x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ხანდაზმულობა - პიროვნული მთლიანობა თუ სასოწარკვეთა?


image
ხანდაზმულობა არის პერიოდი, როდესაც ადამიანს თავისუფლად შეუძლია განახორციელოს მრავალი საქმიანობა და იყოს პროდუქტიული საზოგადოებისთვის. ერიკსონის მიხედვით, ხნოვანება ფსიქოსოციალური განვითარების საბოლოო სტადიაა, რომლის დროსაც ადამიანი ან პიროვნულ მთლიანობას ან სასოწარკვეთას განიცდის.
ხანდაზმულები იმ უმცირესობათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც დგანან მრავალი სპეციფიკური პრობლემის წინაშე. ასეთებია: ფიზიკური ავადმყოფობა, ემოციური სიძნელეები, სიღარიბე და დაბალი სტატუსი. ხშირია ასაკის მიხედვით დისკრიმინაციის ანუ ეიჯიზმის შემთხვევები. ეს ერთგვარი ცრურწმენაა ასაკოვანი ადამიანების შესახებ, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს, ახდენს მათ იზოლირებას და ხელს უწყობს საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენის შექმნას. უსამართლობაა, როდესაც სამსახურს ინტელექტუალურად და ფიზიკურად მომუშავე, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები ტოვებენ. წლების მატება არ ნიშნავს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ასაკი ბარიერს არ წარმოადგენს. 91 წლის ასაკში ჰალდა კრუგმა დაიპყრო “მოუნთ ვიტნის’’ მწვერვალი, რომელიც უმაღლესია კონტინენტალურ აშშ-ში, 88 წლის ასაკში კონრად ადენაუერი გერმანიის კანცლერი იყო, 85 წლის ასაკში კოკო შანელი მოდის ინდუსტრიის ფირმას ხელმძღვანელობდა, 77 წლის ასაკში რონალდ რეიგანმა დაამთავრა თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოება ორიენტირებულია ახალგაზრდობაზე, რაც აუფასურებს ხანდაზმულ ადამიანს. მათ აღიქვამენ როგორც კონსერვატორს, ცვლილების მოწინააღმდეგეს, უცოდინარსა და ახლაგაზრდისთვის დამამძიმებელ ტვირთს. ორი პრობლემა, რომელსაც იწვევს პენსიაზე გასვლა არის შემცირებულ შემოსავალთან შეგუება და ყოფილი სამუშოს დატოვება. სამსახურიდან დათხოვნა ხშირად ადამიანებისთვის ცხოვრებისეული სტილიდან ჩამოშორების ტოლფასია. შედეგად მცირდება კავშირები, სტატუსი და მნიშვნელობა საზოგადოებაში. მათ ეწყებათ დეპრესია, მოწყენილობა და განცდა უსარგებლობის. მოხუცთა უმრავლესობა იტანჯება ისეთი ქრონიკული დაავადებებით როგორებიცაა: ართრიტი, წნევა, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, გულის დაავადებები, კატარაქტა, დიაბეტი და სხვა. მათ მკურნალობას გარკვეული სახსრები ესაჭიროება, რაც კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს. ასაკის მატებას თან ახლავს ემოციური სიძნელეები, რაც ადამიანზე არა მხოლოდ გავლენას ახდენს, არამედ მთლიანად შეუძლია პიროვნების შეცვლა. მოხუცებიბავშვებივით არიანდა ყველაფერს უფრომტკივნეულად განიცდიან. ისინი ხდებიან საყვარელი ადამიანების, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების სიკვდილის მომსწრენი. ეს ცხოვრებისეული ცვლილებები მოქმედებს მათზე და თავს მარტოსულად, ყველასაგან მივიწყებულად გრძნობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულები, რომლებიც არიან მარტო, ფინანსურად და დამორალურად უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, ვიდრე დაქორწინებულები. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ამ დროს ყველას განსაკუთრებით სჭირდება ერთგული პარტნიორი. ხანდაზმულობაში სოციალური ურთიერთობების ხარისხი იზრდება, რაოდენობა კი პირიქით კლებულობს. სელექციური სოციალური ურთიერთობების თეორიის მიხედვით, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო სელექციურნი ხდებიან იმ სოციალური პარტნიორის არჩევისას, ვინც მათ ემოციურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობაარისპერიოდი, რომლისგანმავლობაშიპირსუფლებააქვსმოითხოვოსსხვაპირისაგანრაიმემოქმედებისშესრულებაანმოქმედებისაგანთავისშეკავება. პენსიონერად ითვლება მამაკაცი 65 წლის ასაკიდან, ხოლო ქალი 60 წლის ასაკიდან.სოციალურიპოლიტიკისერთ-ერთიმიმართულებახანდაზმულთაპანსიონატებისადაკათარზისებისდაარსებაა. საქართველოში არის ორი ასეთი დაწესებულება: “თბილისისხანდაზმულთაპანსიონატი'' და “ქუთაისისხანდაზმულთაპანსიონატი''. არსებობსრამდენიმეარასამთავრობოორგანიზაციაც, რომლებიცმზრუნველობასიჩენენხანდაზმულთამიმართ, მაგალითად: “საქართველოსწითელიჯვრისსაზოგადოება'', მოხუცებულთა თავშესაფარი “ბეთელი'' და სხვა.


image


გერონტოლოგია არის დაბერებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი მეცნიერება. სოციალური სამუშაო აქტიურად შეისწავლის ხანდაზმულთა პრობლემებს და ეძებს მათი გადაჭრის გზებს. მსოფლიოში საკმაოდ დიდია იმ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ საქმიანობაში. ბროკერის სერვისები ხანში შესულ პირებს საშუალებას აძლევს სრული ინფორმაცია მიიღონ იმ სერვისების შესახებ, რომელთა გამოყენება შესაძლოა არ იცოდნენ. მსგავს სერვისებს წარმოადგენს: ადვოკატირება, ინდუვიდუალური და ოჯახური რჩევის გაწევა, დარდთან შეგუება, კრიზისის თავიდან აცილების სერვისები, ტრანსპორტირებასა და სახლის შერჩევაში დახმარება. არსებობს მხარდაჭერისა და თერაპიული ჯგუფებიც. მსგავსი ჯგუფები ეხმარება ხანდაზმულს შეეგუოს ან გაუმკლავდეს სიბერეს, ალცჰაიმერის დაავადებას, ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს. სოციალური სერვისები საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში არანაკლებ მნიშვნელოვანია ასაკოვანთათვის. სოციალურს მუშაკებს კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოხდეს ხანდაზმულთათვის პროდუქტიული როლის შერჩევა. თუ ასაკოვან პირს შეუძლია მოერგოს სისტემას და შეასრულოს საკუთარი საქმე, მაშინ რატომაც არა. მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ვერ მოახერხებენ საკუთარი სამუშაოს შესრულებას, დატოვებენ სამსახურს და გავლენ პენსიაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ხანდაზმულთა პროდუქტიულობის შენარჩუნებას. ასეთია პენსიაში გასულ მოხალისეთა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 60 წელს ზემოთ ადამიანები სხვადასხვა ორგანიზაციებში მოხალისეებად მუშაობენ. ამას გარდა, არსებობს პენსიაში გასულ ხელმძღვანელ ან აღმასრულებელ პოსტებზე მომუშავე მომსახურების პროგრამა (შჩOღE). ისინი გათავისუფლებულ პენსიონერს აძლევენ შანსს კვლავ ჩაერთოს იმ საქმეში, რომელიც კარგად იცის, თუმცა გაწეული შრომის ანაზღაურება არ ხდება. კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც გვიჩვენებს მოხუცებულთა პროდუქტიულობას არის ბებია-ბაბუების პროგრამა. ტრენინგის შემდეგ ისინი ეხმარებიან ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ სპეციალურ დაწესებულებებში.
წარმატებული დაბერება საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მისი მიღწევის გზები არც ისე ადვილი. უპირველესად მნიშვნელოვანია, არ გვეშინოდეს დაბერების და ვიაზრებდეთ, რომ მასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავადვე განვსაზღვრავთ იმას თუ როგორ დავბერდებით. ჩვენი გადასაწყვეტია რომელს ავირჩევთ, სასოწარკვეთილნი ვიქნებით თუ კმაყოფილნი განვლილი ცხოვრებით.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:გელაშვილი ნინო
გელაშვილი ნინო
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0