x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ჩვენი სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა არის გუშინწინდელი დღე. 12 წელი დადის მოსწავლე სკოლაში და მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს. "
image

“მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და სტუდენტი ვერ გახდა 12 000 ახალგაზრდა".
ჩვენი სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა არის გუშინწინდელი დღე.
12 წელი დადის მოსწავლე სკოლაში და მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს. ეს 12 წელი რომ სასწავლო საათებზე გადამრავლდეს, 10 000-ზე მეტ საათს მივიღებთ. 10 000 საათი!


დღეს სხვა დროებაა, ამდენი დასაკარგი დრო აღარავის აქვს (თუ აქვს, ძალიან ცუდი). აღარც ის მეთოდებია, რომ ამდენი დრო სჭირდებოდეს იმის სწავლას, რასაც მისაღებზე ითხოვენ.


ცხონებულმა იან ამოს კომენსკიმ შექმნა იმ სისტემათა უმრავლესობა, რასაც დღევანდელი სკოლა ჰქვია.კომენსკი მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა. ეს იყო იდეალური სისტემა, ორონდ მე-17 საუკუნის დროსა და ადამიანებზე მორგებული. დღევანდელი მეთოდოლოგია ბევრად ჩამორჩება დღევანდელ თაობას და დროს.
(ცალკე უზარმაზარი პრობლემაა მშობლებთან მიმართებაში).



იმედია, ძალიან მალე შემუშავდება ახალი პროგრამა, უფრო მოქნილი და პროდუქტიული. ასევე დისტანციური სწავლების ამბებიც უნდა გაჩნდეს სასწრაფოდ. დღეს რომ სკოლის მოსწავლე ვიყო, საერთოდ არ ვივლიდი და სახლში წავიკითხავდი ყველაფერს, დისტანციურად გავივლიდი გაკვეთილებს ჩემთვის სასურველ დროს.


დღეს სკოლების კრეატიულობა ძალიან აქტუალური საკითხია. ბევრი განვითარებული ქვეყანა თავის ეროვნულ სასწავლო პროგრამას ამ მიმართულებით ცვლის. დღევანდელი სამყარო უფრო სწრაფი და არაპროგნოზირებადია, ვიდრე მე-17 საუკუნეში იყო. სულ უფრო მეტი პრობლემა მოითხოვს სწრაფ და კრეატიულ გადაწყვეტას, ორიგინალურ მიდგომას... და ამ დროს, ჩვენი 12000 ახალგახრდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავს.image

1
85
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
85
  
2018, 2 სექტემბერი, 14:20
სკოლებში აუცილებელია ბულინგის პრობლემის მიგვარება თუ რეალურად გვინდა, რომ სწავლის ხარისხი გაიზარდოს, დათრგუნული მოსწავლეები, დაძაბულ, არამეგობრულ გარემოში ყველაფერზე ფიქრობენ სწავლის გარდა.
0 1 1