x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
2018 წლის 3 საინტერესო აღმოჩენა

1) გამოქვეყნდა რუკა, რომელიც ასახავს კუნძულ ირლანდიის გარშემო, მის 571, 000 კვ. კმ.-ის აკვატორიაში ჩაძირულ 3554 გემს. მათი ჩაძირვის ამბების უმეტესობა იდუმალებითაა მოცული და ვერ იხსნება თუ რამ გამოიწვია ამდენი გემის ჩაძირვა ამ პატარა არეალზე. ყველაზე ახალი ჩაძირული გემი არის 2017 წელს ჩაძირული 19-მეტრიანი ირლანდიური სარეწაო გემი. რუკაზე დატანილია სულ ჩაძირულ გემთა მხოლოდ მეხუთედი. სრულიად უცნობია ირლანდიის მიდამოებში ჩაძირული 14, 414 გემის ადგილმდებარეობა.


რუკა,  რომელიც ირლანდიის გარშემო ჩაძირულ 3554 გემს ასახავს



2) "Google"-ის ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია პაციენტის სიკვდილის პროგნოზირება. ჟურნალ "Nature"-ში გამოქვეყნებული კვლევა გვაუწყებს, რომ ჯანმრთელობის ელექტრონული მონაცემების შესწავლის ღრმა მოდელს შეუძლია გააუმჯობესოს მოსალოდნელი შედეგების სიზუსტე. ამ ალგორითმებს წარმატებით შეუძლია გააკეთოს პაციენტის სააავადმყოფოში ყოფნის, მისი გაწერის დროის და ასევე სიკვდილის პროგნოზირებაც. ის ამისთვის იყენებს უზარმაზარი რაოდენობის მონაცემს, მათ შორის პაციენტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების და სამედიცინო ისტორიის შესახებ. ის თითოეული პაციენტის ჩანაწერებში არსებულ მონაცემებს ათავსებს დროის ხაზზე (თაიმლაინი). ასევე ამუშავებს ძველ გრაფიკებზე არსებულ ხელნაწერ ჩანაწერებს და კომენტარებს. ყველა ეს გათვლა რეკორდულ დროში ხორცილედება ხელოვნური ინტელექტის მიერ და წინასწარმეტყველების სიზუსტე გამაოგნებლად დიდი - 95%-ია!


ხელოვნურ ინტელექტს 95%-იანი სიზუსტით შეუძლია პაციენტის სიკვდილის პროგნოზირება!



3) პირველად ჯუჯა პლანეტა ცერერაზე ორგანული მოლეკულები 2017 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ 2018 წლის კვლევებით მათი რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მეცნიერები ოდესმე წარმოიდგენდნენ. ამის შესახებ ჟურნალ "Geophysical research letters" ში გამოქვეყნდა. ამ კლდოვან სხეულზე შესაძლოა ოდესმე არსებობდა კიდეც სიცოცხლე, თუნდაც ბაქტერიული სახით, ან ახლაც არსებობს. შესაძლოა ეს მოლეკულები მოიტანა მეტეორიტებმა, ან გეოლოგიური პროცესებით იყოს წარმოქმნილი, მაგრამ ამის საკმაოდ დაბალი შანსია. უფრო დიდი პროცენტით, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ პლანეტაზე ახლა ან წარსულში იყო სიცოცხლე - თუნდაც მხოლოდ ბაქტერიული, რაც უდიდესი აღმოჩენა იქნება მეცნიერების ისტორიაში, დადასტურების შემთხვევაში.


ჯუჯა პლანეტა ცერერა



ასევე დაგაინტერესებთ:


2018 წლის 5 საინტერესო აღმოჩენა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
471
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0