x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საქართველოში ეკლესიის მიმართ ნდობა შემცირდა

image

2015 წლიდან მოყოლებული მათი რიცხვი, ვინც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებდა, ყოველწლიურად მცირდება.ამას ადასტურებს ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევა.

კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას", 2015 წლის აპრილში გამოკითხულთა 75% პასუხობდა, რომ "კარგად".



2016 წლის მარტში ანალოგიური კითხვაზე პასუხი "კარგად"72%-მდე დაეცა, ხოლო 2017 წლის აპრილში 58%-მდე .


წლევანდელი გამოკითხვის მიხედვით ეკლესიისადმი ნდობამ კიდევ 2%-ით იკლო და ახლა - 56%-ია.


ამასთანავე მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც "ცუდად" აფასებს ეკლესიის საქმიანობას. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 2% იყო, ხოლო 2018 წელს - 8%-ია.


გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით)ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
image
1
107
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
2018, 31 აგვისტო, 19:00
ალილუია
0 1 1