x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ადამიანები, რომლებსაც 200 წლის შემდეგ «აღდგომის» რეალური შანსი აქვთ

image


რას იტყოდით, მარადიული სიცოცხლის საშუალება რომ გქონდეთ? კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, მდიდრებს ყველაფრის ყიდვა შეეძლოთ, უკვდავების გარდა. ბევრი შეძლებული ადამიანი ხვდება, რომ მათ, სიცოცხლის უდიდესი ნაწილი, სიმდიდრის დაგროვებაზე დახარჯეს, მაგრამ იმისთვის, რომ ფუფუნებით დატკბნენ, ძალიან ცოტა დრო რჩებათ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთები სიკვდილის დამარცხების შესაძლებლობის გზების ძიებით არიან შეპყრობილები. ამჟამად, მარადიული სიცოცხლის საშუალებების ძიება და სიცოცხლის გახანგრძლივება ძალიან აქტუალური გახდა – განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ ცენტრებში, მაგ., ისეთში, როგორიც სილიციუმის ველია (ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში, აშშ).

რადგან ტექნოლოგიები გიჟური ტემპით ვითარდება, ადამიანებს იმედი მიეცათ, რომ მარადიული სიცოცხლე ოდესღაც შესაძლებელი იქნება... და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ რევოლუციის ნაწილად იქცნენ. ვიდრე მარადიული სიცოცხლე ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება მხოლოდ ერთეულებისთვის არის ხელმისაწვდომი.

კრიოგენიკა (Cryogenics) მეცნიერების ახალი დარგია, რომელიც სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, გარდაცვლილი ადამიანის სხეულს დაბალ ტემპერატურაზე ინახავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი გაცოცხლების გარანტიას იძლევა. ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სხეულს მთლიანად ყინავს, ხოლო სხვები – მხილოდ თავის ტვინის გაყინვას ამჯობინებენ.

ტვინის გაყინვა და 200 წლის შემდეგ «გაღვიძების» იმედი 80 000 £ (100 000 $) ღირს. რაც იმას ნიშნავს, რომ კრიოგენიკა, რომელიც სხეულს -196°C (-321°F)-მდე ყინავს, ისე განიხილება, როგორც ადამიანის სიკვდილზე გამარჯვება.

არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც ამჟამად, ამ სახის «მომსახურებას» სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. საერთო ჯამში, რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე გაყინულია და კიდევ რამდენიმე ათასი ჩაწერილია და თავის რიგს ელოდება.

მართალია, ჯერ-ჯერობით არავინ «დაუბრუნებიათ», მაგრამ საზოგადოების ნაწილს სწამს და სჯერა, რომ მომავალში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მეცნიერები გაყინული ორგანიზმების გაცოცხლებას შეძლებენ, რის საფუძველსაც, წლების წინ გაყინული კვერცხუჯრედებიდან, თუ ემბრიონებიდან დაბადებული ბავშვები იძლევიან.

მაგ., ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც "გასაყინების" სიაში ირიცხება, თვლის, რომ ის 2 საუკუნის შემდეგ გაიღვიძებს და სრულიად ახალი ცხოვრების მომსწრე იქნება. რა თქმა უნდა, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მის ტვინს, სხვა ადამიანის, ახალგაზრდა დონორის სხეულში გადანერგავენ.

ერთ-ერთი უმსხვილესი კრიოგენული კომპანია «The Alcor Life Extension Foundation» სკოტსდეილში (Scottsdale, Arizona) მდებარეობს და კონტრაქტის მიხედვით აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს: როდესაც მათი კლიენტის სიკვდილის დრო ახლოვდება, Alcor-ს წარმომადგენლები მასთან მიდიან, რომ გაყინვის პროცესი დაიწყონ…

მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკვდილი ოფიციალურად გამოცხადდება, სხეულის ყინულით შეფუთვა და მასზე «გულის რეანიმატორის» მიმაგრება ხდება, სისხლის ცირკულაციის აღსადგენად. ამის შემდეგ, სხეულში სხვადასხვა სახის 16 პრეპარატი შეჰყავთ, რომ უჯრედების კრისტალიზირება არ მოხდეს და კლიენტი კომპანიაში გადაჰყავთ, მისთვის გამზადებულ, ბაროკამერაში მოსათავსებლად.

ამჟამად, Alcor-ს უკვე 149 «პაციენტი» ჰყავს და 1000-ზე მეტ სხეულის ნაწილს (ტვინს) ინახავს. მათ შორის არის ლეგენდარული ბეისბოლისტი Ted Williams და ტაილანდელი Matheryn Naovaratpong, რომელსაც კრიოკონსერვაცია 2 წლის ასაკში გაუკეთდა. ის ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის, ვისაც 200 წლის შემდეგ, სიცოცხლის დაბრუნების შანსი აქვს.

სიცოცხლის გახანგრძლივების კრიოგენული მეთოდი ბევრს შეიძლება საეჭვოდ მოეჩვენოს. თუმცა, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, – შემოწმების საშუალება მაინც არ გვექნება.

200 წლამდე არა, მაგრამ სიცოცხლის რამდენიმე (ათეული) წლით გახანგრძლივება, სწორი კვებით და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით, ნამდვილად შეიძლება – ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საუკუნოვან ზღვარს გადააბიჯეს?!image

image

P. S. უკვე დღეს, იაპონიაში 100 და მეტი წლის, 50 000 ადამიანი ცხოვრობს. ხოლო, 15 წლის შემდეგ, მათი რიცხვი 1 000 000-ს გადააჭარბებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* თავის ტვინს, დამოუკიდებლად, სხეულის გარეშე არსებობა უკვე შეუძლია!
* ერთადერთი უკვდავი ადამიანი დედამიწაზე
* 10 ადამიანი, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის იბრძოდა

* «სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

0
626
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0