x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მასაბუმი ჰოსონო, ერთადერთი იაპონელი, რომელიც "ტიტანიკის" კატასტროფისას გემზე იმყოფებოდა და გადარჩა მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ არ დაიღუპა

image მასაბუმი ჰოსომო იყო ერთადერთი იაპონელი მგზავრი "ტიტანიკზე" გემის ჩაძირვისას, მასაბუმო გადარჩა და მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ გემის ეკიპაჟთან და მგზავრების იმ ნაწილთან ერთად არ დაიღუპა, რომლებიც დაიღუპნენ გემის ჩაძირვისას.
იცით რატომ ნანობდა გადარჩენას? მოგახსენებთ ძვიფასო მკითხველო მიზეზსაც.
იაპონელი სახელმწიფო მოსამსახურე მასაბუმო ჰოსონო მუშაობდა იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროში. 1910 წელს ის გააგზავნეს რუსეთში, იმპერიის სარკინიგზო ტრანსპორტის სტრუქტურის შესასწავლად. რუსეთის იმპერიის სხვადასხვა გუბერნიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ ჰოსონო იაპონიაში ბრუნდებოდა ევროპისა და ამერიკის გავლით, 1912 წლის 10 აპრილს მასაბუმი ჰოსონომ ავიდა ავადსახსენებელი "ტიტანიკის" გემზე დიდ ბრიტანეთში.
14 აპრილს ღამით ის გააღვიძა გემის მოსამსახურემ, რომელმაც იაპონელს აუწყა, გემის კატასტროფის თაობაზე და გემიდან ევაკუაციის აუცილებლობაზე. მეორე კლასის კაიუტიდან გამოსულმა იაპონელმა ვერ მოახერხა სამაშველო ნავებთან მისვლა და მას შესთავაზეს მისულიყო მესამე კლასის კაიუტების მგზავრებისათვის განკუთვნილი სამაშველო ნავების ჩასხდომისათვის განკუთვნილ გემბანზე. დრამატულ სიტუაციაში, როცა გემბანიდან სამაშველო ნავებში პრიორიტეტული იყო ქალებისა და ბავშვების პირველ რიგში ჩასხდომა, იაპონელმა მოახერხა სამაშველო ნავზე ნომრით 13 ჩასვლა და მოკალათება.
ნავში ჩაჯდომიდან რამდენიმე საათში ნავის მგზავრები ბორტზე აიყვანა თბომავალმა "კარპატიამ", მასაბუმიმ მალევე იგრძნო "კარპატიას" ეკიპაჟის უარყოფითი განწყობა მისი მისამართით.
მიზეზი კი ქალებით და ბავშვებით სავსე სამაშველო ნავში მისი ყოფნა აღმოჩნდა.
სანამ იაპონიის მოქალაქე მასაბუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, მასზე ადგილობრივი პრესა ბევრს წერდა და მას "იღბლიან იაპონელ ბიჭად" მოიხსენიებდა. საკუთარ სამშობლოშიც მასაბუმი გახდა პრესის და საზოგადოების განხილვის ობიექტი, მას აკრიტიკებდა იაპონური პრესა და საზოგადოება.
რამდენიმე იაპონურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც იუწყებოდა, რომ "ტიტანიკიდან" სამაშველო ნავში მასაბუმი მოხვდა ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი. მას იაპონელებმა ლაჩარიც კი უწოდეს სამურაის "სულის" ნაკლებობის გამო. იაპონიის ტრანსპორტის სამინისტრომ ის დაითხოვა სამსახურიდან, თუმცა მალევე დააბრუნეს სამსახურში, როგორც პროფესიონალი და გამოცდილი კადრი.
მიუხედავად მასაბუმის სამსახურში აღდგენისა და ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფისა, თითქოს სამაშველო ნავში მასაბუმი ქალის ტანსაცმლით ჩაჯდა, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში არ შეცვლილა, რაც აისახა მის ჯანმრთელობაზე და მასაბუმი ჰასანო 1939 წლის 14 მარტს გარდაიცვალა.
მის სიკვდილში კი მისმა ოჯახმა საზოგადოებას დასდო ბრალი, რომელმაც "ტიტანიკის" კატასტროფისას გადარჩენილი მასაბუმო ვერ მიიღო, რადგან იაპონელების აზრით ის არ მოიქცა ისე, როგორც "სამურაი" და არ დარჩა გემზე.
imageimage

0
332
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0