x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თემირლან მაჩალიკაშვილს
image


შვილო, მყავდი მზის სადარი,

მწვერვალებზე მაღლაც მყავდი,

ღრუბლებს საბნად გაფარებდი


მიწაზეც რომ არ გიშვებდი.


სიმართლისთვის გამოგზარდე,

სიმართლეს ხარ შეწირულიც

ღირსეული შვილი მყავდი,

საფიცარი მყავდი ერთი.


მოღალატე რომ მყოლოდი,

ფიქრად ვერც კი მოვიდოდი,

ტანით გმირებს გადარებდი,

ასაკით კი დარდი მყავდი.


შვილო, როდის მოგისწრია,

ხალხის დიდი სიყვარული,

ჩუმად გეტყვი - ჩემო შვილო

გამიზრდიხარ კარგი შვილი.


შენს საფლავზე რომ მოვდივარ,

რად მაცილებს თეთრი მგელი?!

მე რომ შენთვის ლოცვას ვიწყებ

ის კი ტირის გამუდმებით.


ვანუგეშებ, მაგრამ უკან

ტირილითვე მომაცილებს,

იქნებ მასაც შენსავითვე

დიდი დღე არ უწერია.


თუ ის იცის თეთრმა მგელმა

სამართალი სისხლს რომ ითხოვს,

ან თუ იცის სიკვდილის წინ

შაჰიდები არ ტირიან...


ავტორი: ნატო ჩოფიკაშვილი.

30.03.2018


image

4
242
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
242
  
2018, 2 სექტემბერი, 7:19
მაინც უცნაურია ლექსებს უძღვნიდნენ. ლექსში ხსენების გარდაც ბევრი ისეთი დეტალი აქვს ამ ბიჭს... გაუმართლებელია მისი მკვლელობა, მაგრამ საეჭვო და ჩვენთვის არასასურველი კავშირები სახეზეა
2018, 2 სექტემბერი, 0:57
ტერორისტობა რომ დაუმტკიცდეს მაშინ "საქართველოს უსაფრთხოებას"... ტერორისტი ცხვირწინ გყავდეს და არ იცოდე... რატომღაც აკვიატებულია პანკისის თემა, მარნეულის სიტუაციის ვინმე დაინტერესებულა?
2018, 1 სექტემბერი, 22:17
რით ვერ დადგინდა საბოლოოდ ჭეშმარიტება?
შაჰიდის ხსენება თუნდაც ლექსში შესაძლოა ტერორიზმს დაუკავშირონ...
2018, 1 სექტემბერი, 19:42
ტერორიზმში მონაწილეობა რომ დაუმტკიცდეს, მერე წაიღებს უკან ამ სიტყვებს, ლექსის ავტორი??? დავუშვათ გვემტერებოდა, ლექსი უნდა მივუძღვნათ??
0 1 4