x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ყველაზე ძვირადღირებული აბაზანები – თქვენ რომელს აირჩევდით?
image


ადამიანები მუდმივად კომფორტისკენ ისწრაფვიან. თუმცა, ამას ყველა თავისებურად გამოხატავს – ერთისთვის თუ ლამაზი სურათია კედელზე, მეორესთვის – რბილი და ძვირფასი დივანი, ზოგიერთები კი კომფორტს მაშინ აღიქვამენ სრულად, როდესაც უძვირფასეს აბაზანაში მთელი სხეულით დუნდებიან. მოგეხსენებათ, სახლში მოსვლისას ყველას ერთი სული აქვს კომფორტულად დაისვენოს ან მოეშვას საკუთარ საძინებელსა თუ აბაზანაში. ეს დასვენება, ამასთან, მდიდრულიც რომ იყოს, შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი ძვირფასი აბაზანებიდან რომელიმე შეარჩიოთ.


image


შუშის აბაზანა Le Cob – 34 000$

image


ძალიან ორიგინალური და მოსახერხებელი. შესაფერისია უფრო დასვენებისთვის, ვიდრე ბანაობისთვის. აქ თქვენ შეგიძლიათ სრულიად მოეშვათ, რაშიც დაგეხმარებათ წყლის ხმები, რომელიც აბაზანიდან გადმოედინება და მის ქვეშ დაფენილ კენჭებს ეშხეფება.



აბაზანა ალმასი – 39 000$

image


ეს აბაზანა სამი წელი იქმნებოდა. თუ მბრწყინავი ნივთების მოყვარული ხართ, ის ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი, რადგან აბაზანა მორთულია 45000 სვაროვსკის პაწაწინა კრისტალით.


აბაზანა წითელი ალმასი – 47 200$

image


უნიკალური აბაზანა, რომელიც აღჭურვილია წყალგაუმტარი ტელევიზორით, მასაჟორითა და დასადგამით შამპანიურისთვის. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, თუ არა ინებივრო ამ საოცარ აბაზანაში, სადაც ფერადი განათებაც კი არის.


სპილენძის აბაზანა Kallista Archeo – 67 557$

image


ეს ორიგინალური აბაზანა მეტრა ნახევარი სიგრძისაა და იმ პროფესიონალების მიერ არის შექმნილი, რომლებმაც თავისუფლების ქანდაკების ჩირღდანს რესტავრაცია ჩაუტარეს.


აბაზანა Serenity – 76 658$

image


ასეთი საოცარი აბაზანა სულ 12 მსოფლიოში. მისი სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. დამზადებულია ბრინჯაოსგან ოქროსა და ვერცხლის აქცენტებით.


ამეთვისტოს აბაზანა – 121 200$

image


მისი ფეხები მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული (24 კარატი). ამასთან, აბაზანას მოყვება დისპანსერი გელისთვის, ჭიქა და სასაპნე.


მალაქიტის აბაზანა – 222 000$

image


ამ ნავის ფორმის მალაქიტის აბაზანის ფეხები მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული. ეს არჩვეულებრივი ნამუშევარი ეკუთვნის ცნობილ იტალიელ დიზაინერს ლუკა ბოჯოლას.


აბაზანა მთის ბროლისგან – 790 310$

image


კიდევ სამი უჩვეულოდ ლამაზი აბაზანა შეიქმნა ლუკა ბოჯოლას მიერ. ამასთან, უნდა დავძინოთ, რომ ორი უკვე გაყიდულია. მათ შექმნაზე ათი ტონა ამაზონის ბროლი დაიხარჯა. ის ადგილები, რომელიც დამუშავებული არ არის, მას უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.


ოქროს აბაზანა – 987 000$

image


აბაზანა, რომელიც მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული. იწონის 80 კგ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი და ძლიერი დაცვის ქვეშ იყო სასტუმროში "Kominato, " 2007 წელს მაინც მოახერხეს მისი მოპარვა. არავინ იცის სად არის ახლა.


აბაზანა Le Grand Queen – 1 700 000$

image


ეს აბაზანა დამზადებულია ძალიან იშვიათი ქვისგან სახელად Caijou, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია თავისი ფერთა გამით, არამედ სამკურნალო ეფექტითაც გამოირჩევა. ეს მასალა იმდენად იშვიათია, რომ დღემდე გასაიდუმლოებულია მისი წარმომავლობა. აბაზანის დასამზადებლად დიზაინერმა საიმონ კრაფმა 10 ტონიანი ქვა გამოიყენა და ინდონეზიური კანოეს ფორმა მისცა. მან და მისმა ჯგუფმა ბევრი დრო დახარჯა ქვის დამუშავებაზე სასურველი ფორმის მისაღებად.




ასევე დაგაინტერესებთ:


ორიგინალური კიბეები თქვენი სახლისთვის – ინტერიერი და დიზაინი


ფერთა შეხამება ინტერიერის დიზაინში – 40 კრეატიული სქემა


ვერტიკალური ბაღები მცირე ფართის მქონე სახლებისა და ეზოებისთვის – 80 კრეატიული იდეა


საოცრად ლამაზი ბილიკები ბაღებსა და ეზოებში – 50 კრეატიული იდეა (ნაწილი II)


80 საოცრად ორიგინალური ბუხარი


60 საოცრად ლამაზი და კრეატიული მინიატურული ბაღი


როგორ დავრგათ და გავზარდოთ ბონსაი. 100 ულამაზესი ნიმუში


3
503
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
503
  
2018, 1 სექტემბერი, 15:28
ნამდვილად საოცრებაა
2018, 31 აგვისტო, 15:02
გეთანხმებით , განსაკუთრებით, ამეთვისტოს აბაზანამ მომხიბლა :)
2018, 31 აგვისტო, 13:56
საოცრებაა...
0 1 3