x
image
ღიმილიანი
რა არის ინტუიციური კვება და რატომაა იგი ყველა დიეტაზე უკეთესი

image

ინტიუიციური კვება გამორიცხავს ყველანაირ დიეტას, საკვების ჭამისგან თავის შეკავება და ასე დაკარგვა წონის არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. პროფესორმა სტივ ჰევკსიმ სწორედ ინტუიციური კვებით დაიკლო წონაში და მას მერე ასეთი სახის კვება, ძალიან პოპულარული გახდა.

წარმოგიდგენთ ინტიუიციური კვების პრინციპებს, რომელიც გეხმარებათ დააბალანსოთ წონა და დაიკოლთ ზედმეტი კილოგრამები მხოლოდ საკუთარი სხეულის მოსმენით. მაშ ასე, დავიწყოთ:


1. უარი უთხარით დიეტურ აკრძალვებს


image ეველინ ტრიბოლი და ელის რიჩი, ავტორები წიგნის ინტუიციური კვების შესახებ, პირვლი რასაც გვირჩევენ არის დავივიწყოთ ყველანაირი დიეტის ლოგიკა და ვირწმუნოთ, რომ ყველა მათგანი არაეფექტურია, მხოლოდ ჩვენს სხეულს უნდა ვუსმინოთ.


2. მოუსმინეთ თქვენი შიმშილის გრძნობას


image

ეს ნიშნავს იმას, რომ როგორცვე იგრძნობთ შიმშილს უნდა ჭამოთ, არ უნდა დაელოდოთ იმას, რომ უფრო ძალიან მოგშივდეთ.



3. ყურადღება მიაქციეთ დანაყრებას



image

თქვენ უნდა დანაყრდეთ და არა გაძღეთ, ამიტომ პატივი ეცით თქვენს კუჭს და როცა იგი სავსეა ზედმეტად ნუ გადატვირთავთ. ამიტომ ჭამეთ ნელა და დააკვირდით, თუ თქვენ დანაყრდით, უმჯობესია დატოვოთ თეფშზე საჭმელი, ვიდრე ბოლომდე შეჭამოთ.


4. შეწყვიტეთ თქვენი მენიუს გაკონტროლება



imageშეწყვიტეთ ფიქრი, რომ მაღალი კალორიები თქვენი მტერია, ეს საჭმელი უფრო ნაკლები კალორიაა და ის გემრიელი ორცხობილა საშინლად კალორიული, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და ჰკითხეთ, რა სურს, აქციეთ საჭმელები თქვენს მეგობრებად, რადგან ისინი გაძლევენ ენერგიას.



5. გახდით საჭმელების მეგობრები



image

როცა საჭმელს თქვენს მტრებად აღიქვამთ, ისინი მართლა ასეთებად იქცევიან თქვენი ორგანიზმისთვის, ესაა ფსიქოლოგიური მომენტი, რაც უფრო მეტს იფიქრებთ, არ გავსუქდეო, გასუქდებით, ამიტომ დაივიწყეთ გასუქება და ჭამეთ, რაც გინდათ, თუმცა როგორც გითხარით, დანაყრებამდე.



6. ისიამოვნეთ საჭმელებით



image

დიახ, ყოველი ლუკმითა და ნაჭრით უნდა ისიამოვნოთ, საჭმლისგან სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოთ, რადგან ასე ცოტაოდენითაც დანაყრდებით. სიამოვნების გრძნობა ზრდის საჭმლით დანაყრების შეგრძნებას, ამიტომ ისიამოვნეთ!



7. არ ჭამოთ კომფორტისათვის



image

არ გადაწყვიტოთ თქვენი ემოციური პრობლემები საჭმლით, თქვენ კარგად იცით, რომ იგი ვერ მოგიგვარებთ პრობლემებს, ამიტომ ეცადეთ ასეთ დროს თავი შორს დაიჭიროთ საჭმელებისგან, გახვიდეთ სასეირნოდ, უყუროთ ფილმს და ა.შ.



8. მიიღეთ თქვენი სხეული ისეთად, როგორიცაა ის, ნუ წუხართ, რომ იდეალური ფორმები არ გაქვთ

image

ძლიან მნიშვნელოვანია, შეიყვაროთ და მიიღოთ თქვენი სხეული ისეთი, როგორიცაა, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და არა ზედმეტი კალორიები.


9. აირჩიეთ ისეთი ფიზიკური აქტივობა, რომლითაც ისიამოვნებთ

image

ფიზიკურ აქტივობას მოაქვს თქვენთვის ენერგია და სასიამოვნო განწყობა, ამიტომ უნდა ისიამოვნოთ და არა იმიტომ, რომ გახდეთ გააკეთოთ საძულველი ვარჯიშები. რაც გიყვართ, იმის კეთება უფრო კარგად დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.


10. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე




image

თქვენ უნდა გაანალიზოთ, რას ჭამთ, რა რაოდენობით და რამდენად ხშირად, უნდა იკვებოთ მრავალფეროვნად და ზომიერად, ჯანმრთელობა არ უნდა დაგავიწყდეთ, ამიტომ აარჩიეთ ჯანსაღი და გემრიელი საკვები.



რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.

2
1227
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1227
  
2018, 14 სექტემბერი, 15:31
ზედმიწევნით ვიცი ყველაფერი დიეტა, კალორიები და მაინც შესრულება ხომ უნდა არაა?! :( :(
2018, 30 აგვისტო, 10:49
ეს ყველაფერი ალილუიასავით ვიცი, მაგრამ რატომღაც სწორედ ჭამის მერე მახსენდება, რომ ზომიერი კვება არის საწინდარი ჯანმრთელობისა და სილამაზისა)))))))
0 1 2