x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
არჩეული პომადა შენს ხასიათს განსაზღვრავს

ჩვეულებრივ, რა ფერის ტუჩსაცხს იყენებ?

image1. უნიკალური ფერი

ლურჯი, მწვანე, ყვითელი და მსგავსი ველური ფერი შენს შემოქმედებით უნარებზე მიუთითებს. ასეთი ტუჩსაცხით მსოფლიოს აჩვენებ, როგორი ნათელი ფანტაზია გაქვს. კრეატივი, მხატვრული იდეები ცხოვრების მანძილზე თან გდევს. არ გეშინია, აზროვნებდე განსხვავებულად. ყველაზე მთავარი არა გარემომცველი სამყაროს, არამედ, შენი ფიქრებია. ვისაც საზოგადოებრივი აზრი გაწუხებთ, არჩევანი ასეთ თამამ ტუჩსაცხზე შეაჩერეთ, თუნდაც ერთი დღით!

2. შავი ფერი

ქალს თუ შავი ტუჩსაცხი უსვია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინ ბოროტი ან ნეგატივით სავსე ადამიანი დგას. მას ბნელი მხარე იუმორში აქვს. მისი დაკმაყოფილება არაა მარტივი. ნათელ ფერებს იაფად, უგემოვნოდ მიიჩნევს.


image

უპირატესობას ანიჭებს ფილმებს ასაკობრივი შეზღუდვით, ინდი მუსიკას და წიგნებს ამბოხებულ ხალხზე. სახალისოა ამ ქალის მოულოდნელი თვისებების შესწავლა! შავი სამოსი შეესაბამება.

3. წითელი ფერი

მკვეთრი წითელი პომადა თამამი განცხადებაა. ეს თავდაჯერების ფერია. საკუთარ თავს აცნობ მსოფლიოს, არ რჩები შეუმჩნეველი. ქვეცნობიერად შერჩეული ეს ტუჩსაცხი გვეუბნება, რომ ვნებიანი ხარ. მოგწონს, როცა გეტრფიან. არ ხარ წინააღმდეგი, შენი მგრძნობიარე მხარე აჩვენო. თუ არ გაქვთ საკმარისი გამბედაობა, წითელი პომადა ხელს შეუწყობს თქვენში დამალული თამამი, ძლიერი ქალის გაღვიძებას.

4. ნაცრისფერი

ღრმა კავშირს გრძნობ ბუნებასთან, ცხოველებთან და საერთოდ, სამყაროსთან. დისციპლინებული, თბილი და ნუგეშის მომცემი ქალი ხარ. ყველაფერში კარგს ეძებ. ზედაპირული გამოცდილება და ხანმოკლე ურთიერთობა არ გაინტერესებს. არაფერი გამოგეპარება. ეს ფერი ადამიანს სერიოზულს ხდის. მიწაზე მყარად მდგარი, გულწრფელი და სანდო ხალხის არჩევანია. ყავისფერი პომადის მქონეც ასეთივე შარმიანი და ადვილად მისადგომია.

5. შინდისფერი

მაცდური ფერია! თავდაჯერებული, ოღონდ უფრო დახვეწილი გზით. სასურველის მისაღებად არ ჩქარობ, მოცდას ამჯობინებ. მოცემული მომენტით, ცხოვრების ყველა ასპექტით ტკბები. სიყვარულშიც არ დგამ სწრაფ ნაბიჯებს, დევნით იღებთ მღელვარებას. არ გსურს გაგშიფრონ. ამ ფერის ტუჩსაცხი გიბიძგებთ, შეისწავლოთ თქვენი გრძნობადი მხარე, კარგია ურთიერთობის გასაცოცხლებლად.image6. ვარდისფერი

ნაზი, უმწიკვლო და ამბიციური. გსურს იყო თვალწარმტაცი. ამ ტუჩსაცხით გვაცნობებ, რომ შენი სუსტი წერტილი მიმზიდველი, საყვარელი ნივთებია. ბავშვები და პატარა ცხოველები გიყვარს. მულტფილმსაც სიამოვნებით უყურებ. ბედნიერი ხარ ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც გათქმევინებს:''ოოოვ...♡'' უხეშ, რთული ხასიათის მქონე მეგობრებს ვარდისფერი პომადა აჩუქეთ! გახდებიან მშვიდები და მეგობრულები.

7. მოვარდისფრო-იისფერი

ძალაუფლება და ფუფუნება. ბუნებრივი და დახვეწილი ქალი სტილის შეგრძნებით, ამასთან, ერთგული და დამხმარე. იცი, რას აკეთებ - ორგანიზებული და მომთმენი ხარ. მოვლენების ღრმა ანალიზი გიტაცებს. დაუფიქრებელ მოქმედებას, გირჩევნია გეგმა მშვიდად შეიმუშაო. ჯიუტ ხალხს ეს ტუჩსაცხი დაეხმარება. თითქოს უბრალო ფერია, მაგრამ ძალას, თავდაჯერებას და ქალურობას ასხივებს.

8. მუქი ვარდისფერი

ენერგიული და თამამი წამყვანი თავგადასავლებში. სამყაროს ველურ ბუნებას სიამოვნებით აჩვენებ.

image

ოთახს ღიმილით ანათებ. შენი საყვარელი სიტყვაა ''დიახ''. ყურადღების ცენტრში ექცევი. იღებ ახალ შემოთავაზებას, ახალ ხალხს, საკვებს.. ახალ გამოცდილებას.

ქარის მიმართულებას მიყვები. ცოტა რამ გაშინებს. თუ მეტისმეტად წესიერი ხარ და იშვიათად რისკავ, დროა მოსინჯო ეს ტუჩსაცხი!

9. ატმისფერი

რა კარგი ადამიანი ხარ! მხიარული, გულკეთილი და გულუხვი. ოჯახსა და მეგობრებზე მთელი გულით ზრუნავ. მომხიბვლელად იღიმი, სითბოს ასხივებ! გემეტება დრო, ენერგია და სიყვარული. ამ ფერის ტუჩსაცხი გულგრილ ხალხს წაადგება. როცა ხალხი დარწმუნდება თქვენს ხელგაშლილობაში, სანაცვლოდაც იმავეს მიიღებთ.


უფერო ტუჩსაცხს მოკრძალებული, წყნარი ქალი ატარებს. ის დახვეწილი და ელეგანტურია, არაფერი აქვს დასამალი, მაგრამ სცენაზე დგომას კულისებს მიღმა ყოფნა ურჩევნია. ერთ დღესაც თუ გადაწყვეტ, დაძლიო მფრთხალი ბუნება და ''გაიხსნა'', ხალხს უმალ შეუყვარდები კეთილო ადამიანო! გსურს გარშემომყოფები გააბედნიერო. შენი ჩახუტება გადამდებია. გეტყვიან, როგორი ტკბილი ხარ.


იპოვეთ თქვენი ფერი:image

0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0