x
მეტი
  • 22.08.2019
  • სტატია:93765
  • ვიდეო:342195
  • სურათი:455992
როგორ ვილოცოთ სწორად

ლოცვა-მორწმუნე ადამიანის სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ლოცვის მეშვეობით ჩვენ შემოქმედს ვესაუბრებით, ვადიდებთ მას, მადლობას ვწირავთ და შემწეობას ვთხოვთ.

იმისთვის, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვა შეისმინოს, სწორად ლოცვაა საჭირო. სწორად ლოცვაში ლოცვის პოზა არ იგულისხმევა, არამედ-ჭეშმარიტების ძალა. უფალი ხომ ადამიანის გულს ხედავს.

ყველაზე ცნობილი ლოცაა “მამაო ჩვენო", რომელიც უნივერსალურ ლოცვად ითვლება, მისი წაკითხვა ყველგან და ყველა ვითარებაში შეგიძლიათ.

image

თანაც, ეს ლოცვა სწორედ უფლისგან მიიღეს მისმა მოწაფეებმა, როცა თხოვნით მიმართეს, რომ ლოცვა ესწავლებინა მათთვის.

ამ ლოცვას ამბობენ მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები. ზოგჯერ, ურწმუნოებიც კი. თუმცა, ბევრს არ ესმის, რომ ამ ლოცვის თითოეული სტროფი საკრალური მნიშვნელობისაა. ამიტომ, დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ლოცვა დაუშვებელია.

ამ ლოცვაში მთავარია თხოვნა სულის ხსნაზე, ერთადერთი მიწიერი სათხოვარი არის “პური, ჩვენი არსობისა", რომელიც თავის თავში ადამიანისთვის საჭირო ყველა სიკეთეს მოიცავს.imageგარდა ამისა, ეს ლოცვა სოციალური და აღმზრდელობითი მოტივებითაც გამოირჩევა. მასში ნახსენებია სისუსტეების დაძლევა, ცოდვების გამოსყიდვა და სხვებისთვის მიტევება. ამგვარად, ეს ლოცვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს გვასწავლის.

თავად მიმართვა “მამაო ჩვენო"- გულისხმობს უფლისადმი ყველა მორწმუნის მიმართვას. როცა ადამიანი ამ ლოცვას ამბობს, ის არამხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის, არამედ თითოეული ადამიანის სულის ხსნისთვის ლოცულობს.image

ზოგადად, ლოცვის დროს, ადამიანმა გააზრებულად და გულწრფელად უნდა ილოცოს. თუ მორწმუნე ადამიანი თავად არ ასრულებს იმას, რაც ლოცვაშია, ითვლება, რომ ის ამაოდ ახსენებს უფლის სახელს. თუ ღმერთი უფლებას გვაძლევს, რომ მას მამად ვიხსენიებდეთ, მაშინ მორწმუნე ადამიანი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ეს უფლის შვილს შეეფერება.image

ლოცვის წაკითხვა ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციის დროს შეგიძლიათ: მაშინაც, როცა რამე გიხარიათ და მაშინაც, როცა დამწუხრებული ხართ.

როგორც სახარებაშია ნათქვამი :გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. ამიტომ, ადამიანმა გონებით, გააზრებულად უნდა ილოცოს და შეეცადოს ემოციები აკონტროლოს.


0
140
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0