x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ნიკა გვარამია:ჩახედეთ ქართველების ფაშისტურ კომენტარებს. პირადად მე, სირცხვილით დავიწვი
image

რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება სომეხი ტურისტი გოგონას თბილისში გადაღებული ვიდეოს და შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


"ნამდვილად სასაცილო და დასაცინია სომხების ისტორიული მიმთვისებლობა, ხან რუსთაველს რომ აცხადებენ სომხად და ხან ელისაბედ პირველს.

მაგრამ,


აი, ვინ ვინ, და ქართველები რა ნამუსით დავცინით, ვერ გავიგე. ერი ჩვენივე შექმნილი მითოსის ტყვეობაში ვცხოვრობთ (სკოლაშიც მითოლოგიზირებულ საქართველოს ისტორიას გვასწავლიან), რომ მსოფლიოს ჭიპი ვართ, მეორედ მოსვლისას ყველა ქართულად ილაპარაკებს, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ (რაც ჩვენივე მართლმადიდებელი საეკლესიო დოგმატიკის თანახმად სისულელეა), რომ ყველაზე ლამაზი ბუნება გვაქვს და ბორჯომი მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყალია. ჰელიოცენტრული სისტემა ლამის გეორგიაცენტრულად გამოვაცხადოთ და სომხებს დავცინით, რომლებიც, თუ გაინტერესებთ, პირველი ქრისტიანი ერია მსოფლიოში (სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა პირველად სომხეთში გამოცხადდა), რომის პროვინცია იყო თავისი მმართველით (ჩვენ - არასდროს), კილიკიაში უზარმაზარი სამეფო ქონდათ და დიდი არმენია საქართველოს ისტორიულად მაქსიმალურ ტერიტორიას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.


უდიდესი და უძველესი კულტურის ხალხია (ისევე, როგორც ჩვენ. თუმცა, ჩვენ რუსთაველი გვყავს და კოსმიური ხალხური მრავალხმიანობა გვაქვს ჩვენზე უკეთესად ვაჭრობენ, ბატონო, ნამდვილად, და ეთნიკურად სომეხი ბურჟუაზიის გაშენებულია, თუკი რამე ლამაზია თბილისში.


ხოდა, ახლა მოუსმინეთ ამ გოგოს ბლოგს, სადღაც, შესაძლოა, არაკორექტულს, მაგრამ ჯამში სრულიად ნორმალურს და კეთილგანწყობილს, და მერე ჩახედეთ ქართველების ფაშისტურ კომენტარებს. პირადად მე, სირცხვილით დავიწვი."-წერს გვარამია.

image

იხილეთ ვიდეო

0
527
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0