x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ არის ეფექტური ლიდერი და რა ძირითადი თვისებებით ხასიათდება ის?
image

ლიდერობა განისაზღვრება, როგორც იდეების განხორციელებასა და მიზნების ჩამოყალიბებაში ჯგუფზე ზეგავლენის მოხდენის უნარი. ამ გავლენის წყარო შესაძლოა ძალიან ფორმალური იყოს, მაგალითად მენეჯერული თანამდებობა. გამომდინარე იქედან, რომ მენეჯერული თანამდებობები გარკვეული დონის ოფიციალურ რანგს შეესაბამება, ადამიანმა ლიდერის როლი შესაძლოა ორგანიზაციაში დაკავებული რაიმე თანამდებობის გამო მიიღოს. ყველა ლიდერი არ არის მენეჯერი და ყველა მენეჯერი არ არის ლიდერი. ორგანიზაციის მიერ მენეჯერებისათვის გარკვეული ოფიციალური უფლების მინიჭება არ არის გარანტია იმისა, რომ ისინი ეფექტურ ლიდერობას შეძლებენ. ლიდერები წარმოიქმნებიან როგორც ჯგუფის შიგნით, თავისთავად, ისევე ჯგუფისხელმძღვანელად ოფიციალური დანიშვნის შედეგად.

ლიდერობა-ეს არის ზემოქმედება სხვა ადამიანებზე გარკვეული მიზნების მისაღწევად. ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ახდენს სხვების გაძღოლას. ლიდერები მართავენ როგორც პატარა ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ასევე სახელმწიფოებს. ლიდერის არსებობა საჭიროა ნებისმიერი ჯგუფისთვის, რადგან ნებისმიერი საერთო საქმიენობა საჭიროებს ორგანიზებას, ხელმძღვენელობას, რაც ლიდერის მოვალეობებია. ლიდერს ევალება უზრუნველყოს წესრიგი და სტაბილურობა თავის საზოგადოებაში. მის მოვალეობებში შედის ასევე ჯგუფის შეკვრა, გაერთიანება ადამიანების შეკვრა და დაკავშირება, მათი მობილიზაცია საერთო მიზნების მისაღწევად.

image


ლიდერის თვისებები და კომპეტენციები

ლიდერისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინტელექტი, იყოს თავდაჯერებული, ჰქონდეს რწმენა საკუთარ ძალებში, იყოს კრეატიული, ენერგიული, ხელმძღვანელისთვის, რთულია წარმატების მიღწევა, თუ არ გამოირჩევა გამძლეობით, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ამ შესაძლებლობების შევსება ხდება ენერგიის მეშვეობით. ლიდერი ასევე უნდა იყოს გაბედული, მამაცი, უნდა ჰქონდეს მოტივაცია მიაღწიოს წარმატებას, უნდა შეეძლოს საზოგადოებასთან ურთოერთობა. იყოს ადამიანების მოყვარული, არ ეზარებოდეს მათთან ურთიერთობა მუშაობა და კომუნიკაცია. ჰქონდეს ადამიანთა ჯგუფის ხელმძღვანელობის სურვილი და უნარი. ასევე უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი, იყოს მოქნილი. ლუზიეს მიხედვით ეფექტური ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ენერგეტიკა, თავდაჯერებულობა, ლოკუს კონტროლი, სტაბილურობა, ინტეგრირებულობა, ინტელექტი, მოქნილობა, სხვისადმი მგრძნობელობა. კარგი ლიდერები ყოველთვის გაგებით ეკიდებიან სხვების გრძნობებს, აქვთ ნიჭი დააყენონ საკუთარი თავი სხვების ადგილას და ცდილობენ გაუგონ მათ და არ ელიან, რომ ამის გამო შეიყვარებენ. ემოციური ინტელექტი ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით ლიდერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან მისი კომპონენტია თანაგრძნობა, თანამგრძნობ ლიდერს შეუძლია სხვების საჭიროების მოსმენა, გაგება, რეაქციების გამოცნობა.

image

ტრანსფორმაციული ლიდერობა

არსებობს ტრანსფორმაციული ლიდერობის შემდეგი მოდელები:

ბასის მოდელის მიხედვით ტრანსფორმაციული ლიდერობა თავს იჩენს, როდესაც ლიდერი ავითარებს და ზრდის დასაქმებულების ინტერესებს, უზრუნველყოფს თანამშრომლების მიერ ჯგუფის მიზნებისა და მისიის გაზიარებასა და მიღებას, წარმოშობს დასაქმებულებში სურვილს, გასცდნენ საკუთარ პირად ინტერესებს და იზრუნონ კოლექტივის კეთილდღეობაზე. ამის მისაღწევად ლიდერი შესაძლოა ფლობდეს ქარიზმას, ითვალისწინებდეს დაქვემდებარებულების ემოციურ საჭიროებებს და სტიმულირებას უწევდეს დასაქმებულებს ინტელექტუალური თვალსაზრისით. შესაბამისად, ტრანსოფორმაციული ლიდერი: ქარიზმატული, შთამაგონებელი, ინტელექტუალურად მასტიმულირებელი და ინდივიდუალურად გამთვალისწინებელია.

ვებერის მოდელის მიხედვით: ტრანსფორმაციული ლიდერი ხასიათდება გმირობით და ერთგულებით. ისტორიულად მათ რიგებში არიან ბრძენები და წინასწარმეტყველები. ამ შემთხვევაში მიმდევრები ეფუძნებიან პირად ნდობას, იზიარებენ მის მიზნებს და ხედვას.

ბერნსის მიხედვით: ტრანსფორმაციული სტილის ლიდერს შეუძლო მისი მიმდევრების მოტივირება და კოლექტივში მაღალი მორალის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, წარმატების წინაპირობაა.


ქარიზმატული ლიდერობა

პირველად ქარიზმატული ლიდერობა სოციოლოგმა მაქს ვებერმა განიხილა. პირველი მკვლევარი კი რომელმაც ქარიზმატული ლიდერობა განიხილა ორგანიზაციული ქცევის თვალსაზრისით, იყო რობერტ ჰაუსი. ქარიზმატული ლიდერის ძირითადი ნიშან- თვისებებია:

  • ხედვა და გამოთქმა. მას აქვს ხედვა - გამოხატული იდეალიზებული მიზნით - რომელიც წარმოგვიდგენს არსებულზე უკეთეს მომავალს და შეუძლია ამ ხედვის მნიშვნელობა სხვებისთვისაც გასაგები გახადოს.
  • პირადი რისკი - მას სურს მიზნის მისაღწევად პირადი რისკის გაწევა, მაღალი საფასურის გადახდა, თვითშეწირვა.
  • რეაგირება მომხრეთა საჭიროებებზე - ის აღიქვამს სხვების შესაძლებლობებს და რეაგირებს მათ საჭიროებებსა და გრძნობებზე.
  • არასტანდარტული ქცევა - ის ავლენს ისეთ ქცევებს, რომლებიც არასტანდარტულია და ნორმებს ეწინააღმდეგება.



სიტუაციური ლიდერობა

ლიდერობის სიტუაციური მოდელი შექმნა ფრედ ფიდლერმა, მისი აზრით ჯგუფის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახერხებს ლიდერი სწორ ურთიერთობას დასაქმებულებთან ისე, რომ მიაღწიოს მათ კონტროლს. მან შექმნა ლიდერის სტილის( ამოცანაზე; თანამშრომელზე ორიენტირებული) გამოსავლენი კითხვარი, რომელიც მოიცავდა 16 ზედსართავ სახელს და მათ ანტომინიმებს ( სასიამოვნო-უსიამოვნო, ეფექტური-არაეფექტური...). რესპოდენტი სხვისი დახასიათების დროს ავლენდა საკუთარ თავს. რესპოდენტებს უნდა გაეხსენებინათ ადამიანები, რომლებთან ერთადაც უწევდათ მუშაობა და შეეფასებინათ 1 იდან 8 ქულამდე, თუ რესპოდენტი მისცემდა ყველაზე დადებით შეფასებას იმ ადამიანს, რომელთან მუშაობაც ყველაზე ნაკლებად სურდა, ის დაინტერესებული იყო პიროვნული ურთიერთობებით, მაგრამ ისეთი რესპოდენტი, რომელიც შაეფასებდა საუკეთესო თანამშრომელს უარყოფითად ის დაინტერესებული იყო ამოცანით.

მას შემდეგ რაც მოხდება ლიდერის საბაზო სტილის გარკვევა, უნდა მოხდეს სიტუაციასთან ლიდერის შესაბამისობის დადგენა, თუ რაღაც სიტუაცია მოითხოვს ამოცანაზე ორიენტირებულ ლიდერს და ჩვენ გვყავს ურთიერთობაზე ორიენტირებული ლიდერი, მაშინ უნდა მოხდეს ან სიტუაციის, ან ლიდერის შეცვლა.

ფიდლერმა გამოყო სამი სიტუაციური ფაქტორი:

  • დამოკიდებულება ლიდერსა და ხელქვეითს შორის, ნდობის და პატივისცემის ხარისხი
  • თანამშრომლებს შორის საქმის დელეგირება
  • ლიდერის მიერ კონტროლის ხარისხი- თანამდებობაზე აყვანა, გათავისუფლება; დისციპლინა; დაწინაურება; ხელფასის მომატება.
  • რობერტ ჰაუზმა შექმნა გზა-მიზნის თეორია, ამ თეორიის მიხედვით: მიზნის მიღწევაში ლიდერი უნდა დაეხმაროს თანამშრომელს, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ თანამშრომლის მიზნების და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისობის დადგენა. ლიდერი უჩვენებს თანამშრომელს გზას და ეხმარება ამ გზის გავლაში.ჰაუზმა გამოყო ლიდერის ქცევის 4 მოდელი:

  • დირექტიული: თანამშრომლებმა ზუტად იციან რას მოელის მათგან ლიდერი, გეგმავს მათ სამუშაოს და იძლევა რეკომენდაციებს, როგორ უნდა შესრულდეს კონკრეტული მოცემულობა
  • მზრუნველი ლიდერი: თანამშრომლების პრობლემებისადმი მეგობრული განწყობით და გულისხმიერებით.
  • ლიდერი პარტნიორი: ითვალისწინებს თანამშრომლების აზრს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • ისახავს მიზანს და თვლის, რომ მისი თანამშრომლები ბოლომდე დაიხარჯებიან ამ მიზნის მისაღწევად.
  • ჰაუზის აზრით ლიდერს შეუძლია სიტუაციიდან გამომდინარე ამ ოთხივე მოდელიდან ნებისმიერის დემონსტრირება და სიტუაცისური ფაქტორი არის სამი:

  • ამოცანის სტრუქტურა
  • ფორმალური საკომონდო ჯგუფი
  • სამუშაო ჯგუფი.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიდერის მიერ მართვის სტილი შეირჩეს სიტუაციის მიხედვით. არსებობს 4 ტიპის სიტუაციური ლიდერობა:

    supporting - მხარდაჭერა- მაღალი მხარდაჭერა, დაბალი დირექტიულობა.

    Coaching - წვრთნა - მაღალი მხარდაჭერა, მაღალი დირექტიულობა

    Directing - დირექტივა - დაბალი მხარდაჭერა, მაღალი დირექტიულობა

    Delegation - დელეგირება დაბალი მხარდაჭერა, დაბალი დირექტიულობა.

    თუ რომელს გამოიყენებს ლიდერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. მაგალითად, როდესაც გუნდის წევრებს არ აქვთ რაღაცის ცონდა თუმცა აქვთ სურვილი, რომ ისწავლონ ლიდერი იყენებს მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში გუნდს სჭირდება მხარდაჭერა და დაბალი დირექტიულობა.

    0
    1599
    შეფასება არ არის
    ავტორი:გელაშვილი ნინო
    გელაშვილი ნინო
    1599
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0