x
image
natia.a
შეგიძლიათ დაინახოთ სნაიპერი, რომელსაც მიზანში ჰყავხართ ამოღებული? - დააკვირდით!
image

ფოტოგრაფი საიმონ მენერი (Simon Menner) 2010 წელს გერმანიის შეიარაღებული ძალების სარდლობას დაუკავშირდა, რათა შეექმნა ფოტოების სერია სახელწოდებით "კამუფლაჟი" (Camouflage). მან ორი სხვადასხვა ფოტოსესია ჩაატარა: ერთი გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში, ახალგაზრდა და გამოუცდელ ჯარისკაცებთან ერთად, მეორე კი - ალპებში, ელიტური სპეცრაზმის წარმომადგენლებთან. მართალია, თავად ფოტოგრაფი საკუთარ ნამუშევრებს ომების თემატიკაზე კონცეპტუალურ ხედვად მიიჩნევს, მაგრა ფოტოები ასევე ძალიან საინტერესოა უხეშ რელიეფზე ჯარისკაცთა შენიღბვის მეთოდების თვალსაზრისითაც.


ამასთან, მართალია ფოტოებზე რეალურად არის აღბეჭდილი დამალული სნაიპერები, ბევრ მნახველს მაინც ეჭვი ეპარება გამოსახულების ჭეშმარიტებაში, რაც თავად ავტორს ძალიან ახალისებს.


"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი რეალურია, - ამბობს საიმონი. - თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გერმანიის არმიას შეუძლია მიმართოს. თითოეულ კადრში ნამდვილად არის სნაიპერი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა იარაღი დაემიზნებინა პირდაპირ კამერაზე. ამგვარად, ისინი მე მხედავდნენ, თუმცა მე თითქმის ვერასოდეს ვხედავდი მათ. მათ მიერ გავლილი პროფესიული მომზადება არის სწორედ იმის გარანტი, რომ სურათებზე სნაიპერების კვალიც კი არ ჩანს, ფოტოს პიქსელობით გადიდების შემთხვევაშიც კი."



ქვემოთ წარმოგიდგენთ საიმონ მენერის რამდენიმე ფოტოს. შეეცადეთ თავად დაინახოთ მათზე შენიღბული სნაიპერები.

imageimageimageimageimageimage



ახლა კი პასუხები:
imageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:
0
413
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0