x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს"- უილიამ შექსპირის გამონათქვამები
1. ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.

2. სიბრძნე და სისულელე ისევე ადვილად გადმოგედება, როგორც დაავადება. ამიტომაც, კარგად შეარჩიე შენი მეგობრები.

3. ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე – აღონებს.

4. ბასრი სიტყვის წარმატება უფრო დამოკიდებულია მსმენელის ყურზე, ვიდრე მთქმელის ენაზე.image


5. ყვავს, თუნდაც ჭუჭყში იბანაოს, არავინ შეამჩნევს, ხოლო გედი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბოლომდე ლაქას მაინც ვერ მოიშორებს.

6. სამი წესი წარმატების მისაღწევად: იცოდე მეტი, ვიდრე სხვებმა; იმუშავე მეტი, ვიდრე მუშაობენ სხვები; ელოდე ნაკლებს, ვიდრე სხვები ელიან.

7. სხვების ცოდვების განსჯისაკენ ისე ძალიან მიისწრაფით – დაიწყეთ თქვენი ცოდვებით და სხვის ცოდვამდე ვერასდროს მიხვალთ.

8. სიყვარულის მოკვლა ერთი მზერითაა შესაძლებელი, თუმცა ერთი მზერით მისი გაცოცხლებაც შეიძლება.

9. “ზოგჯერ ჩვენს დიდ დანაკარგშიც ვპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, ხან კი ჩვენს მონაპოვარს მწარედ დავტირით."

10. არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.

11. ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.

12. ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.image

13. სიტყვები, სიტყვები, სიტყვების მთელი ტბები, მაგრამ გულისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

14. როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია, იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.

15. როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.

0
243
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0