x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
Volvo S60 Polestar (ყველაზე სწრაფი თავის კლასში)
კომპანია ვოლვომ წარმოადგინა ყველაზე სწრაფი სამოქალაქო ავტომობილი, რომელმაც მიიღო სახელი S60 Polestar. როგორც სახელიდან ვხვდებით ავტომობილი შექმნილია ვოლვოდა და ატელიე Polestar-ის ინჟინრების მიერ. ეს უკანასკნელი სპეციალიზირებულია სარბოლო ავტომობილების შექმნაზე.image

შვედები სიამაყით ამბობენ, რომ Volvo S60 Polestar ისეთი საკულტო მოდელების კონკურენტია, როგორებიცაა Audi RS4, BMW М3 ან Mercedes-Benz С AMG, ის ხომ აღჭურვილია 3.0 მოცულობის ბენზინის ძრავით, რომელსაც 508 ცხენის ძალა აქვს 6500 ბრუნი/წამის დროს. ცხენის ძალების მიხედვით ვოსლო სჯობნის თავის კონკურენტებს. შედარებისთვის Audi RS4 — 450 ცხ.ძ. BMW M3 — 420 ცხ.ძ., Mercedes-Benz С AMG პაკეტით Performance მაქსიმუმ 487 ცხ.ძ.

imageძრავის დამსახურებით ახალი მოდელის დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდვია: 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ის მხოლოდ 3.9 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აჭარბებს. ფაქტიურად ეს ყველაზე სწრაფი ავტომობილია თავის კლასში.

image


თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც ყველაფერს აფუჭებს-Volvo S60 Polestar შექმნილია ერთადერთი ეგზემპლარის სახით, რომელიც შეუკვეთა უცნობმა მყიდველმა. იმისათვის, რომ აღნიშნული მოდელი სერიულ წარმოებაში ჩაეშვას საჭიროა, რომ კიდევ ვინმემ გამოთქვას სურვილი ამ მოდელის შეძენისა. თუმცა ალბათ ასეთები ბევრი იქნება.imageimageimageimage



0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0