა.
წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ახალგაზრდა მამაკაცის გაოცება როცა სპორტული "Ferrari 308"-ის გვერდით, მანქანისათვის გადაფარებული ნაჭრის ქვეშ "5000S-სერიის "Lamborghini Countach"ის ექსკლუზიური მანქანა იპოვა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოდელი სულ 321 ეგზემპლარი იყო გამოშვებული და დღეს ამ მანქანის ფასი 500 000 დოლარია.
"Lamborghini Countach 5000S"-ში ჩადგმული იყო 4, 8 ლიტრიანი V12 ტიპის ძრავა, რომელიც ანვითარებდა 380 ცხენისძალას, რაც იმ დროისათვის დამეთანხმებით საკმაოდ მძლავრი მონაცემებია.
ყველაზე საოცარი და საინტერესო სხვა რამე აღმოჩნდა, მანქანას ქარხნიდან გამოყვანის შემდგომი გარბენი არ აღმოაჩნდა, როგორც ჩანს მანქანა ქარხნიდანვე ავტომზიდით იქნა ჩამოყვანილი ბიჭის ბებიასთან. მანქანა კონსერვირებული იყო ათწლეულების მანძილზე მიტოვებულ გარაჟში და შენახული აღმოჩნდა იდეალურ მდგომარეობაში ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე.
გარდა აღნიშნული მანქანებისა ავტოფარეხში აღმოჩნდა სხვადასხვა კლასის და ბრენდის სპორტული მანქანებიც, რომელთა საერთო ღირებულება საკმაოდ სოლიდური თანხაა.
imageimageimageimageimageimageimage







0
281
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0