x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სტიგმატიზაციის გამართლების თეორიები
image


სტიგმატიზაციის გამოცდილება ყველასათვის საერთოა. საზოგადოდ თუ ვირტუალურად, თითოეულ ინდივიდს განუცდია გაუცხოება, დაბნეულობა, განდევნა ან უარყოფა იმისთვის, რომ იყო განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტუაციები, სულ მცირე, დისკომფორტის გამომწვევია თითოეული ინდივიდისათვის, ისინი მაინც უარყოფენ, თავს არიდებენ, დევნიან სტიგმატიზირებულ ადამიანებს.


რა შეიძლება იყოს მიზეზი ამგვარი საქციელისა? ის, რომ ადამიანებს ავიწყდებათ უარყოფითი დამოკიდებულებები საკუთარი თავის მიმართ და განცდილი დისკომფორტი? რა თქმა უნდა - არა. სწორედ ამგვარი საკითხის ასახსნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ სტიგმატიზაციის გამართლების თეორია, რომელიც გულისხმობს, რომ ინდივიდები დევნიან, უარყოფენ, ჩაგრავენ იმიტომ, რომ მათ სამართლიანად მიაჩნიათ ამგვარი საქციელი სტიგმატიზირებულთა მიმართ. მათ სჯერათ, რომ არსებობს გარკვეული მორალური, ეთიკური, ლეგალური, სოციალური თუ ბუნებრივი საფუძველი იმისა, რომ ინდივიდს სტიგმამიანიჭონ”. შედეგი კი ერთია - სტიგმატიზირებული ადამიანები რჩებიან საზოგადოების მიღმა და სოციალური ურთიერთობების გარეშე, რამაც შესაძლოა ისინი მიიყვანოს სხვადასხვა აშლილობამდე, დეპრესიამდე თუ სურვილამდე, რომ საზოგადოებას თავი აარიდონ. ამ ყველაფერთან ერთად, ინდივიდს ექმნება დამახინჯებული ხატი საკუთარიმე”- მიმართ და დაბალი თვითშეფასება, რაც კონფორმულ ქცევებთან და სოციალურ დისფუნქციასთან არის კავშირში.


სტიგმატიზაციის გამართლების იდეოლოგია 2 კომპონენტს ემყარება: რწმენასა და ღირებულებეს, თუ როგორ მუშაობს სამყარო და მორალურ სტანდარტებს, რომელიც ემსახურება მორალური ღირებულებების შექმნას.



როდესაც ინდივიდები ან ჯგუფები დაუცველები არიან რაღაცის გამო, ისინი ირონიულად ხდებიან უფრო სტიგმატიზირებულები უფრო ბედნიერი ადამიანის ან ჯგუფის მიერ, რომ დაამტკიცონ მათი ნეგატიური შედეგები. მაგალითად, აივ დაავადებები აღიქმება როგორც სასჯელი ჰომოსექსუალობისთვის, ან სიღარიბე აღიქმება როგორც სასჯელი სიზარმაცისა ან ინტელექტის ნაკლებობის გამო.


ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოტივირებული იყოს ფსიქოლოგიური ბალანსით. ინდივიდებს სჯერათ, რომ ადამიანები რომლებიც არიან მათი მსგავსნი, არიან კარგი ადამიანები დადებითი ღირებულებებით, ხოლო ადამიანები, მათგან განსხვავებული ღირებულებებით არიან აღქმულები როგორც - “სხვებიდა ნეგატიურად აღიქმებიან. ზოგადად, ადამიანებს სჯერათ, რომ ინდივიდები, რომლებიც არიან სხვადასხვა ჯგუფებში, აქვთ განსხვავებული ღირებულებები მათთან შედარებით. როკიჩმა გვანახა რომ უარყოფა ადამიანისა დამოკიდებულია ღირებულებების აღქმის სხვადასხვაობაზე. გარდა ამისა, ტენდენციაა რომ ჩვენ ვაფასებთ მორალურ სიკეთეს და ღირებულებების მსგავსებას ადამიანებში, რომლებიც არიან ჩვენი მსგავსნი.


სოციალური დარვინიზმის მიდგომა, რომელიც ეფუძნება ჩარლზ დარვინის ბიოლოგიურ ევოლუციის იდეებს. სოციალური უთანასწორობა განმარტებულია როგორც გარდაუვალი და ბუნებრივი მოვლენა. ამ მიდგომას ახასიათებს რწმენა, რომ სხვადასხვა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ გამორჩეული გენეტიკური წარსული და რომ ეს წარსული უდევს საფუძვლად მათ შორის განსხვავებას. „სისტემის გამართლებისმოდელის მიხედვით, იერარქიულობა ყველა კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და ადამიანების უმეტესობას ჯერა, რომ იერარქია ემსახურება ზოგიერთ საჭირო ფუნქციას.


ამრიგად, ინდივიდში არსებული სტერეოტიპული კოგნიტური სქემებიემსახურებამათი უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას, რაც, ისევ და ისევ მათთვის წარმატებულ ადაპტაციასთან არის კავშირში.


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0