x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვისზე გიჟდებიან ქართველი გოგონები?! ,,ნაადრევი ფრინველი''-ს მსახიობი ჯან იამანი (+ფოტოები)

ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულია თურქული სერიალები. მათ შორისაა 2018 წელს გადაღებული სერიალი “Erkenci Kuş'', ანუ ნაადრევი ფრინველი. სერიალი მოგვითხრობს სანემის და ჯანის თავგადასავლებით სავსე სასიყვარულო ურთიერთობაზე. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია ჯან იამანი, რომელმაც ქართველ მაყურებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჯან იამანი დაიბადა 1989 წლის 8 ნოემბერს, სტამბოლში.imageბავშობა და მოზარდობა
ჯანი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. როდესაც ის მხოლოდ ხუთი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ. მან დაამთავრა “Bilfen''-ის დაწყებითი სკოლა და “ İtalyan Lisesi''-ს საშუალო სკოლა.
მისი ბებია მაკედონიიდან არის წარმოშობით, ბაბუა კი იუგოსლავიიდან.
როგორც გაცვლითი სტუდენტი, ჯანმა დატოვა თურქეთი და გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ თურქეთში და შევიდა “Yeditepe''-ს უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 2012 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. ერთი წლის განმავლობაში მან სტაჟირება გაიარა ცნობილი კორპორაცია "PricewaterhouseCoopers"-ში. შემდეგ ის ექვსი თვე მუშაობდა ადვოკატად.imageსამსახიობო კარიერა
უნივერსიტეტში სწავლისას, ჯანმა დაიწყო სამსახიობო შესრულების შემსწავლელი კურსები. ეს მისთვის იყო მხოლოდ ჰობი, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მთავარ საქმედ იურისტობას მიიჩნევდა. ექვსი თვის განმავლობაში მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მეტყველება და მოქმედება, რათა დარწმუნებულიყო, რომ სასამართლო სხდომებზე მისი გამოსვლა სრულყოფილი იქნებოდა. ახლა მსახიობი იხსენებს მისი ახლო მეგობრების სიტყვებს, რომლებიც გაოცებულები იყვნენ, რომ ის იურისტად მუშაობდა და დროს მხოლოდ სასამართლო დარბაზში ატარებდა. ისინი აიძულებდნენ მომავალ მსახიობს პროფესია შეეცვალა.
ჯანს დღესდღეობით მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა საპნის ოპერებში. მისი ყველაზე წარმატებული პროექტი კი “ნაადრევი ფრინველია''.imageპირადი ცხოვრება
სერიალის “Inadina ask'' გადაღებებზე ჯანი დაუახლოვდა მსახიობ აიჩელია თოფალოღლუს, რომელიც სერიალში დეფნეს როლს ასრულებს. თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები არ გამართლდა. imageბოლო დრომდე ჯანი ხვდებოდა თურქ მსახიობ ბესთემსუ ოზდიმირს. თუმცა 2017 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი სერიალის გალა პრემიერაზე წყვილმა განაცხადა დაშორების შესახებ. მათ განმარტებები არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ჯანმა აღნიშნა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა, უბრალოდ მათი ურთიერთობა არ შედგა.imageჰობი
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ნიჭიერი მსახიობის გატაცებები კიდევ უფრო მრავალფეროვანია. იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და რა თქმა უნდა თურქულ ენებს. ჯანს უყვარს კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, რაფტინგი, ბადმინტონის თამაში. მას მოსწონს მუსიკალური ინსტრუმენტები (პიანოფორტი, გიტარა). ამ ახალგაზრდა მსახიობის ბიძა ბეშიქთაშის გუნდის მწვრთნელი იყო, ალბათ სწორედ ამის გამო ის შესანიშნავი ფეხბურთელიცაა. სხვათა შორის, ინსტიტუტში მან ასევე მიიღო სტიპენდია სტუდენტური კალათბურთის გუნდში შესანიშნავი თამაშისთვის. ახლა მას აქვს პირადი ფიტნეს პროგრამა და არ იყენებს საკვებ დანამატებს კუნთების შენებისთვის. მას უყვარს გემრიელი საჭმელები. იამანის უყვარს სპორტული ცეკვები და ის წარმოუდგენელად პლასტიკურია.imageიხილეთ ფოტოგალერეა:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
1691
6-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0