x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"სასაკლაო ვართ და სულ ცალ კვერცხზე ვკიდივართ მთავრობას...ამ დროს სიკვდილის წამზომი ელვის სისწრაფით მიქრის...." - ანკა ბერიშვილი

image
“რაც საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში სიმსივნისა და მწვავე ლეიკემიის მაჩვენებელია, მაგხელა მაჩვენებელი არ არის 30 და 50 მილიონიან ქვეყნებში… რაღაცაშია საქმე და ეს მხოლოდ საკვებით არ არის გამოწვეული. მხოლოდ 1 თვეში 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ჩემი ხელით გადავაგზავნე 100 პაციენტის დიაგნოზი, მათგან 60 იყო სიმსივნე, 40 იყო მწვავე ლეიკემია… რა თქმა უნდა შოკში ჩავარდნენ იმ კლინიკის წამყვანი ექიმები, უკვე თქვენთან სიმსივნისა და ლეიკემიის პანდემიას ემსგავსება ეს ყველაფერი და ეს ძალიან საგანგაშოაო…

რა დავამატო? წყალი სუფთაა? ჰაერი? უბინძურესი სათამაშოები ტყვიით სავსე და შხამით. უვარგისი რძის ნაწარმი და ხორცზე აღარ ვსაუბრობ. ბინძური ქარხნები და საწარმოები გადაუხარისხებელ გადაუმუშავებელი ნაგავი. ყველაფერში გარეული საღებავი და გაურკვეველი დანამატები. მოშხამული ბოსტნეული, მწვანილი და ხილი … სასაკლაო ვართ და სულ ცალ კვერცხზე ვკიდივართ მთავრობას. ჩვენ კი გულხელდაკრეფილები ვუყურებთ და ბრაზიან და ცრემლიან ემოჯი სმაილებს ვისვრით სახლებიდან… ამ დროს სიკვდილის წამზომი ელვის სისწრაფით მიქრის.

დღეს ჩემი შვილი, პატარა თუთა, რომელიც ეხლახანს 2 წლის გახდა ებრძვის ამ საშინელ დაავადებას, რის გამოც ტყავიდან გამოძვრა ნახევარი საქართველო. რამდენჯერ გამოვწიწკნე სიკვდილს ხელიდან ბავშვი, რა ტკივილები და ჯოჯოხეთი გავიარეთ და ჯერ კიდევ გავდივართ ვერ ავღწერ ენით. ოღონდ გაითვალისწინეთ ეს დაავადება იმდენად ავადსახსენებელია, რომ კაცმა არ იცის რომელ წუთს გაუმეორდება და კიდევ მომდევნო წლები ქიმიით უნდა გავჭყიპო, ანალიზების გამო დავუჯიჯგნო ვენები და სასწაულად დავიცვა ვირუსებისგან და მსუბუქი გაციებისგან და მაინც ვთქვათ და ძირფესვიანად ალაგდეს კიდეც, ჩემი შვილი ისევ აი ამ სამყაროში უნდა დამრუნდეს და კვლავ დანის წვერზე იაროს. სად არის სამართალი? სად დაგვეძინა ესე ღრმად.


დღეს ჩემი შვილია ასე ღმერთმა და ყველა კეთილმა ძალებმა დაიფაროს ყველა, მაგრამ ხვალ შეიძლება შენ ან შენი შვილი იყოს ასე.. სიმწვანეც კი აღარ გვაქვს. გავიღვიძოთ ახალგაზრდებო გემუდარებით სულ არ დაგვიანდეს” - წერს ანკა ბერიშვილი

1
340
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
340
  
2018, 1 სექტემბერი, 23:46
4 წლის წინ დედას დაუდგინდა სიმსივნე... მას მერე ვგრძნობ ამ დაავადების საოცარ ,,აღმასვლას,, ხან ვისზე გავიგებ და ხან ვისზე(( არავინ ტეხს განგაშს... იმიტომ რომ ონკოლოგია ფულის საჭრელი დაზგაა((
0 1 1