x
image
_K_
რისგან იღებს სიამოვნებას ბავშვი საშვილოსნოში ყოფნისას
image

კავშირი თქვენსა და თქვენს პატარას შორის იმაზე გაცილებით ადრე მყარდება, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ. ფსიქოლოგიურ-მეცნიერული კვლევის მიხედვით, ნაყოფს შეუძლია, დედის ემოციური მდგომარეობა იგრძნოს. საშვილოსნოში მყოფი ბავშვი თქვენი სხეულიდან იღებს სიგნალს, ამიტომ თქვენი მოვალეობაა, მას პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოთ.


სტატიაში გაგაცნობთ 8 ფაქტს, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს საშვილოსნოში მყოფ პატარას.








8. ტკბილეული


საშვილოსნოში მყოფი ბავშვი გემოს გარჩევას ორსულობის მე-13 კვირიდან იწყებს. სანაყოფე წყლებს, ამნიოტურ სითხეს იმის გემო აქვს, რასაც ჭამთ, ბავშვი ამას ყლაპავს და გემოს გარჩევასაც სწავლობს.



თუ გინდათ, დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი შვილი მომავალში "კარგი მჭამელი" იქნება, ორსულობის დროს დიდი რაოდენობით ჯანსაღი საკვები მიირთვით. გაითვალისწინეთ, საშვილოსნოში მყოფ ბავშვს განსაკუთრებით მოსწონს ტკბილი საჭმელი, ეს მას ძუძუთი კვებისთვისაც განაწყობს.

image








7. თბილი აბაზანა


როცა ბავშვი უკვე იმხელაა, რომ დედის მუცლის კედელს შიგნიდან აწვება, ტემპერატურის შეგრძნებაც შეუძლია. ამიტომაც ცხელმა აბაზანამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას მას და არ მოეწონოს. თბილი აბაზანა კი თქვენც და ბავშვსაც დაგამშვიდებთ.


წყლის დასხმის ხმამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის კარგად ყოფნაზე. შეამოწმეთ, დაისხით წყალი მუცელზე და დაელოდეთ რეაქციას.

image








6. მუცელზე მოფერება


ბავშვს შეხების რეცეპტორები დაახლოებით ორსულობის მე-8 კვირაში უვითარდება, მე-20 კვირაში კი უკვე საკმარისად დიდია იმისთვის, რომ გარედან თქვენი შეხება იგრძნოს. ამ პერიოდში მას მუცელზე მოფერება სიამოვნებს.

კარგი იქნება, თუ ზეთით დაიმასაჟებთ მუცელს ნაზი მოძრაობებით და თან სასიამოვნო მუსიკას მოუსმენთ.

image








5. თქვენი ხმის მოსმენა


25-ე კვირიდან ბავშვი ხმაზე რეაგირებას იწყებს. დედის ხმა მას ყველაზე კარგად ესმის, ამიტომ მის ცნობას სწავლობს. ასევე, მშობლის მშვიდი ხმა სიგნალია მისთვის იმისა, რომ ყველაფერი კარგად არის. კარგი იქნება, თუ საშვილოსნოში მყოფ პატარას წიგნს წაუკითხავთ ხმამაღლა ან, უბრალოდ, ესაუბრებით.

მამის ხმაც სასიამოვნო მოსასმენია ბავშვისთვის. დანარჩენი მოსაუბრეების მოსმენა კი მას მშობლიურ ენაზე ინტონაციებითა და აქცენტებით სასაუბროდ ამზადებს.

image








4. მუსიკის მოსმენა


დაბადებამდე მუსიკის მოსმენას კარგი ეფექტი აქვს ბავშვზე, ეს მას ტვინის განვითარებაში უწყობს ხელს. დედის შემთხვევაში კი, მის სხეულში მუსიკის მოსმენის დროს ჰორმონი სეტინინი გამოიყოფა, რასაც ენდორფინი (ბედნიერების ჰორმონი) მოსდევს, ეს კი ბავშვს გადაეცემა.

კარგი იქნება, თქვენს პატარას თუ კლასიკურ მუსიკას მოასმენინებთ.

image








3. რეგულარული ვარჯიში


ორსულობის დროს ვარჯიშს თუ გადაწყვეტთ, ის უსაფრთხო, მიღებული და ექიმთან შეთანხმებული უნდა იყოს. ამ პერიოდში კარდიოს ვარჯიშები ყველაზე კარგია. ბავშვის გული უფრო კარგად ვითარდება და ძლიერი ხდება, თუ დედა რეგულარულად ვარჯიშობს.

image








2. თქვენი დასვენება


თქვენი დასვენების პერიოდი ბავშვისთვის გართობის პერიოდია! ამ დროს ისინი თქვენს მუცელში ახალ მოძრაობებს სწავლობენ და "აკრობატულ ილეთებს" ცდიან.

image







1. დედის სიცილი

ულტრაბგერებმა აჩვენა, რომ დედის სიცილის დროს ბავშვი გამოცოცხლდება და ზევით-ქვევით მოძრაობს, ეს კუნთების შეკუმშვის გამოა.

გარდა ამისა, ბედნიერების ჰორმონი, რომელიც სიცილის დროს გამოეყოფა დედას, სასარგებლოა თქვენი პატარისთვისაც. ამიტომ გახსოვდეთ, ორსულობის პერიოდში მაქსიმალურად ისიამოვნეთ და შექმენით ბევრი ბედნიერი მომენტი თქვენი შვილისვის!

image


ბედნიერ დედობას გისურვებთ!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არის რთული ქალისთვის ფორმის დაბრუნება მშობიარობის შემდეგ

image


2. 11 ილუსტრაცია იმის დასამტკიცებლად, რომ დედები მაგიას იყენებენ

image


3. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე - 10 ცხოვრებისეული რჩევა

image


0
8642
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
8642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0